Servisebi's large logo
upstore help illustration

დახმარება

რა არის სერვისები.ჯი? accordion arrow

ვებგვერდზე ხელმისაწვდომია 400 - მდე კატეგორია, რომლებიც მოიცავენ მომსახურების სფეროს.

იქნება ეს დალაგების სერვისი, იურიდიული მომსახურება, მშენებლობა, რემონტი, რეპეტიტორების სერვისი, სატვირთოს დაქირავების სერვისი, გაფუჭებული ტექნიკის შეკეთების სერვისი, ავტომობილის ელექტრონული დიაგნოსტიკის სერვისი, ფოტოგრაფის სერვისი თუ სხვა.

პროექტი ამარტივებს ნებისმიერი მომსახურების როგორც შეთავაზების, ასევე მოძიების პროცესს.

ერთის მხრივ, შემსრულებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ განათავსონ საკუთარი შეთავაზება და გაზარდონ შეკვეთები, მეორეს მხრივ კი, ჭკვიანი საძიებო სისტემის გამოყენებით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მარტივად, უმოკლეს დროში შეარჩიონ სასურველი მომსახურება.

როგორ დავრეგისტრირდე? accordion arrow

ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის საჭიროა, გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე:

  • ჩაწერეთ თქვენი აქტიური მობილურის ნომერი;
  • ჩაწერეთ მობილურის ნომერზე გამოგზავნილი SMS კოდი;
  • შედით სისტემაში;

რა არის და როგორ დავამატო სტანდარტული განცხადება? რა ვადებში გააქტიურდება? accordion arrow

პაკეტი “სტანდარტი” მოიცავს ვებგვერდზე თქვენი განცხადების 1 თვით განთავსებას, რომლის ფარგლებში თვენ შეძლებთ მომსახურების შესაბამისი აღწერის, ფოტოების, ვიდეოებისა და სერტიფიკატების ატვირთვას. ასევე გექნებათ შესაძლებლობა აკონტროლოთ ყოველდღიური სტატისტიკა და მიიღოთ მომხმარებლებისგან შეფასებები.

სტანდარტული განცხადების ფასები დამოკიდებულია თქვენი მომსახურების კატეგორიაზე, ზუსტი ინფორმაცია გამოგიჩდებათ განცხადების დამატებისას.

განცხადების დასამატებლად დააჭირეთ ღილაკს “დაამატე“

  • შეიყვანეთ ვებგვერდზე უკვე რეგისტრირებული მობილურის ნომერი, ან გაიარეთ მარტივი ავტორიზაცია მხოლოდ ტელეფონის ნომრით;

  • ჩაწერეთ მობილურზე გამოგზავნილი SMS კოდი;

  • მოცემულ ბმულზე მიჰყევით მითითებს და განათავსეთ განცხადება;

  • დამატების ან/და რედაქტირების შემდეგ, ყველა განცხადება გადის მოდერაციას, რომელიც ხორციელდება საიტის მხრიდან. მოდერაცია ხორციელდება 24 საათის ვადაში, სამუშაო დღეებში (შაბათ-კვირას დამატებული რედაქტირებული განცხადებები მოდერაციას გაივლიან ორშაბათს).

  • მოდერაციის გავლის შემდეგ, როგორც გააქტიურების, ისევე უარყოფის შემთხვევაში, მიიღებთ SMS შეტყობინებას. შეტყობინებაში ასევე მოცემულია ჩვენი წარმომადგენლის ნომერი, რომელზეც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კითხვების შემთხვევაში.

უარყოფის შემთხვევაში, უარყოფის მიზეზი შეგიძლია იხილოთ თქვენს პროფილში “ ჩემი განცხადებების ” გვერდზე.

როგორ მივიღო სტანდარტულზე მეტი შედეგი ? accordion arrow

სტანდარტულზე მეტი შედეგის მისაღებად, ვებგვერდზე გთავაზობთ დამატებით პაკეტებს : პროს და პრემიუმს.

პრო პაკეტი - მოიცავს სტანდარტული პაკეტის ყველა ფუნქციას, დამატებით კატეგორიაში იკავებს სტანდარტულზე ზედა პოზიციას, ასევე გთავაზობთ კატეგორიაშივე, განცხადების გაუხსნელად ტელეფონის ნომრის გამოჩენას.

პრემიუმ პაკეტი - მოიცავს სტანდარტული და პრო პაკეტის ყველა ფუნქციას, იკავებს მთავარ პოზიციას კატეგორიაში (სტანდარტულ და პრო განცხადებებზე ზემოთ), დამატებით მოიცავს განცხადების საიტის მთავარ გვერდზე გამოჩენას, თქვენი განცხადების შინაარსის გაუმჯობესებას, პრემიუმ ვიზუალს.

  • ფასები დამოკიდებულია თქვენი მომსახურების კატეგორიაზე, ზუსტი ინფორმაცია გამოგიჩდებათ განცხადების დამატებისას, თქვენს გვერდზე ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 032 2 42 47 25

როგორ შევიძინო ფასიანი სერვისები? accordion arrow

ბარათით შეძენა :

  • შედით ვებგვერდზე მოცემული ბმულის საშუალებით;

  • გადადით „ჩემი განცხადებების“ გვერდზე;

  • დააჭირეთ სასურველი ფასიანი სერვისის „ყიდვის“ ღილაკს, სასურველ განცხადებაზე;

  • აირჩიეთ სასურველი პაკეტი და ვადა;

  • დააჭირეთ შეძენის ღილაკს და მიყევით ბარათით გადახდის ინსტრუქციას;

თუ გსურთ ანგარიშის ნომერზე გადმორიცხვა, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 032 2 42 47 25

რატომ დაიბლოკა ჩემი ანგარიში? accordion arrow

  • თუ თქვენ გაფრთხილების მიუხედავად, რამდენჯერმე დაამატეთ დუბლირებული განცხადება;

  • თუ იყენებდით სხვადასხვა პროფილებს;

  • თუ განათავსეთ აკრძალული ტიპის განცხადებები;

  • თუ დაგიგროვდათ გარკვეული რაოდენობის უარყოფითი შეფასებები;

  • სრული წესები იხილეთ ბმულზე https://servisebi.ge/rules

 

რატომ დაიბლოკა ჩემი განცხადება? accordion arrow

  • განცხადებაში არ იყო მითითებული შესაბამისი აღწერა;

  • განცხადება დუბლირებულია;

  • განცხადების აღწერაში ან სათაურში მითითებულია ტელეფონის ნომერი;

  • განცხადებაზე დართულ ფოტოებზე განთავსებულია წარწერები ან ტელეფონის ნომერი;

  • განცხადება არასწორ კატეგორიაშია;

  • განცხადება არღვევს სხვა საიტის წესებს https://servisebi.ge/rules

 

ვის მივმართო თუ ვერ მივიღე სერვისის შესაბამისი მომსახურება? რას ნიშნავს შეფასების სისტემა? accordion arrow

იმისათვის, რომ საიტზე არსებული შეთავაზებები იყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის და გაგიმარტივდეთ არჩევანი, საიტზე დაემატა მომხმარებლის შეფასებები .

თუ გაწეული მომსახურება არ აღმოჩდა ხარისხიანი, არ შეესაბამებოდა შეთანხმებას ან სხვა რაიმე მიზეზით იყო მომხმარებლისთვის მიუღებელი, მას აქვს საშუალება გახსნას შემსრულებელის განცხადება და შეაფასოს შესაბამისი ქულებით, ასევე დეტალურად აღწეროს მომხდარი და ვალიდაციის შემდეგ, შეფასება აისახება როგორც შეფასებებში, ასევე იმოქმედებს შემსრულებლის რეიტინგზეც.

სხვა მხრივ, შესრულებული სამუშაოს კომპენსაციაზე და პრობლემის გამოსწორებაზე, შემკვეთი და შემსრულებელი უნდა შეთანხმდნენ კომპანიის ჩარევის გარეშე.

მომხმარებელი ჩვენი ვებგვერდით სარგებლობისას ეთანხმება მოხმარების წესებს და წინასწარ იღებს პასუხისმგებლობას თავის გადაწყვეტილებაზე.

საიტზე არსებული ნებისმიერი მომსახურება შეგიძლიათ შეაფასოთ მიღებული სერვისის შემდგომ.

შეფასებისთვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია და 5 ქულიანი სისტემით შეაფასოთ შემსრულებლის დროული მომსახურება,კომუნიკაცია და საქმის შესრულების ხარისხი. ასევე, უნდა აღწეროთ მიღებული სერვისი და დადებითი ან უარყოფითი შეფასების დაწერის მიზეზი.

როგორ მოვძებნო სასურველი მომსახურება? accordion arrow

თუ კონკრეტულ მომსახურებას ეძებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი მარტივი საძიებო სისტემა. საიტის ზედა მხარეს არსებულ საძიებო ველში ჩაწერეთ საძიებო სიტყვა, მაგალითად “დამლაგებელი” და ვებგვერდი შემოგთავაზებთ ამ სიტყვის შესაბამის განცხადებებს.

შემოთავაზებული კატეგორიიდან შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი განცხადება და მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დაუკავშირდეთ პროფესიონალს.

არჩევანის პროცესში შეგიძლიათ გაითვალისწინოთ განცხადების აღწერა, ფოტოები, სერტიფიკატები, მდებარეობა, ფასი, მომხმარებლის შეფასებები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც განცხადებაშია მითითებული.