ჰიბრიდების მომსახურება

ჰიბრიდის ელემენტების შემოწმება მანქანის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია. სამუხრუჭე სითხე, ძრავის ზეთი, ანტიფრიზი და გამაგრილებელი დროულად უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ დაზიანებას ვერ აცდებით, მაგალითად: 
  • შესაძლებელია დაზიანეს კონდინცირების კომპრესორი;
  • მწყობრიდან გამოვიდეს საწვავის სისტემა;
  • ტრანსმისიის, ძრავის დაზიანება;
  • გაგრილების რადიატორის გაუმართაობა და ა.შ.
ცნობილია, რომ ჰიბრიდებისთვის სითხის ჩანაცვლების გრაფიკი არსებობს:
  • გამაგრილებელი- ყოველ 4 წელიწადში უნდა შეიცვალოს;
  • სამუხრუჭე სითხე - ყოველ 2-3 წელიწადში;
  • ჰიბრიდული გადამცემი ზეთი- 12 თვეში ერთხელ ან ყოველ 10 ათას კილომეტრზე;
  • ძრავის ზეთი ყოველ 8000 კმ-ზე ან წელიწადში ერთხელ;
  • კონდინცირების სისტემა წელიწადში ორჯერ (გაზაფხულსა და შემოდგომაზე);
ჰიბრიდის ძრავის ზეთი ჩვეულებრივ მანქანასთან შედარებით უფრო ხშირად უნდა შეიცვალოს. ჰიბრიდში ზეთის რაოდენობა, რომელიც საწვავში ხვდება გაცილებით მეტია, ვიდრე შიდა წვის ძრავით მუშაობის დროს. ასევე, მნიშვნელოვანია დაიცვათ ანტიფრიზის ტუმბოს შეცვლის წესები. გაუმართავი ანტიფრიზის ტუმბო იწვევს ინვენტორული და შიდა წვის ძრავების უკმარისობას. 
ჰიბრიდების ელემენტების შესამოწმებლად კვალიფიციური სპეციალისტის დაქირავება აუცილებელია. პროფესიონალ ხელოსანს ჩვენს პლატფორმაზე რამოდენიმე წუთში იპოვით. 

ჰიბრიდის ბატარიების შემოწმება

არსებობს სპეციალური ინსტრუმენტები, რომლითაც ჰიბრიდის ბატარიების შემოწმება შესაძლებელია. დიაგნოსტიკა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლის წინ. არსებობს ბატარიის შემოწმების ეკონომიური გზებიც. 

პირველ რიგში უნდა გესმოდეთ, რომ ყველა ელემენტი ხანგრძლივი მომსახურების შემდგომ მუშაობის რესურსს ამოწურავს. რამოდენიმე წლის შემდგომ ბატარიის გამოცვლა ხშირად აუცილებელი ხდება. 

ჰიბრიდული ბატარიები საკმაოდ ძვირია. ამიტომ უმჯობესია მისი მოვლა ისწავლოთ და ექსპლუატაციის ვადა გაახანგრძლივოთ. 
შესაძლებელია სპეციალისტს მიმართოთ და ელემენტების სტენდზე შემოწმება ბატარეის მდგომარეობის გარკვევაში დაგეხმარებათ. დააკვირდით მოძრაობისას რამდენი დრო სჭირდება ბატარიის სრულ დაცლას. 

ჰიბრიდების შემოწმება რეგულარულად უნდა განხორციელდეს. ბატარიასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლოა ძრავის გაუმართაობა გამოიწვიოს. მთავარი პრობლემა ყოველთვის არის ის რომ ბატარეა საკმარის სიმძლავრეს არ ინარჩუნებს. ის კარგად არ იტენება. ბატარიის ხანგრძლივობა მცირდება, თუ სისტემა გადატვირთულია. ასევე ზოგიერთმა პრობლემამ როგორიცაა კოროზია შესაძლოა გავლენა იქონიოს დატენვის სისტემაზე. 

სანამ სერიოზული ზიანი სახეზე იქნება ჰიბრიდები უნდა შემოწმდეს. თუ მექანიკოსის გამოძახება გსურთ, ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ სპეციალისტებს დაუკავშირდით. თქვენ არ გადაიხდით საშუამავლოს და არანაირ საკომისიოს. მომსახურების პირობებზე შეგიძლიათ სპეციალისტს ინდივიდუალურად შეუთანხმდეთ. ამით დაზოგავთ დროს და კვალიფიციურ ხელოსანს სასურველ მისამართზე გამოიძახებთ.

მომხმარებლის შეფასებები

ჰიბრიდების დიაგნოსტიკა სურათი
ჰიბრიდების დიაგნოსტიკა
შოთა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2021-03-06 00:00:01

სავალ ნაწილს რაც შეეხება , ხელოსანი ბადრი კარგი ბიჭია ყველაფერი კარგად გააკეთა, ცოტა გამოცდილება აკლია, რაც შეეხება რაზვალის გასწორებას სხვაგან რაც მინახია ამათთან ძალიან განსხვავდება შეიძლება ვცდები. საერთო ჯამში რეკომენდაციის გაწევა შეიძლება კარგი დაწესებულებაა.

ყველაფერი ჰიბრიდების შესახებ

ჰიბრიდი ეს არის მანქანა, რომელიც ერთდროულად იყენებს შიდა წვის ძრავს და ელექტროძრავს. ეს არის ერთგვარი გარდამავალი მოდელი საწვავზე მომუშავე მანქანებსა და ელექტრომანქანებს შორის.
 ელექტრო მანქანები ჯერ კიდევ ძვირია და საჭიროებს ხშირ დამუხტვას. თუ ეკონომიურ ტრანსპორტს ეძებთ უმჯობესია ჰიბრიდული ავტომობილები შეისწავლოთ. გარდამავალი ეტაპი არ ნიშნავს იმას, რომ შიგაწვის ძრავების კლასი გაქრება, თუმცა დიდი ალბათობით მომდევნო ათწლეულში ჰიბრიდების გამოყენება ნორმად იქცევა. 

ჰიბრიდული მანქანების სახეები

ჰიბრიდული მანქანების დამზადების მთავარი მიზეზი არის საწვავის დაზოგვა და მკაცრი გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვა. არსებობს ჰიბრიდების რამოდენიმე ტიპი, მათ შორის:  

ჰიბრიდული მანქანის მუშაობის პრინციპი

სიტყვა ,,ჰიბრიდი“ ნიშნავს შერეულს. ასეთი ტიპის მანქანები იყენებენ ენერგიის ორ წყაროს- აალებად ნავთობპროდუქტებს და ელექტროენერგიას. ამ მანქანებს აქვთ ერთზე მეტი ძრავა. ელექტროგადამცემები მუშაობენ რათა რთული ტრანსმისიის საშუალებით ბორბლებისკენ ძალა მიმართონ.  
როგორც წესი ელექტროძრავა შიგაწვის ძრავს ეხმარება რთულ სიტუაციებში: სიმაღლეზე ასვლისას, შუქნიშანზე დაძვრისას ან გასწრებისას. ძირითადი ძრავის სიჩქარე მცირდება, ცვეთა შენელდება, საწვავის მოხმარება მცირდება და დინამიკა იგივე რჩება ან უმჯობესდება. 
ზოგიერთი ჰიბრიდების მოქმედების პრინციპი მანქანის ელექტროენერგიით დაქოქვის საშუალებას გაძლევთ. საუკეთესო მოდელები ქალაქში ნულოვანი გამონაბოლქვით მუშაობენ. 
ასევე ზოგიერთ ჰიბრიდებში ერთი ღერძი მართავს ბენზინის ძრავით, ხოლო მეორე ელექტროთი. ეს გაძლევთ საშუალებას რომ გააუმჯობესოთ მართვა ავტომობილის მოვლის ხარჯების გაზრდის გარეშე. 

ჰიბრიდები დიდხანს ძლებენ საწვავის შევსების გარეშე. ტოიოტა პრიუსს შეუძლია ელექტროენერგიით მოძრაობა, ის ნაკლებ ხმაურს გამოსცემს ვიდრე ბენზინზე მომუშავე მანქანა - უფრო კომფორტულია როგორც მგზავრებისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვს. 
ჰიბრიდულ მოდელებს, მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, სჭირდება დამატებითი კონტროლის ბლოკები, ბატარიები, კომპლექსური ერთეულები გადაცემათა კოლოფში. მანქანა გაცილებით უფრო რთული აგებულების და მაღალი ღირებულებისაა. თუმცა სარემონტო ხარჯები დაბალია. ბენზინის ძრავა ყველაზე რბილ პირობებში მუშაობს და უფრო ნელა ცვდება. 

ჰიბრიდის ბატარეა

ჰიბრიდების უმეტესობას ორი ბატარეა აქვს. ერთი გაზრდილი ტევადობით გამოიყენება ძრავით გადამუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის შესანახად. მეორე არის 12 ვოლტიანი ჩვეულებივი ელემენტი, რომელიც გამოიყენება ბორტ ელექტრონიკის, აქსესუარების და ზოგ შემთხვევაში ჰიბრიდული დრაივისთვის. 
12 ვოლტიანი ბატარეის დიაგნოსტიკა - თანამედროვე ავტომფლობელები ამბობენ, რომ 12 ვოლტიანი ბატარეები არა უმეტეს 3 წლის მანძილზე მუშაობენ. თუ ბატარეა ნაადრევად იშლება ეს მიუთითებს ელექტრომოწყობილობის პრობლემებზე. 
მეორადი ჰიბრიდული ავტომობილის შეძენისას, დარწმუნდით, რომ ელექტრიკოსს შეამოწმებინეთ 12 ვოლტიანი ბატარეა. თუ ის გამოცდას ვერ გაუძლებს აუცილებლად უნდა გამოცვალოთ.  ელემენტის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად შეგიძლიათ ელემნეტების გაწმენდა, ან აღდგენა
ჰიბრიდულ მანქანაში უფრო დიდი ზომის და დიდი ტევადობის ბატარიას ეწოდება, წევის ბატარია. ის ჩვეულებრივად მდებარეობს მანქანის უკანა სავარძლების ქვეშ ან მისი იატაკის ქვეშ, ტვირთის განყოფილებაში. წევის ბატარია ინახავს ჰიბრიდული ძრავის მიერ მართვის დროს გამომუშავებულ ელექტროენერგიას და გადასცემს მას ბორბლებს. 
აშშ-ში ასეთ ბატარიას აქვს 8 წლიანი გარანტია და შეტყობინებები მისი გაუმართაობის შესახებ საკმაოდ იშვიათია. თუ მანქანა საწვავს არ ზოგავს და ინსტრუმენტები აჩვენებს შეცდომებს, აუცილებლად შეამოწმებინეთ ის სპეციალისტს. 
ჰიბრიდულ მანქანაში ბატარია საუკეთესოდ მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ მისი ტემპერატურა სტაბილურია. ზოგიერთ ჰიბრიდულ ბატარიას აქვს ელექტრო ვენტილატორები ან სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ჩაშენებულია კლიმატის კონტროლის სისტემაში. 
გაითვალისწინეთ, რომ ჰიბრიდულ მანქანაში მუხრუჭებიც განსხვავებულად მუშაობს. დამუხრუჭებისას ელექტროძრავა უმეტეს ნაწილს ასრულებს მანქანის სიჩქარის შესანელებლად. ეს არის მუხრუჭების სიმძლავრის შენარჩუნების მიზეზი ჰიბრიდულ მანქანებში. თუმცა სამუხრუჭე სისტემის ნაწილები იჟანგება, თუ მანქანა რეგულარულად არ გამოიყენება. 

ჰიბრიდული ავტომობილის შეძენამდე შეამოწმეთ სამუხრუჭე სისტემის ხილული კომპონენტები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ უკანა ბორბლების მუხრუჭებს. ისინი კოროზიის მიმართ უფრო მგრძნობიარეა. 
დროდადრო ჰიბრიდები პროგრამულ განახლებებს განიცდიან. განახლებებისას უმჯობესდება კლიმატკონტროლი, სტერეო, Bluetooth, ძრავი და ა.შ. უმჯობესია ჰიბრიდების მომსახურება გამოცდილ სპეციალისტებს ანდოთ, რომლებიც ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრაში დაგეხმარებიან

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ავტოიმპორტი - ავტომობილების ჩამოყვანა
ავტოიმპორტი - ავტომობილების ჩამოყვანა 7 განცხადება
arrow right
ავტომობილის სრული სერვისი
ავტომობილის სრული სერვისი 4 განცხადება
arrow right
მანქანის გასაღების დამზადება
მანქანის გასაღების დამზადება 4 განცხადება
arrow right
მანქანის შეღებვა
მანქანის შეღებვა 4 განცხადება
arrow right
მანქანის ქიმწმენდა
მანქანის ქიმწმენდა 4 განცხადება
arrow right
ავტოსკოლა
ავტოსკოლა 1 განცხადება
arrow right
მანქანის დიაგნოსტიკა
მანქანის დიაგნოსტიკა 7 განცხადება
arrow right
სავალი ნაწილის ხელოსანი
სავალი ნაწილის ხელოსანი 1 განცხადება
arrow right
ძრავის ხელოსანი
ძრავის ხელოსანი 1 განცხადება
arrow right
პოლირება
პოლირება 9 განცხადება
arrow right
მანქანის გადაცემათა კოლოფის ხელოსანი
მანქანის გადაცემათა კოლოფის ხელოსანი 2 განცხადება
arrow right
გაზის მონტაჟი
გაზის მონტაჟი 1 განცხადება
arrow right
დაზღვევა
დაზღვევა 3 განცხადება
arrow right
ევაკუატორი
ევაკუატორი 22 განცხადება
arrow right
ავტომობილის სალონის დიზაინი
ავტომობილის სალონის დიზაინი 3 განცხადება
arrow right
საქარე მინის აღდგენა
საქარე მინის აღდგენა 2 განცხადება
arrow right
ძრავის ხელოსანი
ძრავის ხელოსანი 1 განცხადება
arrow right
ღირს თუ არა ჰიბრიდული ავტომობილის გამოყენება
ღირს თუ არა ჰიბრიდული ავტომობილის გამოყენება
ჰიბრიდული მანქანის დიზაინი ოთხ ძირითად ელემენტს ემყარება. ეს არის ძრავა,, ელექტროძრავა, ინვენტორი და მაღალი ძაბვის ბატარეა. არსებობს მინიმუმ სამი სახი...
ყველას ნახვა