Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ქირავდება სახლი

ქირავდება სახლი ახალგარემონტებული, დიდი, გამწვანებული ეზოთი და აუზით.  ქირავდება კერძო სახლი, რომელიც იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც სურს კომფორტული, დამოუკიდებელი საცხოვრებელი თბილისში ან მის შემოგარენში. ქირავდება სახლი , რომელიც სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ტექნიკით, ავეჯითა და გათბობის სისტემით. servisebi.ge პლატფორმაზე წარმოდგენილი ყოველი სახლი დეტალურად აღწერილია, განაცხადს თან ერთვის ფოტოებიც, მითითებულია სახლის მდებარეობა და ფასები.  ამის გარდა, აქ იპოვით გასაქირავებელ სახლებს, ზუგდიდშისაგურამოში, ბათუმში და ბეშუმში. გამწვანებული კერძო სახლები თბილისში შეგიქმნით კომფორტს, სიმყუდროვეს და ჰარმონიულ გარემოს, რაც თქვენი ცხოვრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ასეთ ადგილებში გაქვთ მეტი სივრცე, სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო, რაც განსაკუთრებით პოპულარულია, როდესაც სახლს ოჯახისთვის ქირაობთ. კერძო სახლების ქირის ფასი ცვალებადია და დამოკიდებულია მის ფართზე, ქირავნობის ვადაზე და მდებარეობაზე. თბილისის სხვადასხვა უბნის მიხედვით დღეს ბაზარზე უამრავი ბიუჯეტური შეთავაზებაა, განსაკუთრებით გარეუბნებში.
ქირავდება 3 ოთახიანი აგარაკი მცხეთაში
ქირავდება 3 ოთახიანი აგარაკი მცხეთაში

ქირავდება 100 მ² აგარაკი ლაშარისჯვარში. აღმოაჩინეთ ლაშარისჯვრის სიმშვიდე, ადგილი, რომელიც ცნობილია თავისი ულამაზესი ბუნებით, სუფთა ჰაერითა და მშვიდი გარემოთი. ეს მომხიბვლელი აგარაკი იდეალურ თავშესაფარს გთავაზობთ ქალაქის ხმაურისგან, იდეალურია მათთვის, ვისაც სურს განტვირთვა საქართველოს თვალწარმტაც პეიზაჟებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ აგარაკი ძველი აშენებულია, ის კარგად არის მოვლილი და კომფორტულია, უზრუნველყოფს ყველა საჭირო პირობას სასიამოვნო დასვენებისთვის. აგარაკს აქვს მყუდრო საძინებლები, მისაღები ოთახი, ფუნქციური სამზარეულო და სველი წერტილი. გამწვანებული ეზო შესანიშნავი ადგილია მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად სასიამოვნო საღამოების გასატარებლად. მიმდებარე ტერიტორიაზე ნახავთ ულამაზეს საფეხმავლო ბილიკებს, პანორამულ ხედებს და უამრავ შესაძლებლობას აქტიური დასვენებისთვის. ეს აგარაკი შესანიშნავი არჩევანია ზაფხულის არდადეგებისთვის ან უბრალოდ მშვიდი შაბათ-კვირის გასატარებლად.

კერძო სახლები მცხეთაში სახლის ქირაობა
ქირავდება 4 ოთახიანი აგარაკი ბათუმში
ქირავდება 4 ოთახიანი აგარაკი ბათუმში

ქირავდება ულამაზესი ვილა ბათუმი, გონიო-კვარიათი — შესანიშნავი ლოკაცია ზღვის ულამაზესი ხედით. დაახლოებით 20 წუთის სავალზე გმირთა ხეივნიდან, ზღვიდან 1 კმ-ის დაშორებით. ვილა მოიცავს: • 3 საძინებელს და სამზარეულო-მისაღებ სივრცეს • გათბობის სისტემას — თბილი იატაკები • ტერასას მყუდრო დასასვენებელი ზონით • კონდიციონერებს • დიდ მაცივარს • გაზქურას და ღუმელს • ტელევიზორს • სარეცხ მანქანას • ყველა საჭირო ინვენტარს კომფორტული ცხოვრებისთვის ფართობი: 260 კვ.მ ქირავდება 1 წლით. გადახდის პირობები: პირველი და მე-12 თვის საფასურის წინასწარ გადახდა.

ქირავდება სახლი ბათუმში

სახლების გაქირავება

თუ ეძებთ მშვიდ, კომფორტულ, მყუდრო და კეთილმოწყობილ სახლს თქვენთვის სახლების გაქირავება ამ პრობლემას მარტივად მოგიგვარებთ. სახლის ქირაობა ხშირად იმაზე მარტივი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე წარმოგიდგენიათ, მთავარია ყველა დეტალი სწორად შეაფასოთ და განსაზღვროთ ქირის მიზნობრიობა. ჩვენს ვებ-გვერდზე იპოვით გასაქირავებელ სახლებს, ზუგდიდში, საგურამოში, ბათუმში, ზღვაზე, კიკეთში, ქობულეთში, გლდანში, ქუთაისში, ბაკურიანში, ლისზე, ურეკში და ბეშუმში.  დღესდღეობით ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის სახლები ხელმისაწვდომია, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გაქირავების პირობებით. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სახლი ზღვის ან მთის კურორტზე, ქალაქის ცენტრში ან გარეუბანში და იქირაოთ თქვენთვის სასურველი დროით. ქირავდება თანამედროვე გარემონტებული ბინები და კერძო სახლები, სადაც შეგიძლიათ საცხოვრებლად გადახვიდეთ ბინის დაქირავებისთანავე. აუზიანი ან კერძო სახლის ქირაობის პროცესი მარტივია, რადგან შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოტოები, შეარჩიოთ საჭირო პირობები, შეადაროთ გასაქირავებელი ფასები და დაჯავშნოთ სახლი ონლაინ. იმ შემთხვევაში, თუ თავად გსურთ სახლის გაქირავება, როგორც მეპატრონემ ყველა დეტალი და პირობები აღწერეთ განცხადების ნაწილში. თქვენს განაცხადს დაურთეთ ფოტოები და მიუთითეთ ფასი. ასე უფრო გაგიმარტივდებათ თქვენი მოიჯარეების მოძიება და სასურველი ქონების მარტივად გაქირავებას შეძლებთ.
ქირავდება 6 ოთახიანი აგარაკი ცხვარიჭამიაში
ქირავდება 6 ოთახიანი აგარაკი ცხვარიჭამიაში

ქირავდება სახლი რომელიც მდებარეობს მშვიდ და მყუდრო გარემოში. სახლის ფართობი შეადგენს 200 კვ.მ-ს და აქვს 6 ოთახი, მათ შორის 5 საძინებელი, რაც იდეალურია დიდი ოჯახის ან მეგობრების ჯგუფისთვის. კოტეჯს აქვს 300 კვ.მ ეზო, სადაც შესაძლებელია დასვენება და თავისუფალი დროის გატარება. სახლი ინარჩუნებს ტრადიციულ ატმოსფეროს, რაც განსაკუთრებულ სითბოსა და სიმყუდროვეს ანიჭებს მას. ეს ადგილი შესანიშნავია მათთვის, ვისაც სურს განიტვირთოს ქალაქის ხმაურისგან და დატკბეს ბუნების სიმშვიდით. დაიწყეთ დაჯავშნათავის,უფალია მთლიანად აგვისტოს თვე, ფასი შეთანხმებით

ქირავდება სახლი ცხვარიჭამიაში
ქირავდება 6 ოთახიანი აგარაკი ორთაბათუმში
ქირავდება 6 ოთახიანი აგარაკი ორთაბათუმში

ქირავდება გრძელვადიანად ახალი, უცხოვრებელი ვილა ორთაბათუმში მდებარეობა: ორთაბათუმის ცენტრი — ცენტრალურ გზასთან ახლოს, მშვიდ, გამწვანებულ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მდინარის პირას. თანამედროვე, კეთილმოწყობილი და საცხოვრებლად სრულად მზად ვილა იდეალურია დიდი ოჯახისთვის ან მათთვის, ვისაც ქალაქთან ახლოს კომფორტული და მშვიდი გარემო სურს. სახლის ფართობი: 200 მ² ეზოს ფართობი: 800 მ² მახასიათებლები: • 6 ოთახი • 3 საძინებელი • 2 სველი წერტილი • საკუჭნაო • ვერანდა • 2 აივანი • გარაჟი ვილა სრულად არის აღჭურვილი საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. სახლი არის ახალი და აქამდე არავის უცხოვრია. უპირატესობები: • ცენტრალური გათბობა • ინტერნეტი და ტელევიზია • სამეთვალყურეო კამერები • სიგნალიზაცია • კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო • უსაფრთხო და მშვიდი გარემო ლოკაციის უპირატესობები: • ბათუმის ცენტრამდე მხოლოდ 15 წუთი ავტომობილით • ავტობანიდან 5 წუთის სავალზე • ბუნებასთან სიახლოვე და სუფთა ჰაერი • მარტივი და კომფორტული მისადგომობა პრემიუმ კლასის საცხოვრებელი მათთვის, ვინც აფასებს კომფორტს, სივრცესა და სიმშვიდეს.

ქირავდება სახლი ბათუმში
ქირავდება 5 ოთახიანი აგარაკი მთაწმინდაზე
ქირავდება 5 ოთახიანი აგარაკი მთაწმინდაზე

ქირავდება 7 ოთახიანი აგარაკი წავკისში — 250 მ² ქირავდება ახალაშენებული, თანამედროვე აგარაკი წავკისში, დიდი ეზოთი და საცხოვრებლად საჭირო ყველა ინვენტარით. ძირითადი მახასიათებლები: • ფართობი — 250 კვ.მ • 7 ოთახი • 4 საძინებელი • 2 სართული • ახალი აშენებული შენობა • ახალი გარემონტებული მდგომარეობა • სტანდარტული პროექტი • დიდი და კეთილმოწყობილი ეზო აგარაკი მდებარეობს თბილისის შემოგარენში, წავკისში — მშვიდ და კომფორტულ გარემოში. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც ეძებს კომფორტულ საცხოვრებელს ბუნებასთან ახლოს, ქალაქიდან მცირე მანძილზე.

კერძო სახლები კერძო სახლები თბილისში ქირავდება სახლი თბილისში ქირავდება სახლი ეზოთი
ქირავდება 3 ოთახიანი აგარაკი საგურამოში
ქირავდება 3 ოთახიანი აგარაკი საგურამოში

საგურამოს ცენტრი | 20 წუთი დიღმიდან | ილიას უბანი ქირავდება ახალაშენებული, სრულად კეთილმოწყობილი ორსართულიანი კერძო სახლი ვერანდით. სახლის მახასიათებლები: • 2 კომფორტული საძინებელი • 3 სველი წერტილი • ნათელი მისაღები ოთახი • სრულად აღჭურვილი სამზარეულო — ახალი ტექნიკითა და თანამედროვე ავეჯით • მშვიდი გარემო და სუფთა ჰაერი • ახლოს მდებარე მაღაზიები და საჭირო ინფრასტრუქტურა სახლი იდეალურია ოჯახებისთვის ან მშვიდ გარემოს მოყვარულ ადამიანებისთვის. დეტალებისთვის ან ნახვის დასაგეგმად დამიკავშირდით, მე ვარ მესაკუთრე.

კერძო სახლები ქირავდება სახლი საგურამოში
ქირავდება 7 ოთახიანი აგარაკი ორთაჭალაში
ქირავდება 7 ოთახიანი აგარაკი ორთაჭალაში

უნიკალური პრემიუმ კლასის შენობა პრესტიჟულ ლოკაციაზე — იდეალური სივრცე რეზიდენციისა თუ ბიზნესისთვის ქირავდება გამორჩეული, მრავალფუნქციური შენობა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და უსაფრთხო უბანში. ობიექტი მდებარეობს კრწანისის რეზიდენციასთან, ნიუ ჰოსპიტალსთან და საელჩოების უბანთან ახლოს, გორგასლის ქუჩიდან დაახლოებით 2 კმ-ის დაშორებით. სივრცე შექმნილია მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, რაც მას იდეალურს ხდის როგორც ელიტური საცხოვრებელი რეზიდენციისთვის, ასევე დიპლომატიური, კორპორატიული ოფისის, ბუტიკ-ჰოტელის ან კერძო კლინიკისთვის. ფართობი და განლაგება: • შენობის ფართობი — 600 კვ.მ • მიწის ფართობი — 670 კვ.მ • ორსართულიანი ნაგებობა დიდი ტერასებით მახასიათებლები: • ცენტრალური გათბობის სისტემა • ცხელი წყალი • ბუნებრივი აირი • იატაკქვეშა გათბობა • თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა და სიგნალიზაცია • სასმელი წყლის სისტემა • სათავსო და სარდაფი • 8 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი შესაფერისია: • ელიტური საცხოვრებელი რეზიდენციისთვის • დიპლომატიური ან კორპორატიული ოფისისთვის • ბუტიკ-ჰოტელისთვის • კერძო კლინიკისთვის დამატებითი ინფორმაციისთვის და ფოტო/ვიდეო მასალის მისაღებად დაგვიკავშირდით.

კერძო სახლები კერძო სახლები თბილისში
ქირავდება 8 ოთახიანი აგარაკი წიწამურში
ქირავდება 8 ოთახიანი აგარაკი წიწამურში

ქირავდება მყუდრო სახლი წიწამურში. გთავაზობთ გამორჩეულ საცხოვრებელს, რომელიც აერთიანებს კომფორტს, სიმყუდროვესა და ბუნებასთან სიახლოვეს. სახლი მდებარეობს თბილისიდან მხოლოდ 15 წუთის სავალზე, წიწამურის მშვიდ და წყნარ უბანში. უძრავი ქონების აღწერა: ნაკვეთი: 2000 კვ.მ გამწვანებული ეზო, სართულები: 3 სართული, საძინებლები: 4 (თითოეული აღჭურვილია სველი წერტილითა და აივნით), სახლის მთავარი მახასიათებლები: ფართო სასტუმრო სივრცე, იზოლირებული, თანამედროვე სამზარეულო, ვიტრაჟული, დიდი მოსასვენებელი ოთახი, მესამე სართულზე განთავსებული ტერასა პანორამული ხედებით ხეობაზე, საგანგებოდ მოწყობილი დამატებითი შენობა წვეულებებისთვის. განსაკუთრებული უპირატესობები: უნიკალური ლოკაცია ქალაქთან ახლოს, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, შთამბეჭდავი ხედები ხეობაზე, იდეალური ადგილი როგორც მუდმივი საცხოვრებლისთვის, ასევე

კერძო სახლები
ქირავდება 5 ოთახიანი აგარაკი საგურამოში
ქირავდება 5 ოთახიანი აგარაკი საგურამოში

ქირავდება ახალაშენებულ და გარემონტებულ კერძო სახლი საგურამოში, სრულად - ავეჯით, ტექნიკით!!! სახლის ფართობი: 305 კვ.მ 4 საძინებელი (აქედან ერთი მასტერ ბედრუმი) 3 სველი წერტილი. მიწის ფართობი: 500 კვ.მ . ავტოფარეცი 29კვ.მ. სახლის აღწერა: ფართო და კომფორტული კერძო სახლი ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოში, საგურამოში. სახლი განაწილებულია 3 სართულად. მესამე სართულზე განთავსებულია დიდი ტერასა, საიდანაც იშლება ლამაზი პანორამული ხედები — იდეალური დასასვენებლად და სტუმრების მისაღებად. ეზო არის სწორი რელიეფის, რაც გაძლევთ შესაძლებლობას მოაწყოთ ბაღი, აუზი ან დასასვენებელი სივრცე. დამატებითი უპირატესობები: მშვიდი და მწვანე გარემო ახლოს თბილისთან (დაახლოებით 20–25 წუთი)

ქირავდება სახლი საგურამოში
ქირავდება 10 ოთახიანი აგარაკი წავკისში
ქირავდება 10 ოთახიანი აგარაკი წავკისში

ქირავდება ახალი აშენებული კოტეჯი, რომელიც გამოირჩევა ფართო და მყუდრო სივრცით. სახლის ფართობი შეადგენს 1000 კვ.მ-ს, ხოლო ეზო 1500 კვ.მ-ზეა განთავსებული, რაც უზრუნველყოფს სიმშვიდესა და კომფორტს. კოტეჯში განთავსებულია 10 ოთახი, მათ შორის 6 საძინებელი, რაც იდეალურია დიდი ოჯახისთვის ან მეგობრების ჯგუფისთვის. თანამედროვე მდგომარეობა და ახალი შენობა ქმნის სასიამოვნო გარემოს დასვენებისა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის. აქ შეგიძლიათ დატკბეთ სიმყუდროვით და ბუნებასთან სიახლოვით, რაც განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის ამ უძრავ ქონებას.

კერძო სახლები სახლი აუზით

​ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, სანამ სახლს იქირავებთ

სახლის ქირაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, თქვენი მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის. ადამიანები სახლს სხვადასხვა მიზნით ქირაობენ, დაქირავების ხანგრძლივობაც ქირის მიზნობრიობაზეა დამოკიდებული. ბევრმა დამქირავებელმა იცის, რომ საცხოვრებლად შესაფერისი ადგილის პოვნა შეიძლება რთული იყოს. ეს, როგორც წესი, ნიშნავს საათობით ონლაინ განცხადებების ძებნას, მრავალჯერადი დათვალიერების დაგეგმვას და გაქირავების აგენტებთან და მეიჯარეებთან შეხვედრას ან სატელეფონო საუბრებს.

დათვალიერების დაგეგმვისა და სხვა განმცხადებლებთან კონკურენციის გარდა, რთულია დარწმუნდეთ, რომ გასაქირავებელი ქონების დათვალიერებისას ყველა დეტალი სწორად არის შემოწმებული. გაგიზიარებთ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ, მარტივად მოიძიოთ თქვენთვის სასურველი სახლი და მალევე გადახვიდეთ საცხოვრებლად.

1. გადახედეთ თქვენს ფინანსებს - სანამ სახლს დაიქირავებთ, პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. თუ გაქვთ სტაბილური სამსახური და შემოსავალს ყოველთვიურად იღებთ, თქვენი ქირის გადახდის რიცხვად აირჩიეთ, ხელფასის შემდგომი პერიოდი. ეს დაგეხმარებათ ქირის მუდმივად გადახდაში და გაგიმარტივებთ ფინანსების მობილიზებას. არ მოგიწევთ, დამატებითი თანხის სესხება, რადგან ხელფასის აღებისთანავე შეძლებთ ქირის საფასურის სრულად გადახდას. თუ გაქვთ არასტანდარტული სამუშაო და დამოკიდებული ხართ შემკვეთებზე, უმჯობესია, აირჩიოთ გადახდის რიცხვად თვის ის პერიოდი, როცა შედარებით გიმარტივდებათ ქირის საფასურის გადახდა.

2. სასურველი სახლის მარტივად პოვნა - მას შემდეგ, რაც თქვენს ფინანსებს გადახედავთ და პირველი გასაქირავებელი ქონების შეძენას გადაწყვეტთ, დროა, ადგილმდებარეობებისა და ქონების დათვალიერება დაიწყოთ. თქვენს მიერ არჩეულ ადგილმდებარეობას შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს თქვენს მიერ გადასახდელი ქირის ოდენობაზე. სახლის ძიების პროცესში შეარჩიეთ ადგილმდებარეობა, რომელიც შეესაბამება თქვენს ბიუჯეტსა და საჭიროებებს. გამოიყენეთ ონლაინ პლატფორმები ან მიაკითხეთ ადგილობრივი გაქირავების აგენტებს. გაითვალისწინეთ ხმაური, უსაფრთხოება,კომუნიკაციების მუშაობის ხარისხი, სათავსო და ავეჯის აუცილებლობა.

3. სახლი დეტალურად დაათვალიერეთ - მას შემდეგ, რაც იპოვით გასაქირავებელ ქონებას მისი დათვალიერებისას გაითვალისწინეთ შემდეგი დეტალები. ყურადღებით დააკვირდით იატაკის, კედლებისა და ჭერის მდგომარეობას. შეამოწმეთ იატაკი,ა რის თუ არა მასზე დაზიანების რაიმე ნიშან-თვისება, როგორიცაა: ბზარები ან ლაქები და დარწმუნდით, რომ კედლები სწორი და იატაკი მყარი. შეამოწმეთ ტენიანობა, ხომ არ არის სადმე ნესტი ან იატაკი დაზიანებული. შეამოწმეთ კედლები, ხომ არ არის მასზე ბზარები ან სხვა დაზიანება. ასევე, არ დაგავიწყდეთ ჭერზე ახედვა გაჟონვის, ლაქების ან ბზარების ნიშნების აღმოსაჩენად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ადგილებში, როგორიცაა: სამზარეულო ან აბაზანა, სადაც წყლით გაჟონვა შეიძლება უფრო ხშირი იყოს.

ამის გარდა, შეამოწმეთ როგორ მუშაობს ტექნიკა, კომუნიკაციები, სანტექნიკა, არის თუ არა ავეჯზე რაიმე სახის დაზიანება. ეს დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ზედმეტი ხარჯები და იქირაოთ ბინა, რომელიც მაქსიმალურად კომფორტული და თქვენი მშვიდი ცხოვრების გარანტია იქნება.

მსგავსი ძიებები

hash
კერძო სახლები 23 განცხადება
arrow right
hash
კერძო სახლები თბილისში 3 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი თბილისში 2 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ეზოთი 4 განცხადება
arrow right
hash
სახლის ქირაობა ბახმაროში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი კოჯორში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ბათუმში 5 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ზღვაზე 2 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი კიკეთში 0 განცხადება
arrow right
hash
სახლი აუზით 9 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი შეკვეთილში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ბორჯომში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი თელავში 1 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი მანგლისში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი რაჭაში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ქობულეთში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი წყნეთში 5 განცხადება
arrow right
hash
მცხეთაში სახლის ქირაობა 4 განცხადება
arrow right
hash
სახლის ქირაობა რაჭაში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი გრიგოლეთში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი დუშეთში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ზუგდიდში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი მუხათწყაროში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი საგურამოში 7 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ყაზბეგში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი შოვში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ცხვარიჭამიაში 1 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება კერძო სახლი გლდანში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ანანურში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება კერძო სახლი ქუთაისში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ბაკურიანში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ლისზე 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ურეკში 0 განცხადება
arrow right
hash
ბეშუმში სახლის ქირაობა 0 განცხადება
arrow right

ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა გაითვალისწინოთ სახლის დაქირავებამდე ?

შეაფასეთ ადგილმდებარეობა, ოთახების რაოდენობა, კომფორტის დონე და დამატებითი სერვისები (პარკინგი, აუზი, Wi-Fi).

შესაძლებელია თუ არა კერძო სახლის ქირაობა მცირე ვადით ?

დიახ, თქვე შეგიძლიათ იქირაოთ კერძო სახლი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე პერიოდში.

როგორ ხდება სახლის მდგომარეობის შემოწმება მის დაქირავებამდე ?

კერძო სახლის გაქირავების განაცხადის გაცნობის შემდეგ, უკავშირდებით გამქირავებელ პირს ან კომპანიას, ეცნობით მათ დეტალებს და უთანხმდებით სახლის დათვალიერების დროზე. ეს დაგეხმარებათ რეალურად შეაფასოთ ქონება, რომელიც განაცხადში ნახეთ და მიხვდებით, რამდენად სასურველი სახლია, სადაც ცხოვრება გსურთ.

რა ღირს კერძო სახლის ქირაობა თბილისში ?

კერძო სახლის ყოველთვიური ქირის საფასური დამოკიდებულია სახლის ფართობზე, მის მდებარეობაზე, სახლის მდგომარეობასა და გაქირავების პირობებზე. საშუალოდ ფასი მერყეობს 2000-4000 ლარის ფარგლებში.

როგორ იქირაოთ იდეალური კერძო სახლი ?
როგორ იქირაოთ იდეალური კერძო სახლი ?
თუ ეძებთ კომფორტს, სიმყუდროვესა და დამოუკიდებლობას, ...
ყველას ნახვა