კერძო სახლის გაქირავება თბილისში ერთ-ერთი აქტუალურია. ადამიანები ხშირად ეძებენ საცხოვრებელ სივრცეს, სადაც შეძლებენ ოჯახის წევრებთან ერთად კომფორტულ და მყუდრო გარემოში ყოფნას. კერძო სახლების მთავარი ხიბლი მათ გამწვანებულ სივრცეში, დიდ აივნებში, ტერასასა და აუზში იმალება. მათთვის, ვისაც ქალაქის ხმაური და კორპუსის ბინის მცირე ფართი მობეზრდა, ან უბრალოდ აღარ ჰყოფნის, კერძო სახლის დაქირავება საუკეთესო არჩევანია.
რა უნდა იცოდეთ სანამ კერძო სახლს იქირავებთ თბილისში ?
თბილისში კერძო სახლების გაქირავება აქტუალური არჩევანია, როგორც დიდი ოჯახებისთვის, ისე ტურისტების ან ადგილობრივი სტუმრებისთვის, რომლებიც ქალაქში ხანგრძლივი ან მოკლე ვადით რჩებიან. სასტუმროს აპარტამენტისგან ან ბინის დაქირავებისგან განსხვავებით, კერძო სახლი ქმნის სიმყუდროვეს და ჰარმონიას, განიჭებთ უფრო მეტ დაცულობას და სიმშვიდეს. სანამ იქირავებთ კერძო სახლს, დაქირავების პროცესში მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ქირის მიზნორიობა და თქვენი საჭიროება. ამის მიხედვით გაგიმარტივდებათ სახლის შერჩევის პროცესი. მაგალითად, თუ მთავარი მიზანი ქალაქის ცენტრალურ უბნებში ყოფნაა, მაშინ არჩევანი უნდა გააკეთოთ თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე კერძო სახლებზე, რომელიც ახლოა მეტროსადგურებთან და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან. მაგრამ, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე და სუფთა ჰაერი, რეკომენდებულია წინასწარ შეისწავლოთ მიმდებარე ტერიტორიები და პარკის სიახლოვე.
გამქირავებელთან ან კომპანიასთან გასაუბრების შემდეგ გაეცანით ფასს და დამატებით პირობებს. ხშირ შემთხვევაში კერძო სახლები თბილისში ქირავდება თვიურად ან წლიურად. ასევე, მნიშვნელოვანია წინასწარ შეთანხმება კომუნალური გადასახადებისა და სახლის მომსახურების საკითხზე. უმეტესად კერძო სახლები აღწურვილია შესაბამისი ავეჯით და ტექნიკით. აქვეა თქვენი მანქანისთვის მოწყობილი საპარკინგე სივრცე, როგორც ეზოში ისე მის გარეთ. შესაძლებელია, ისეთი კერძო სახლის მოძებნაც, სადაც დიდი ტერასა, სავარჯიშო ოთახი და ბევრი მოსასვენებელი სივრცეა მოწყობილი.
როგორ და სად ვიპოვოთ სანდო გამქირავებელი ?
საიტზე servisebi.ge შეგიძლიათ გაეცნოთ განცხადებებს კერძო სახლის გაქირავების შესახებ. აქ დაგხვდებათ ყველა საფასო კატეგორიის კერძო სახლი და თქვენთის სასურველ სახლს მარტივად შეარჩევთ. კერძო სახლის ქირაობა თვიურად 1500+ ლარიდანაა შესაძლებელი, ფასი ცვალებადია სახლის სიდიდის და ადგილმდებარეობის მიხედვით. თბილისის გარდა კერძო სახლის დაქირავება შეგიძლიათ
ქობულეთში,
ბათუმში,
შეკვეთილსა და
ბორჯომში. გარდა ცხოვრების ან დასვენებისა გამწვანებული კერძო სახლები თბილისში შესანიშნავი არჩევანია მცირე ან საშუალო ზომის შეკრებებისთვის, როგორიცაა: დაბადების დღეები, საბანკეტო წვეულებები, კორპორატიული ღონისძიება, საქორწინო წვეულებები და სხვა.