ლისი თბილისთან ახლოს
ლისის ტბის დასავლეთით, ზღვის დონიდან 800 მ-ზე მდებარეობს. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში ყოველდღიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მშენებლობები და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქად იქცა, ლისი მოთხოვნად და მიმზიდველ ადგილად იქცა.
იდეალური საცხოვრებელი სახლი სუბიექტური საკითხია და სხვადასხვა ადამიანისათვის განსხვავებულად წარმოისახება ხოლმე, თუმცა, მაინც დედაქალაქში არსებული ურბანული განვითარების, მასშტაბური მშენებლობებისა და სატრანსპორტო კოლაფსის ფონზე, მოსახლეობის ნაწილი ცდილობს საკუთარი საცხოვრებელი სახლი ეკოლოგიურად უსაფრთხო, უზრუნველ და მშვიდ ადგილად აქციოს. ლისი ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. აქაური სიმშვიდე, სიმწვანე, კეთილმოწყობილი გარემო და ქალაქის ცენტრალურ უბნებთან მარტივად მისასვლელი გზა, ამ ადგილს ერთ-ერთ მოთხოვნად და მიმზიდველ საცხოვრებელ ტერიტორიად აქცევს. ლისზე უძრავი ქონების ფასი ყოველწლიურად იზრდება. დეველოპერები აქტიურად ახორციელებენ ახალ პროექტებს, რომლებიც მაქსიმალურად ითვალისწინებენ მაცხოვრებლების კომფორტს, კეთილმოწყობილი ეზოებით, პარკინგებითა და ხედებით, რაც ლისს კიდევ უფრო პრესტიჟულ უბნად აქცევს.
რა ღირს ლისზე აუზიანი სახლის ქირაობა ?
ლისზე აუზიანი სახლების ქირაობის ფასი ცვალებადია და დამოკიდებულია სეზონის, სახლის ზომისა და სახლის მდგომარეობაზე. საშუალოდ, ორასი კვადრატული კერძო სახლის თვიური ქირა აუზით იწყება 2000-3000 ლარიდან და შეიძლება უფრო მეტიც ღირდეს. განსაკუთრებით, მაშინ, როცა სახლს დიდი ეზო, პანორამული ხედები და თანამედროვე კეთილმოწყობილი ინტერიერი და ექსტერიერი აქვს. ზაფხულის სეზონზე, როცა მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, ფასები მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ, უმჯობესია დაქირავება წინასწარ დაგეგმოთ. ზამთარში კი ხშირად შესაძლებელია ფასზე მოლაპარაკება, განსაკუთრებით გრძელვადიანი ქირაობის შემთხვევაში. ლისზე აუზიანი სახლები იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ქალაქისგან მოშორებით, მაგრამ მაინც თბილისის ფარგლებში კომფორტული და მშვიდი საცხოვრებელი გარემოს შერჩევა.