ბეშუმში სახლის ქირაობა

ბეშუმში სახლის ქირაობა განსაკუთრებით ბოლო წლებში საკმაოდ მოთხოვნადია. აჭარის მაღალმთიანი კურორტი, როგორც ადგილობრივებში, ისე უცხოელ დამთვალიერებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბეშუმის მწვანე ბუნება, ადგილობრივი, განსხვავებული ტრადიციები, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი და აქაური ყოფა საინტერესო მოგონებებს შეგიქმნით. ზაფხულის სეზონზე, როცა გასაქირავებელ სახლებზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. თუ გადაწყვიტეთ ბეშუმში სახლის ქირაობა შეგიძლიათ მისი გაქირავების შესახებ განცხადება მოძებნოთ servisebi.ge - ზე და მარტივად იპოვოთ დამქირავებლები ან თქვენთვის სასურველი კერძო სახლი, დიდი ეზოთი.

სახლის გაქირავება ბეშუმში

სახლის გაქირავება ბეშუმში  ერთ-ერთი იდეალური ვარიანტია ოჯახებისთვის, რომელთაც სურთ მყუდრო გარემოში ცხოვრება და ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მშვიდ, გამწვანებულ გარემოში ყოფნა. ასეთ ადგილას მდებარე სახლი ქმნის დამატებით სივრცეს დასვენებისთვის, თამაშისთვის, გართობისთვის ან შინაური ცხოველებისთვის. თუ გაეცანით განცხადებას სახლების გაქირავება ბეშუმში, აუცილებლად შეამოწმეთ ყველა დეტალი, მათ შორის: სახლის ფართობი, მდგომარეობა და უსაფრთხოება. ასევე, გაითვალისწინეთ, არის თუ არა კომუნალურებისთვის საჭირო ხარჯები გათვალისწინებული ქირის საფასურში. ბეშუმის გარდა სახლების დაქირავება შეგიძლიათ მცხეთაში, კოჯორში, მანგლისში, წყნეთში, მუხათწყაროში, ანანურში, ცხვარიჭამიაში, დუშეთში, ბახმაროში, თელავში, რაჭაში, გრიგოლეთში და  შოვში.

ქირავდება სახლი ბეშუმში ბიუჯეტურ ფასად

ბეშუმი მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული კურორტია. მდებარეობს ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 1850-2000 მეტრზე, ბათუმიდან 120 კმ.-ში. აქაური გარემო, გამოირჩევა სიმყუდროვით და მთის ფერდობზე განლაგებული ძველებური ხის კოტეჯები, კურორტს ავთენტურ იერსახეს უნარჩუნებს.
კურორტზე ბევრი საპიკნიკე და საკარვე ადგილია, ასევე შესაძლებელია საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურების მოწყობა. თუ ფეხით სიარული, ბუნებასთან სიახლოვე და ადგილობრივი კულტურის აღმოჩენა გიზიდავთ ეს ადგილი თქვენთვისაა. ბეშუმისკენ მიმავალ გზაზე გაივლით აჭარისწყალის ხეობაში, სადაც დღემდეა დაცული კოლხეთის უნიკალური მცენარეული საფარი. აჭარისწყალის შენაკადები კი ბევრ ადგილას ლამაზ ჩანჩქერებს ქმნიან. ამის გარდა, აქაური ალპური და წიწვოვანი მცენარეების საუკეთესო კომბინაცია დასვენებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის. კურორტის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყაროები ასევე კარგი საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდაც.
 
აღნიშნავენ თუ არა ბეშუმში შუამთობას ?
 
ბეშუმში ყოველწლიურად, აგვისტოს პირველ უქმეებზე, იმართება შუამთობის სახალხო დღესასწაული, რომელიც უძველესია და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე. დღესასწაულის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივი კერძების გამოფენა. ეწყობა შეჯიბრებები დოღსა და სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
 
რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ბეშუმში სახლს იქირავებთ
 
ზამთრის სეზონზე ბეშუმში თოვლის სიმაღლე 5-6 მეტრსაც კი აღწევს, ამიტომ, როგორც საკურორტო ადგილი წლის ამ პერიოდში დაკეტილია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია ამ დროს მისი მონახულება. პირიქით, აქ დაგხვდებათ ულამაზესი თოვლიანი პეიზაჟები და თუ ისეთ ადგილზე გინდათ ყოფნა, სადაც ცოტა ხნით მართლაც განმარტოვდებით, ბეშუმი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
 
რაც შეეხება, ზაფხულის სეზონს, ბეშუმი იდეალურია ზაფხულის დასვენებისთვის. თუ ბეშუმში სახლის ქირაობა გადაწყვიტეთ გაითვალისწინეთ, რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის: დროულად დაჯავშნეთ, გადაამოწმეთ როგორ მუშაობს კომუნიკაციები, არის თუ არა სასმელი წყალი და გათბობა. უმჯობესია, ცენტრალურ გზასთან ახლოს მდებარე სახლი იქირაოთ, ფასები ცვალებადია და დამოკიდებულია სეზონზე და კომფორტზე.

მსგავსი ძიებები

hash
კერძო სახლები 0 განცხადება
arrow right
hash
კერძო სახლები თბილისში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი თბილისში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ეზოთი 0 განცხადება
arrow right
hash
სახლის ქირაობა ბახმაროში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი კოჯორში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ბათუმში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ზღვაზე 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი კიკეთში 0 განცხადება
arrow right
hash
სახლი აუზით 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი შეკვეთილში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ბორჯომში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი თელავში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი მანგლისში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი რაჭაში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ქობულეთში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი წყნეთში 0 განცხადება
arrow right
hash
მცხეთაში სახლის ქირაობა 0 განცხადება
arrow right
hash
სახლის ქირაობა რაჭაში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი გრიგოლეთში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი დუშეთში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ზუგდიდში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი მუხათწყაროში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი საგურამოში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ყაზბეგში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი შოვში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ცხვარიჭამიაში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება კერძო სახლი გლდანში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ანანურში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება კერძო სახლი ქუთაისში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ბაკურიანში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ლისზე 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ურეკში 0 განცხადება
arrow right
hash
ბეშუმში სახლის ქირაობა 0 განცხადება
arrow right

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ბეშუმში სახლის ქირა სეზონზე ?

ბეშუმში სახლის ქირა სეზონზე, ივლისი-აგვისტო და ზამთრის პერიოდში, საშუალოდ, დღეში 100-250 ლარია, ხოლო შედარებით ბიუჯეტური კოტეჯები უფრო იაფადაც შეიძლება იპოვოთ,  დაახლოებით 70 ლარიდან.

არის თუ არა ბეშუმში ყველა კომუნიკაცია ?

ბეშუმში ძირითადი ყველა კომუნიკაციები განვითარებულია. თუმცა, მთის მაღალ მაღალ ზონებში ინტერნეტი და მობილური კავშირი ზოგჯერ სუსტია. უმეტესობა სახლი და კოტეჯი აქ ქირავდება კეთილმოწყობილი სახლებითა და გენერატორებით.

როგორ ჯობს სახლის დაქირავება ბეშუმში დღიურად თუ თვიურად ?

თუ ბეშუმში ხართ მხოლოდ დასვენების მიზნით, დღიური ქირაობა უფრო მოქნილია. ხოლო, თუ უფრო ხანგრძლივად სახლის თვიურად დაქირავება ფინანსურად უფრო მომგებიანია.