ადამიანები ხშირად ეძებენ ეზოიან სახლებს ქირით,რ ათ უფრო მყუდრო, მშვიდ, გამწვანებულ და განსხვავებულ გარემოში შეძლონ ცხოვრება. სახლების გაქირავება ეზოთი, დღეს უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ეს არჩევანი განსაკუთრებით მოსახერხებელია ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის ან მათთვის, ვისაც სურს კომფორტული და მშვიდი საცხოვრებელი სივრცე ქალაქის ცენტრში ან მის შემოგარენში.
რატომ არის სახლების გაქირავება ეზოთი მოთხოვნადი ?
გამწვანებული ეზო, რომელიც სახლს აკრავს ან სახლის წინაა ქმნის დამატებით ტერიტორიას დასვენებისა და გართობისთვის, რაც ჩვეულებრივ ბინებში ან საცხოვრებლებში არ გვაქვს. ეზოიანი სახლი არის უსაფრთხო გარემო ბავშვებისთის, რათა უფრო მეტი აქტივობით დაკავდნენ, ითამაშნ ან უბრალოდ დაისვენონ. უფროსებისთვის ეზო წარმოადგენს ადგილს სიმშვიდის ან მეგობრებთან ერთად დროის გატარებისთვის.
სახლების გაქირავება ეზოთი საკმაოდ პოპულარულია, როგორც ადგილობრივებში, ისე ტურისტებისა და უცხოეთის მოქალაქეებისთვის. მთავარი, რაც ეზოს პოპულარულს ხდის არის პირადი სივრცე, კომფორტული გარემო, სიმყუდროვე და იმ ადამიანებში, რომლებიც აფასებენ პირად სივრცეს და კომფორტულ დასვენებას. ეზოიანი სახლები გამოირჩევა მწვანე ნარგავების სიმრავლით, სხვადასხვა დეკორატიული მცენარეებით და
მოწყობილია მეპატრონის სურვილის მიხედვით.
რა უნდა იცოდეთ ეზოს მოვლის შესახებ, სანამ სახლს იქირავებთ
ეზოს მოვლა იმ სამუშაოების ერთობლიობაა, რომელიც უზრუნველყოფს არამხოლოდ მის ფუნქციურად შენარჩუნებას და განვითარებას, არამედ, მის სისუფთავეს და სილამაზეს. ამისთვის საჭიროა, თითოეული სეზონის შესაბამისად მოხდეს აუცილებელი და მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება. გაზონის გაკრეჭა, მცენარეების მორწყვა, მცენარეთა საჭირო სასუქით გამდიდრება, ყოველი სეზონის შესაბამისად. ასევე, საჭიროა სადრენაჟო და სარწყავი სისტემის მუდმივი კონტროლი. გახსოვდეთ, ინფრაქტრუქტურის მოვლა, შესაბამისი პირობების გათვალისიწნებით, რომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი სამუშაოები დროულად და ეფექტურად განხორციელდეს. მსგავსი სამუშაოების ჩასატარებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ
მებაღეს ან
ფლორისტის მომსახურებით.
გათვალისწინებულია თუ არა ქირის საფასურში ეზოს მოვლის ხარჯები ?
ზოგჯერ ეზოს მოვლის საფასური შედის ყოველთვიური ან წლიური ქირის თანხაში, ზოგჯერ კი ეს მეპატრონის პასუხისმგებლობაა, რაც მნიშვნელოვანია წინასწარ შეთანხმდეს. სახლის გაქირავების პირობები, ასევე შეიძლება განსხვავდებოდეს: ზოგიერთი მეპატრონე სახლს აქირავებს რამდენიმე თვით, მოკლე პერიოდით. ზოგი კი გრძელვადიან გაქირავების შესაძლებლობას გთავაზობთ. მოკლევადიანი გაქირავება კარგია ტურისტებისთვის ან იმ ადამიანებისთვის, ვინც დროებით ეძებს საცხოვრებელ კერძ სახლს ეზოთი ქალაქში. გრძელვადიანი ქირაობა კი, უფრო შესაფერისია ოჯახებისთვის ან მათთვის, ვისაც სურს მუდმივი საცხოვრებელი. თუ ეძებთ განცხადებებს და გსურთ სახლის ქირაობა ეზოთი იაფად და თქვენთვის სასურველ მისამართზე, შეგიძლიათ მარტივად მოიძიოთ საიტზე
servisebi.ge.