რაჭა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელიც თალწარმტაცი ხედებით, ულამაზესი ბუნებით, არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებით, უძველესი ისტორიით და ტრადიციებით გამოირჩევა. სახლის ქირაობა რაჭაში განსაკუთრებით პოპულარულია, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებში. აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ მშვიდი გარემოთი, სუფთა ჰაერით, მთის ხედებით და ტრადიციული რაჭული სტუმართმოყვარეობით.
თუ ზაფხულის სეზონზე რაჭაში სახლის ქირაობას გეგმავთ, რამდენიმე რჩევის გათვალისწინება, დაგეხმარებათ მარტივად შეარჩიოთ თქვენზე მორგებული სახლი.
პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ სახლის ქირაობის მიზანი. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვიტეთ რაჭაში რამდენიმე თვე გაატაროთ ან მინიმუმ ერთი წელი მაინც გადახვიდეთ საცხოვრებლად, უნდა შეარჩიოთ სახლი, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფიელბს თქვენს საჭიროებებს.
რაჭაში გასაქირავებელ სახლებზე ფასები იცვლება სეზონის მიხედვით. ზაფხულში, განსაკუთრებით
ამბროლაურსა და
შოვის მიმდებარე ტერიტორიებზე, ფასები მაღალია, ზამთარში კი უფრო ხელმისაწვდომია.
სანამ, კერძო სახლს აუზით ან გამწვანებული ეზოთი იქირავებთ რაჭაში, მნიშვნელოვანია, გადაამოწმოთ, არის თუ არა სახლში გათბობის სისტემა, ინტერნეტი და წყალი, რადგან მთიან რეგიონებში ეს ფაქტორები გადამწყვეტ როლს თამაშობს კომფორტული ცხოვრებისთვის.
გაქირავებისას, ადგილობრივ მეპატრონეებთან შეთანხმებისას მიზანშეწონილია წინასწარ გააფორმოთ წერილობითი ხელშეკრულება, სადაც გაწერილი იქნება ყველა პირობა, მათ შორის: ქირის ფასი, წინასწარი გადახდის დეტალები, ქირის გაუქმების წესი და სხვა დეტალები.
რაჭაში სახლის დაქირავება შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს თავი დააღწიოს ქალაქის ხმაურს და იცხოვროს ბუნების გულში, მშვიდად და უსაფრთხოდ. რაჭის თვალწარმტაცი ხედები, ისტორიული ძეგლების სიმრავლე, ადგილობრივი ტრადიციები, კომფორტული გარემო და კეთილმოწყობილი გასაქირავებელი სივრცე თქვენი ბედნიერი დასვენების საწინდარია.