საგურამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი და საცხოვრებელი ზონაა, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 20კმ-ში მდებარეობს. ეს ძირძველი ქართული სოფელია, უნიკალური ისტორიით, უძველესი ძეგლებით, საოცარი ბუნებითა და თანამედროვე აგარაკებით. მისი სუფთა ჰაერი, მწვანე გარემო და კომფორტული მდებარეობა იდეალურია მათთვის, ვინც ქალაქის ხმაურს მიღმა სიმშვიდეს ეძებს, მაგრამ მაინც სურს დედაქალაქთან სიახლოვე. თავისი წარსულიდან გამომდინარე, საგურამო ისტორიულ ძეგლად არის აღიარებული. მისი ისტორია კი გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანიდან იწყება და საქართველოს მატიანეში უამრავი მნიშვნელოვანი თარიღითაა შესული.
გამორჩეული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გამო, საგურამო პოპულარულ სააგარაკო ადგილად არის აღიარებული. ის მიმზიდველია, როგორც მრავალმხრივი დასასვენებელი ტერიტორია, სადაც შესაძლებელია, როგორც საპიკნიკე გასვლები, ისე დიდი სალაშქრო მარშრუტების დაგეგმვა. აქვეა
ზედაზნის მონასტერი, რომელიც ვიზიტორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.
თუ გეგმავთ საგურამოში სახლის ქირაობას, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ რამდენიმე დეტალს. საგურამოში მრავალი ტიპის სახლი ქირავდება, დაწყებული ძველი აშენებული კერძო სახლებით, დამთავრებული კოტეჯებით, ბინებით და თანამედროვე შენობებით. უმეტესობა აღჭურვილია ყველა საჭირო კომუნიკაციით: გაზი, ელექტროენერგია, ინტერნეტი, გათბობა და სხვა. ზოგიერთ მათგანს აქვს აუზი, უზარმაზარი, გამწვანებული ეზო და ბაღი ან ტერასა, რაც იდეალურია ოჯახური ან მეგობრებთან ერთად დასვენებისა და ცხოვრებისთვის.
რა ღირს საგურამოში სახლის ქირაობა თვიურად ?
საგურამოში გასაქირავებელი სახლების ფასები ცვალებადია და დამოკიდებულია სეზონზე, გაქირავების თვეების რაოდენობაზე და სახლის მდგომარეობაზე. ფასები მერყეობს სეზონის მიხედვით: ზაფხულში, როცა აგარაკებზე მოთხოვნა იზრდება, ქირა შედარებით მაღალია, ხოლო ზამთარში ფასები უფრო ხელმისაწვდომია. ამიტომ, გრძელვადიანი ქირაობის მსურველებისთვის სასურველია სახლის ქირაზე შეთანხმება ზამთარში დაიდოს. საგურამოს მთავარი უპირატესობაა თბილისიდან მხოლოდ 25-30 წუთის სავალზე ყოფნა, რაც საშუალებას გაძლევთ კომბინაცია მოახდინოთ ქალაქურ ცხოვრებასა და ბუნების სიმშვიდეს შორის.