შეკვეთილი სოფელი და ზღვისპირა კურორტია საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების თემში. ისტორიულად შეკვეთილი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო XVIII საუკუნის განმავლობაში.
შეკვეთილის პლაჟის სიგრძე სამი კილომეტრია, ხოლო სიგანე დაახლოებით 30 მეტრი. პლაჟს შავი მაგნიტური ქვიშა აქვს. ნოტიო სუბტროპიკულ ჰაერთან, ფიჭვნართან და ზღვის წყალთან ერთად, ის ბუნებრივ სამკურნალო გარემოს ქმნის - განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული და კუნთოვანი სისტემის დაავადებები აწუხებს. ეს ქვიშები ასევე ეფექტურია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილების ძვალ-სახსროვანი სისტემის გასაძლიერებლად. შეკვეთილი კარგი დასასვენებელი ადგილია ბავშვიანი ოჯახებისთვის, რადგან ზღვის სიღრმე დაბალია და სანაპირო სუფთაა.
კიდევ რას გვთავაზობს შეკვეთილის სანაპირო ?
- შეკვეთილის ტერიტორიაზე 60 ჰექტარზე განლაგებულია უნიკალური დენდროლოგიური პარკი, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ეგზოტიკური ფლორის ასობით სახეობა, მათ შორის იშვიათი გიგანტური ხეები, ვარდისფერი ფლამინგოები და ეგზოტიკური ფრინველები .
- შეკვეთილში მდებარეობს Black Sea Arena, ამიერკავკასიის უდიდესი საკონცერტო დარბაზი, რომელსაც 10 000-ზე მეტი მაყურებელი იტევს. ახლოს მდებარეობს მუსიკოსთა პარკი - დასასვენებელი სივრცე, სადაც ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მომღერალი ძეგლებია განთავსებული.
- შეკვეთილი ყველა ასაკის ბავშვისთვის გთავაზობთ გასართობ პარკ „ციცინათელას“ და ახლომდებარე მინიატურების პარკს, სადაც წარმოდგენილია საქართველოს არქიტექტურული ძეგლების მინიატურული მოდელები.
რა უნდა გაითვალისწინოთ შეკვეთილში სახლის ქირაობის დროს ?
- შეკვეთილში სახლის ქირაობის დროს მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ სახლიდან ზღვამდე მანძილი. შეარჩიეთ ისეთი სახლი, რომელიც მაქსიმალურად ახლოსაა ზღვასთან და მხოლოდ ავტომობილით გადაადგილება არ დაგჭირდებათ.
- სახლის დაქირავებამდე შეამოწმეთ თუ როგორ მუშაობს ყველა კომუნიკაცია, მათ შორის: ინტერნეტი, წყალი, ელექტროენერგია და სხვა.
- გამოიკვლიეთ გამქირავებლის სანდოობა. ნუ ენდობით მხოლოდ საიტზე არსებულ სახლის ფოტოებს. ნუ გადარიცხავთ თანხას, სანამ სახლს თავად არ ნახავთ. გაითვალისწინეთ სეზონურობა. ზღვაზე სახლის ქირაობა განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულში, ამიტომ უმჯობესია, სახლის მოძებნა დაიწყოთ წინასწარ, რომ საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ.
თუ შეკვეთილში სახლის ქირაობა სეზონურად გადაწყვიტეთ, მაგალითად ზაფხულში და სახლისთვის სხვადასხვა სპეციალისტის მომსახურება დაგჭირდათ მარტივად შეგიძლიათ ისარგებლოთ მათი გამოძახებით. ს
ანტექნიკი გამოძახებით,
ავეჯის გადაზიდვის და
ქიმწმენდის სერვისები გაგიმარტივებთ შეკვეთილში გადასვლას და დაგეხმარებათ თქვენი ახალი საცხოვრებლის სწრაფად და კომფორტულად მოწყობაში.