ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან
კოხტაგორას მთაზე და
ცხრაწყაროს უღელტეხილზე გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. დიდველის სათხილამურო გზებზე მოქმედებს ხელოვნური გათოოვლიანება. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. დაბის მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი. ბაკურიანის ულამაზესი ხედები, მშვიდი და მწვანე ბუნება, სუფთა ჰაერი, კეთილმოწყობილი საბაგიროები და სათხილამურო ტრასები მუდმივად იზიდავს ზაფხულის და ზამთრის სეზონზე, როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ სტუმრებს და დამსვენებლებს.
რა უნდა იცოდეთ, სანამ ბაკურიანში სახლს იქირავებთ
ბაკურიანში სახლის დაქირავება იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის, მეგობრებთან ერთად მოგზაურობისთვის ან ხანგრძლივი ზამთრის არდადეგებისთვის. სანამ, ბაკურიანში სახლს იქირავებთ, გაითვალისწინეთ რჩევები, რომელიც საუკეთესო საცხოვრებელი და დასასვენებელი სივრცის შექმნაში დაგეხმარებათ.
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ სეზონურობა, ბაკურიანში ქირის ფასი მნიშვნელოვნად იცვლება სეზონის მიხედვით. ზამთარში, განსაკუთრებით იანვარ-თებერვალში, ფასები ყველაზე მაღალია, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე ქირის ფასი უფრო ხელმისაწვდომია. თუ გეგმავთ ზამთრის არდადეგებზე რამდენიმე თვით სახლის ქირაობას, სასურველია წინასწარ დაჯავშნოთ.
რადგან ბაკურიანი სამთო კურორტია, ყურადღება მიაქციეთ რამდენად ახლოსაა სახლთან საბაგირო ან სათხილამურო ტრასა და როგორ მოახერხებთ ფეხით გადაადგილებას. თუ მანქანით არ ხართ, შეამოწმეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სამარშრუტო ტაქსების ხელმისაწვდომობა.
შეამოწმეთ, როგორ მუშაობს გათბობის ან გაგრილების სისტემა. ზამთარში ბაკურიანის კლიმატი ცივია, ამიტომ აუცილებელია, დარწმუნდეთ, რომ სახლს აქვს სათანადო გათბობის სისტემა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გამართულად მუშაობდეს ინტერნეტი, მუდმივად იყოს ცხელი წყალი და ყველა საჭირო კომუნიკაცია.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ უმეტესობა სახლის მეპატრონე მოითხოვს წინასწარ დეპოზიტს. ყურადღებით წაიკითხეთ სახლის გაქირავების პირობები და მხოლოდ შემდეგ გააფორმეთ ხელშეკრულება.