სახლის გაქირავება შოვში
სახლის გაქირავება შოვში გვიანი გაზაფხულის და ზაფხულის პერიოდში, განსაკუთრებით მოთხოვნადია. ადამიანები, მშვიდი დ აკომფორტული დასვენებისთვის ეძებენ სახლს, რომელსაც აქვს კეთილმოწყობილი საცოვრებელი სივრცე, აბაზანა, სამზარეულო და სრულად არის აღჭურვილი ტექნიკით. რადგან შოვი ტურისტულადაც მიმზიდველი ადგილია, სახლის გაქირავება შოვში პოპულარულია უცხოელ დამსვენებლებს შორისაც. თუ გადაწყვიტეთ ბუნებასთან სიახლოვე, მთის და ნაძვების ჰაერის ფონზე დასვენება ან რამდენიმე თვით ცხოვრება, შოვი ამისთვის საუკეთესო ადგილია. კურორტი იდეალური ადგილია არა მარტო სამკურნალო თვისებების გამო, არამედ ლაშქრობისთვის და სათავგადასავლო ტურიზმისთვის.
რჩევები, რომელიც შოვში სახლის ქირაობის დროს დაგეხმარებათ
შოვი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული, კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. აქაური ნოტიო ჰავა, ულამაზესი ხედები და გასაოცარი ბუნების ძეგლები, ყოველწლიურად უფრო მეტ ტურისტს და ადგილობრივ დამთვალიერებელს ერთიანად იზიდავს. კურორტი იდეალური ადგილია, არა მარტო სამკურნალო თვისებების გამო, არამედ ლაშქრობისთვის და სათავგადასავლო ტურიზმისთვის.
შოვში არის ერთ-ერთი ულამაზესი ტბა, რომელიც უძირო ტბის სახელითაა ცნობილი და კატიწვერას ერთ-ერთ ფერდობზეა.ტბის ფლორასთან ერთად, უძირო ტბიდან გასაოცარი ხედები იშლება კავკასიონის მწვერვალებზე.
შოვშ არის ბუბას მყინვარი, რომელიც მთამსვლელებისთვის და მოლაშქრეებისთვის საყვარელ მარშრუტად მიიჩნევა. მყინვარი რაჭის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის შემადგენლობაშია და ასაზრდოვებს მდინარე ბუბისწყალს. თუ ამ და სხვა ადგილების მონახულება, რაჭის სუფთა ჰაერზე დასვენება და დროებით ცხოვრება გადაწყვიტეთ, გაგიზიარებთ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად იპოვოთ თქვენთის სასურველი კერძ სახლი რაჭაში.
კურორტ შოვში ყველაზე აქტიური პერიოდია ზაფხული, როცა სახლის გაქირავებაზე მოთხოვნა დიდია და ფასებიც იზრდება. თუ გსურთ ბიუჯეტურად იქირაოთ, აირჩიეთ გაზაფხული ან შემოდგომის სეზონი, ან უბრალოდ წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი და დაჯავშნეთ სახლი გაზაფხულის პერიოდში.
თუ ზამთრის სეზონზე განიხილავთ სახლის ქირაობას რაჭაში, გახსოვდეთ ზამთარში შოვში ხშირია თოვლი, ამიტომ დარწმუნდით, რომ გზაზე გადაადგილება მარტივია და სახლს გააჩნია გამართული გათბობა, მუდმივი წყალი და ელექტროენერგია.
თუ გსურთ მეტი სიმშვიდე და ბუნებასთან სიახლოვე, აირჩიეთ სახლები შოვის შემოგარენში. ხოლო თუ გირჩევნიათ კომფორტი და ახლოს ყოფნა მაღაზიებთან, კაფეებთან ან ტრანსპორტთან უკეთესია ცენტრალური ზონა.
მნიშნელობა არა აქვს რა დროით ქიროაბთ სახლს შოვში, თუნდაც ერთი თვის ვადით ქირაობდეთ, სასურველია ხელშეკრულება, ან რაიმე სახის შეთანხმება დადოთ მეპატრონესთან, სადაც მითითებული იქნება ფასი, ქირაობის ვადა და ქირის პირობები. ეს თავიდან აგაცილებთ გაუგებრობებს ან დამატებით ხარჯებს.
ეს რჩევები გაგიმარტივებთ რაჭაში საუკეთესო სახლის ქირით შერჩევის პროცესს და დაგეხმარებთ მარტივად შეარჩიოთ თქვენთის სასურველი სივრცე.