კერძო სახლის ქირაობა ერთ-ერთი საუკეთესო, ბიუჯეტური და მოთხოვნადი სერვისია წვეულებების, ქორწილების და სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანებს საშუალება ეძლევათ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში იმხიარულონ, შექმნან დაუვიწყარი მოგონებები და დრო სასიამოვნოდ გაატარონ. კერძო სახლები გამოირჩევა დიდი ტერიტორიით, გამწვანებით, ფუნქციურად მოწყობილი ეზოთი, ხელსაყრელი მდებარეობით, ღია ან დახურული აუზით, რაც კორპორატიული და დაბადების დღის წვეულებებისთვის საუკეთესო არჩევანია. კერძო სახლის ქირაობა შესაძლებელია
გლდანში,
წყნეთში,
მცხეთაში და სხვა ქალაქებში.
გაითალისწინეთ სტუმრების რაოდენობა
სტუმრების რაოდენობა ნებისმიერი წვეულების ორგანიზების პროცესში აუცილებელი საკითხია. თუ ღონისძიება, დაბადების დღე, ქორწილი, ან კორპორატიული წვეულება, რომელსაც გეგმავთ სტუმრების მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა უმჯობესია, იქირაოთ კერძო სახლი, სადაც მათთვის საკმარისი მოსასვენებელი სივრცე იქნება. დარწმუნდით, რომ სახლში საკმარისი ოთახები და საწოლებია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ზოგი სტუმარი არ იზიარებს მოსასვენებელ ოთახს. სტუმრების რაოდენობის განსაზღვრა დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ კერძო სახლი, რომელიც თავისუფლად დაიტევს მათ და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის.
გაითალისწინეთ კერძო სახლის ადგილმდებარეობა
კერძო სახლის დაქირავებამდე, აუცილებელია ადგილმდებარეობის სწორად შერჩევა. სახლი რომელსაც ქირაობთ, უნდა იყოს მარტივად მისადგომი და სტუმრებს არ გაუჭირდეთ მისამართზე მოსვლა. კერძო სახლის ადგილმდებარეობა განსაზღვრავს მისი ქირაობის ფასს, რაც უფრო ცენტრალურ ადგილასაა, შედარებით მაღალბიუჯეტურია ქირის ფასი. კერძო სახლის ქირაობა შეგიძლიათ
ლისზე,
მუხათწყაროსა და
ცხვარიჭამიაში.
განსაზღვრეთ ბიუჯეტი
სანამ, დაიქირავებთ კერძ სახლს, პირველ რიგში, განსაზღვრეთ ბიუჯეტი. კერძო სახლის ქირაობა ზოგადად უფრო ეკონომიურია, ვიდრე სასტუმროს სივრცის ან სხვა ღონისძიებისთვის განკუთვნილი დარბაზების. თუ იხდით კორპორატიულ ღონისძიებას ან გსურთ კლასელების, მეგობრების და თანამშომლების შეკრება ქირაობის ფასი მცირდება, რადგან ღირებულება იყოფა სტუმრების რაოდენობაზე. თუმცა, თუ ქირაობთ კერძ სახლს ქორწილისთვის, კულტურული, ბიზნეს ან დიპლომატიური შეხვედრებისთვის კერძო სახლის ქირაობისთვის საჭირო ხარჯის დაფარვა სრულად თქვენ გიწევთ. სახლის დაქირავებამდე მფლობელთან შეათანხმეთ ყველა დეტალი, მათ შორის: დასუფთავება, გათბობა და სხვა. გაქვთ თუ არა სივრცის სრულად ათვისების შესაძლებლობა, შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ არა აუზი, იმ ფასად რასაც თქვენ ქირაში იხდით. ამ და სხვა დეტალების დაზუსტება დაგეხმარებათ იქრიაოთ კერძო სახლი უფრო ბიუჯეტურ ფასად, არ მოგიწიოთ დამატებითი ღირებულებების გადახდა წვეულების დასრულების შემდეგ. წინასწარი გეგმა დაგეხმარებათ, რომ არ გადააჭარბოთ ბიუჯეტს და ყველა სტუმარს კომფორტულად მოათავსოთ.