ქუთაისი დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ღირსშესანიშნაობებით სავსე ქალაქია. დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალური მოედანი ქუთაისის მთავარი, ცენტრალური ნაწილია. მოედანი უძველესია, სადაც
ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრია განთავსებული. აქ არის ქალაქის ყველაზე დიდი მოსასვენებელი სკვერი. ქუთაისის ცნობილ ადგილად ითვლება “მწვანე ბაზარი”, რომელიც
ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
ქუთაისის მშვენებად ითვლება ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც მე -11 საუკუნის არქიტექტურული ძეგლია. ტაძარი გამორჩეულია, როგორც კულტურულ-არქიტექტორული, ასევე ისტორიული მნიშვნელობით. იგი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ ითვლება. ბაგრატის ტაძარი ერთ- ერთი პირველი ძეგლია საქართველოდან, რომელიც იუნესკომ 1994 წელს
გელათის მონასტერთან ერთად მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად და ყველაზე მეტ სტუმრიან ადგილად ითვლება
თეთრი ხიდი. თეთრი ხიდის რკინის კონსტრუქცია საფრანგეთიდან ჩამოიტანეს. ქუთაისის ისტორიული ხიდიდან ქალაქის დანარჩენი ხიდებიც ჩანს, ასევე აქედან ქუთაისის ცენტრალური ნაწილის მთლიანი ხედი იშლება.
რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ კერძო სახლს იქირავებთ ქუთაისში
თუ გადაწყვიტეთ ქუთაისში სახლის ქირაობა თვიურად, შეგიძლიათ რამდენიმე ვერსია განიხილოთ, მათ შორის: კერძო სახლის, კოტეჯების ან ბინის დაქირავება. თუმცა, ბაზარზე არსებული უამრავი შეთავაზებებიდან არჩევანის გაკეთება ხშირად რთულდება, ამიტომ, გაითვალისწინეთ რჩევები, რომელიც გაგიმარტივებთ ქუთაისში სახლის ქირაობას.
- მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ სახლიდან ცენტრალურ ქუჩებამდე მანძილი. შეარჩიეთ ისეთი სახლი, რომელიც მაქსიმალურად ახლოსაა ქალაქის ცენტრთან და მხოლოდ ავტომობილით გადაადგილება არ დაგჭირდებათ.
- სახლის დაქირავებამდე შეამოწმეთ თუ როგორ მუშაობს ყველა კომუნიკაცია, მათ შორის: ინტერნეტი, წყალი, ელექტროენერგია და სხვა.
- გამოიკვლიეთ გამქირავებლის სანდოობა. ნუ ენდობით მხოლოდ საიტზე არსებულ სახლის ფოტოებს. ნუ გადარიცხავთ თანხას, სანამ სახლს თავად არ ნახავთ.
- გაითვალისწინეთ სეზონურობა. ქუთაისში სახლის ქირაობა განსაკუთრებით პოპულარულია ზაფხულში, ამიტომ უმჯობესია, სახლის მოძებნა დაიწყოთ წინასწარ, რომ საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ.
- თუ მშვიდი დასვენება გსურთ, მოერიდეთ ცენტრალურ უბნებს და კერძო სახლი ქუთაისში იქირავეთ ნაკლებად პოპულარულ უბანში.