თანამედროვე ავტომობილის მაღალტექნოლოგიური ელექტრონული სისტემები მანქანის სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს. ასეთი მოწყობილობების მუშაობის პროცესში ხარვეზების წარმოშობა ძვირადღირებული ელემენტების დაზიანებას იწვევს, რაც მანქანის მოვლის ხარჯებს ზრდის.
ავტომწარმოებლების რეკომენდაციით მანქანის დიაგნოსტიკა რეგულარულად უნდა ჩატარდეს, რათა ავტომობილის ყველაზე მნიშვნელოვანმა სისტემებმა უპრობლემოდ იმუშაონ. მაღალი სიზუსტის სადიაგნოსტიკო მოწყობილობა მრავალრიცხოვანი ელექტრონული სენსორების და ჩიპების დახმარებით კონკრეტული კვანძის გაუმართაობას ადგენს, რაც უსაფრთხო გადაადგილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
რა არის კომპიუტერული დიაგნოსტიკის მიზანი?
მანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ:
- შეიძინეთ მეორადი ავტომობილი;
- გეგმავთ ხანგრძლივ მოგზაურობას;
- ემზადებით ზამთრისთვის/ზაფხულისთვის;
მანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკა ხელს უწყობს პროგრამული უზრუნველყოფის გამართულ მუშაობას და რთული მექანიზმების სწორ ფუნქციონირებას. დიაგნოსტიკის პროცესში ძირითადი კომპონენტების მუშაობის ანალიზი და გამოვლენილი შეცდომების დამუშავება ხდება. პრევენციული მიზნით მანქანის დიაგნოსტიკა საწყის ეტაპზე ხარვეზების მარტივად აღმოფხვრის საშუალებას იძლევა.
რას მოიცავს სადიაგნოსტიკო მოწყობილობა?
სადიაგნოსტიკო მოწყობილობა მოიცავს სპეციალურ საკონტროლო საშუალებებს, როგორიცაა კომპიუტერული სკანერები, მრავალფუნქციური სადგამები და პორტატული წამკითხველები. ყველა აღნიშნული მოწყობილობა დაკავშირებულია მანქანის სადიაგნოსტიკო ყუთთან. სპეციალური აღჭურვილობა აფიქსირებს სხვადასხვა სისტემის მუშაობაში არსებულ ნებისმიერ ცვლილებას, ასევე შლის ნაპოვნი შეცდომების კოდებს მათი გამოსწორების მიზნით.
თანამედროვე ავტომობილის ბორტ სისტემები ელექტრონული კონტროლის განყოფილებით და თვითდიაგნოსტიკური ფუნქციებითაა აღჭურვილი, რომელიც აანალიზებს მიმდინარე დეფექტებს და მძღოლს გაუმართაობის შესახებ ამცნობს.
რა ეტაპებს მოიცავს მანქანის დიაგნოსტიკა?
ავტომობილის მარკისა და მოდელის მიუხედავად, კომპიუტერული დიაგნოსტიკა რამოდენიმე ეტაპისგან შედგება. ჩვეულებრივ, ავტომობილის ზოგადი დიაგნოსტიკის ჩასატარებლად სპეციალისტს 30 წუთი სჭირდება. ერთი სისტემის ანალიზს, მაგალითად
ABS, დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდება. იმისთვის, რომ მექანიკოსის კვალიფიკაცია სწორად განსაზღვროთ თქვენც უნდა ერკვეოდეთ პროცესის მახასიათებებში.
პირველ ეტაპზე ზოგადი კომპიუტერული დიაგნოსტიკა ტარდება, რომლის დროსაც ტესტირება სისტემის გააქტიურების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროს ამოწმებენ ელექტროსისტემებსაც (კავშირები, გენერატორი, ელემენტი და სხვა). დინამიური ტესტის დროს მანქანა ფიქსირდება სპეციალური სენსორებით აღჭურვილ სადგამზე, რომლის მეშვეობითაც მონაცემები კომპიუტერს გადაეცემა.
ამ ეტაპზე ხდება შეგროვებული მონაცემების ბაზის წაშლა (გადატვირთვა). ინფორმაციის შეგროვების მიზნით კონტროლის მოწყობილობაც გააქტიურებულია. დიაგნოსტიკური პროცესის დროს დაფიქსირებული შეცდომის კოდები დეკოდირდება პროფესიონალური აპლიკაციების საშუალებით. ამის შემდგომ სპეციალისტი ზუსტ მონაცემებს იღებს ნებისმიერი გაუმართაობის შესახებ.
როდის არის აუცილებელი კომპიუტერული დიაგნოსტიკა?
კომპლექსური დიაგნოსტიკის ჩატარება წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებელია. ეს იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი მუშა მდგომარეობაშია და ბორტ კომპიუტერზე შეცდომები არ ფიქსირდება. თუ უცნაური ხმები, რყევები, ან დარტყმები გაჩნდება (რაც მანქანას ზოგადად არ ახასიათებს) აუცილებელია მიმართოთ გამოცდილ მექანიკოსს, რათა ყველა სისტემის დიაგნოსტიკა საფუძვლიანად განხორციელდეს. ეს აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ გრძნობთ, რომ მანქანის რეაგირება (მანევრირება) შეცვლილია.
მანქანის ძრავის კომპიუტერული დიაგნოსტიკა იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ძრავა არასტაბილურია, გამოსცემს უცნაურ ხმებს, კარგავს ენერგიას და საწვავის მოხმარება იზრდება. რაც შეეხება ავტომატური ტრანსმისიის დიაგნოსტიკას, ამ დროს სახეზეა:
- სიჩქარის გადართვასთან დაკავშირებული პრობლემები;
- რყევები;
- დარტყმები მანქანის სრიალის დროს;
- ზეთის გაჟონვა;
სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა მიზანშეწონილია საბურავების არათანაბარი ცვეთის და მანქანის მანევრირების გაძნელების დროს. კომპიუტერული დიაგნოსტიკის გარდა, საწყის ეტაპზე, ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებაც აუცილებელია.
სად მივიღოთ მანქანის სრულყოფილი დიაგნოსტიკის სერვისი?
დღესდღეობით, ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის მიღება გამარტივებულია. დატვირთული ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე სერვისცენტრის რიგში დგომა, ან სანდო სპეციალისტის დასაქირავებლად ახლობლების შეწუხება აღარ მოგიწევთ. საკმარისია ეწვიოთ servisebi.ge-ს და მრავალფეროვანი ბაზიდან თქვენთვის ოპტიმალური მექანიკოსი, თქვენივე მისამართზე, გამოიძახოთ.
მაღალკვალიფიციური ოსტატების უმეტესობა კომპიუტერულ დიაგნოსტიკას შესაბამისი გარანტიით ატარებს. სერტიფიცირებული აღჭურვილობის გამოყენებით გაუმართაობა დროულად ვლინდება და მანქანის მოვლის ხარჯებიც საგრძნობლად მცირდება.
პლატფორმაზე რეგისტრირებული მექანიკოსების მომსახურება შესაძლოა მიიღოთ კვირის ნებისმიერ დღეს, საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ავტომაგისტრალზე არსებული ნებისმიერი გაუთვალისწინებელი პრობლემის შემთხვევაში საბუქსირე გადამზიდის დაქირავებასაც თავიდან აირიდებთ. გამოცდილი მექანიკოსები ისეთ პოპულარ სერვისებს გთავაზობენ, როგორიცაა ბოლზე ავტომობილის შემოწმება, ჩეკის ჩაქრობა და ა.შ.
Servisebi.ge-ზე მომსახურების პირობები ინდივიდუალური შეთანხმების ნიადაგზე დგება. ნებისმიერი პრობლემის შესახებ შეგიძლიათ სპეციალისტს სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით აცნობოთ. სერვისის ღირებულება მომსახურების სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება.
ვებგვერდზე შეფასების გამჭვირვალე სისტემა მოქმედებს. ნებისმიერი მომხმარებელი მიღებული მომსახურებისა და სპეციალისტის შესახებ გულწრფელ კომენტარს ტოვებს. ნეგატიური შეფასებები არ იფილტრება, ამიტომ მექანიკოსის შერჩევას რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლებთ. ასეთი მიდგომებით სანდო სპეციალისტის დაქირავება დღეს რამოდენიმე წუთს მოითხოვს.
პლატფორმაზე მოიძიებთ სპეციალისტებს ტრაილერის შესამოწმებლადაც, რათა დაგეგმილი ხანგრძლივი მოგზაურობა უსაფრთხო და კომფორტული გახდეს.
Servisebi.ge-ის საშუალებით დაზოგავთ დროს და მომსახურებას თქვენზე მორეგბული პირობებით მიიღებთ.