განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ABS დიაგნოსტიკა

ABS დიაგნოსტიკა საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. ეს სტანდარტული ფუნქცია თითქმის ყველა ავტომობილზეა მორგებული და მისი მიზანია გზაზე მანქანის კონტროლირება და სტაბილურობის შენარჩუნება. ABS დამუხრუჭების სისტემაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მანქანის გაჩერების მანძილს, ხელს უშლის ბორბლების ჩაკეტვას, რამაც შეიძლება გზაზე მოცურება გამოიწვიოს. 

ABS შემოწმება მოიცავს მისი ძირითადი კომპონენტების შეფასებას, როგორიცაა: მანქანის ბორბლებზე დამონტაჟებული სიჩქარის სენსორები, ელექტრონული კონტროლის განყოფილება და ჰიდრავლიკური სარქველები. ამ პროცესში გამოცდილი მექანიკოსის ჩართულობა აუცილებელია, რომლის დაქირავებასაც servisebi.ge-ზე, რამოდენიმე წუთში, შეძლებთ. 

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

კომპიუტერული დიაგნოსტიკა ნებისმიერ ავტომობილზე

კომპიუტერული დიაგნოსტიკა ნებისმიერ მოდელზე უახლესი აპარატურით. გთავაზობთ ავტომობილის სრულ ელექტროდიაგნოსტიკას გამოძახებით თბილისის მასშტაბით ასევე, შესაძლებელია, მოლაპარაკების მიხედვით, სხვა რეგიონებშიც წასვლა. გამოძახება და ელექტროდიაგნოსტიკის ფასი შეთანხმებით. ვარ სერთიფიცირებული გამოცდილი სპეციალისტი აღნიშნულ საქმეში, ვაკეთებ ნებისმიერი ავტომობილის დიაგნოსტიკას. როგორც შიდაწვის, ასევე დიზელისა და ჰიბრიდულ მოდელებზე... ყოველ წელს ვიღებ "თეგეტა მოტირსის" ლიცენზიას. ვმუშაობ ლიცენზირებული პროფესიონალი აპარატურით. პასუხისმგებელი ვარ ჩემს საქმეზე.

ლევან
სერვის + შეფასება 5.0 , 49 შეფასება

​აბეესის ელექტრო დიაგნოსტიკა

აბეესის ელექტრო დიაგნოსტიკა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ABS კონტროლის განყოფილება სამუხრუჭე სისტემის თვითტესტიდან არასაკმარის ინფორმაციას იღებს (თუ თვითშემოწმების დროს კომპიუტერი იღებს არასაკმარის ინფორმაციას ჰიდრავლიკური სარქველებიდან, ABS მართვის განყოფილებიდან).
ელექტრო დიაგნოსტიკა საშუალებას გაძლევთ, რომ ზუსტად განსაზღვროთ გაუმართაობის არსებობა და ტიპი. აბეესის გაუმართაობაზე მიანიშნებს სასიგნალო შუქი, ასევე უჩვეული ხმაური პედალზე ფეხის დაჭერისას. თუ მსგავსი ნიშნები არსებობს საჭიროა ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ სპეციალისტებს დაუკავშირდეთ და გაუმართაობის აღმოფხვრაზე დაუყოვნებლიც იზრუნოთ.  

მომხმარებლის შეფასებები

კომპიუტერული დიაგნოსტიკა ნებისმიერ ავტომობილზე

შეფასების ავტორი: თამარი

ძალიან დიდი მადლობა ესეთი დახმარებისთვის, ნადვილად იაფია ის რაც თქვენ გადაყევით ამ მანქანას გაიხარეთ ღმერთმა ხელი მოგიმა...

კომპიუტერული დიაგნოსტიკა ნებისმიერ ავტომობილზე

შეფასების ავტორი: გია

ძალიან კმაყოფილი დავრჩი მომსახურებით! მისი საქმის პროფესიონალია – მანქანას დეტალურად გაუკეთა დიაგნოსტიკა და ყველაფერი მა...

კომპიუტერული დიაგნოსტიკა ნებისმიერ ავტომობილზე

შეფასების ავტორი: გიორგი (რაკა)

მომსახურება იდეალური და დროული, რაც შეეხება დიაგნოზს ყველანაირად ზუსტი და ამომწურავი პასუხებით❤️

კომპიუტერული დიაგნოსტიკა ნებისმიერ ავტომობილზე

შეფასების ავტორი: შალი

ჰონდაზე მინთებდა ყვითელს ყველაფერზე ა-ბე-ეს-ის ჩათვლით. ხელოსანთან თითო მისვლაზე გადიოდა 70, 80 , 100 ლარი რომ ერთი რომე...

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები