პოლირება

პოლირება მანქანის გაპრიალების პროცესია, რომელიც საღებავის ფენაზე არსებულ ხარვეზებს აქრობს და მას ერთიან ბზინვარებას ანიჭებს. სპეციალისტების აზრით, ახალ მანქანაზე პოლირება მისი დაცვის მიზნით აუცილებელია, ხოლო მეორადი მანქანის საფასური ამ გზით 15%-მდეც კი იზრდება. 

პოლირება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება მიმდინარეობდეს. მაგალითად, თხევადი შუშის პრეპარატები უფრო ძვირია, თუმცა მათი განახლება ნაკლებად ხშირად მოგიწევთ (3-4 წელიწადში ერთხელ). სიპრიალე თანაბარი და ლამაზია. თუ ავტომობილს სერიოზული დაზიანება აქვს საჭიროა აბრაზიული გაპრიალება ზედა დაჟანგული ფენის მოსაშორებლად. შემდეგ ზედაპირი სპეციალური აღმდგენი ხსნარით მუშავდება. აღსანიშნავია, რომ მომსახურების ვადა საფარის ტიპზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ გაიგოთ მავნეა თუ არა მანქანის პოლირება მისი სიღრმე უნდა გაიგოთ. ზედაპირის ამ გზით დამუშავება ინარჩუნებს ბზინვარებას, უზრუნველყოფს დაცვას რეგულარული განახლებით. აბრაზიული ნაერთების გარეშე პროცედურა გვაძლევს:
  • ბრწყინვალებას;
  • მკვეთრ ფერს;
  • მცირე ბზარების შენიღბვას;
  • კოროზიისგან დაცვას;
შეგიძლიათ ავტომობილის პოლირება რეგულარულად, პრევენციის მიზნით, ჩაატაროთ. ამ შემთხვევაში მანქანა მეტად დაცული იქნება და მხოლოდ მსუბუქი გაპრიალებით შემოიფარგლებით. ასევე ეფექტურია მანქანის სხვადასხვა დეტალის ნაწილობრივი პოლირება: შუშის პოლირება , ფარებს გაპრიალება და ა.შ. 
გამოცდილი სპეციალისტის დასაქირავებლად ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირებულ ოსტატებს გაეცანით. მომხმარებელთა რეალურ შეფასებებზე დაყრდნობით განსაზღვრეთ თქვენთვის ოპტიმალური კანდიდატი და ოსტატი ამის შემდგომ დაიქირავეთ. 
პრო პოლირება
პოლირება

დითეილინგ სტუდია გთავაზობთ: ✅️პროფესიონალური ხარისხის სამპირიან პოლირებას; საუკეთესო შედეგის გარანტიით, ყველაზე მისაღებ ფასებში მთელს თბილისში. ✅️საუკეთესო პასტები (rupes, kochs chemie, zvizzer, gyeon); ✅️ძარის სრული პოლირება; ✅️ფარების პოლირება; ✅️საქარე შუშის პოლირება; ✅️გადაღებილი ან დაზიანებული დეტალების აღდგენა-პოლირება; ✅️ღრმა ნაკაწრების ამოყვანა; ✅️ღრმა დაზიანებებზე, ნაკენჭურებზე საღებავის და ლაქის დაშენება; ✅️ნანოკერამიკა ერთი, ორი, სამი და ხუთწლიანი(soft99, nasiol, gyeon); ✅️ვაქსი ანუ ცვილი(ერთწლიანი soft99); ✅️სალონის დეტალების პოლირება; ✅️სალონის კერამიკა; ✅️პლასტმასების გაშავება; დაგვიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე ნებისმიერ დროს; ვოთსაპი, ვაიბერი, ტელეგრამი.

video icon ვიდეო
მანქანის პოლირება ფარების პოლირება კერამიკული პოლირება ნაკაწრების პოლირება პოლირება ფასი ფარების პოლირება ორთქლით დისკების პოლირება მანქანის პოლირება თბილისში ავტომობილის პოლირება
ტელეფონი 551 09 ** **
დითეილინგ მანქანის გაპრიალება
დითეილინგ მანქანის გაპრიალება

ჩვენ აღვადგენთ მანქანის საღებავების პირვანდელ ბზინვარებას და იერსახეს. მოვაცილებთ ნაკაწრებს და დეფექტებს, დავიცავთ საღებავს უარყოფითი გარე ფაქტორებისგან. გაპრიალების შემდეგ მანქანა იძენს მდიდარ და ღრმა ფერს და მისი გარეგნობა ხდება მიმზიდველი და სანახაობრივი. სამუშაოდ ვიყენებთ მხოლოდ პროფესიონალურ ავტოქიმიკატებს და აღჭურვილობას. გაპრიალების შემდეგ რეკომენდებულია კერამიკული საფარის წასმა, რომელიც შედეგს 3 წელი შეინარჩუნებს.

მანქანის პოლირება ნაკაწრების პოლირება პოლირება ფასი მანქანის პოლირება თბილისში ავტომობილის პოლირება

პალიროვკა

პალიროვკა მანქანის საღებავის ყველაზე თხელი ფენის მოცილებას გულისხმობს. პროცედურა არბილებს ზედაპირს და მას ქარხნულ ბზინვარებას უბრუნებს. ღრმა აბრაზიული გაპრიალება მთელი მომსახურების ვადის განმავლობაში 3-4-ჯერ არის შესაძლებელი. ზედაპირის გაპრიალება შეზღუდვის გარეშე ხორციელდება. მძღოლი თავად წყვეტს რამდენად ხშირად ისარგებლოს ამ პროცედურით, თუმცა ამ პროცედურის გამეორებას 6 თვეში ერთხელ აზრი არ აქვს. საშუალოდ, პოლირება 3 წელი ძლებს დამუშავების სახეობიდან გამომდინარე. ის შეუცვლელია ლითონის კოროზიისგან დასაცავად, ზედაპირისთვის ნათელი ფერის დასაბრუნებლად. ეს არის ყველაზე ხელმისაწვდომი გზა მანქანის იერსახის გასაახლებლად მისი ხელახალი შეღებვის გარეშე, რაც როგორც ავტომობილის გაყიდვაში ასევე პირადი ესთეტიური სიამოვნების მიღებაში დაგეხმარებათ. 

ავტომობილის პოლირება დამუკიდებლად შეუძლებელია. ეს სერვისი კვალიფიციურმა ოსტატმა უნდა განახორციელოს. თუ მის მოსაძიებლად ახლობლების შეწუხება არ გსურთ, ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილი განცხადებები დაათვალიერეთ. სასურველ სპეციალისტს რამოდენიმე წუთში იპოვით. თქვენ არ შეიზღუდებით კონკრეტული პირობებით და ფიქსირებული ფასებით. ინდივიდუაურ პირობებზე სპეციალისტს სატელეფონო კონსულტაციისას უნდა შეუთანხმდეთ. რაც მთავარია საშუალება გეძლევათ გაეცნოთ რეალურ მომხმარებელთა შეფასებებს. ნეგატიური კომენტარები არ იშლება, ამიტომ გადაწყვეტილებას რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებთ. 

მომხმარებლის შეფასებები

ავტომობილის პოლირება სურათი
ავტომობილის პოლირება
ბადრი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-08-31 09:51:39

მომსახურებით ვარ ძალიან კმაყოფილი. სამუშაო შეასრულა უმაღლეს დონეზე, უმოკლეს დროში და იაფად. უპატნიოსესი ახალგაზრდაა მამუკა, რაც ახლანდელ დროში იშვიათობაა. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა მას!

პოლირება სურათი
პოლირება
ლაშა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-05 23:18:01

კარგი მომსახურეობა , იაფი ტარიფები კარგი ხარისხის პალიროვკის მაზი

პროფესიონალური პოლირება/კერამიკა/დითეილინგი სურათი
პროფესიონალური პოლირება/კერამიკა/დითეილინგი
ირაკლი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-05-20 18:07:06

ძალიან კმაყოფილი ვარ და მდლობა ხარისხისთვის. წარმატებებს გისურვებთ!

პროფესიონალური პოლირება/კერამიკა/დითეილინგი სურათი
პროფესიონალური პოლირება/კერამიკა/დითეილინგი
ნიკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2023-05-17 22:17:33

იდეალურად გაკეთებული საქმე, იდეალური ფასი და მომსახურება, გირჩევთ ყველას

პოლირება უმაღლესი ხარისხით სურათი
პოლირება უმაღლესი ხარისხით
თორნიკე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2022-03-28 01:53:47

ძალიან კარგი სერვისი აქვს, სწრაფი და ხარისხიანი, რეკომენდაციას ვუწევ.

ავტომობილის პოლირება-კერამიკული საფარი-ფარების პოლირება სურათი
ავტომობილის პოლირება-კერამიკული საფარი-ფარების პოლირება
ლუკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2021-10-02 21:09:32

მადლობა ჩემო ძმაო,ძაან მაგარია პოლირება, და კერამიკულ საფარზე საუბარი ზედმეტია ამ წვიმებში ისეთი სუფთაა მანქანა.....სუპერ ძაან მაგარი ხარ

ყველაფერი ავტომობილის პოლირების შესახებ


ავტომობილის პოლირება მისი საფარის გარე ფენის გაპრიალებას ნიშნავს. პოლირების საშუალებით ის ხდება გლუვი და მეტი ბზინვარება ენიჭება. პროფესიონალური დამუშავების შემდეგ მანქანაზე არ შეინიშნება ნაკაწრები, ბზარები და საღებავიც უნაკლოდ ბზინვარეა. გარდა ამისა მანქანის პოლირება თხელ, მაგრამ დამცავ გარსს ქმნის. ის ხელს უშლის ლითონის კოროზიას, აჩერებს ტენიანობას, იცავს კორპუსს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან. 
 
რა არის პოლირება?
 
ავტომფლობელებისთვის პოლირება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა, თუმცა მის შესახებ უამრავი დეტალი ცოტამ თუ იცის. მაინც რა არის პოლირება? - პროფესიონალური პოლირება ავტომობილის კორპუსზე საღებავზე არსებული დეფექტების მოხსნის პროცესია. ორიგინალი საღებავის ფენის მდგომარეობიდან გამომდინარე ორი ტიპის პოლირების პროცესია რეკომენდებული: დამცავი და აღდგენითი. 
დამცავი პოლირება - ინარჩუნებს მანქანის საღებავის მთლიანობას, ხელს უშლის მცირე დაზიანებას (ასხლეტილ ქვიშას, ხრეშს და ა.შ.). ის კორპუსის ხელახალი შეღებვის ბოლო ეტაპს წარმოადგენს, თუმცა შესაძლოა განხორციელდეს ცალკეც ავტომობილის ზედაპირის დამცავი თვისებების გასაზრდელად. 
აღდგენითი პოლირება- მცირე დეფექტებს ნიღბავს და ავტომობილის საღებავი ახალივით გამოიყურება. სპეციალური ლაქი წყალგაუმტარი, ანტიკოროზიული და მუშაობის დროს დაკარგული სხვა თვისებების დაბრუნებას უწყობს ხელს. მანქანის კორპუსი თანაბარი და სუფთა ხდება, ხოლო ნაკაწრები მხედველობის არედან ქრება.
ავტომობილის პოლირება მანქანის დაზიანებული კორპუსის აღდგენის მსუბუქი გზაა. იმ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ რა ღირს მანქანის პოლირება - გეტყვით, რომ ეს მანქანის მთელი კორპუსის განახლებაზე ბევრად იაფია. პოლირების შემდგომ მანქანა ბევრად უფრო კაშკაშა და მდიდარ ტონებს იძენს. მანქანის პოლირება შესაძლებელია არა მხოლოდ ძარაზე, არამედ მისი ცალკეული დეტალებისთვისაც. 
 
რატომ უნდა გავაკეთოთ მანქანის პოლირება?
 
პოლირება ავტომფლობელებისთვის რეკომენდებული პროცედურაა. თუ არ ხართ ამ სერვისის აუცილებლობაში დარწმუნებული, მაშინ მის დადებით და უარყოფით მხარეებს გაეცანით. 
პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ გასაპრიალებელი ფენა არის შეღებილი ლითონი (ძირითადი დამცავი ჭუჭყისგან, ტენიანობისგან და ტოქსიკური საღებავისგან). მანქანა საწარმოო ხაზს პოლირებაგავლილი ტოვებს. ბუნებრივია დროდადრო ქარხნული საღებავის ფენას ხელის შევლება სჭირდება. ავტომობილის ახალი საფარი 3 ან მეტი წლის განმავლობაში ნარჩუნდება პირვანდელი ვიზუალით. ამ პერიოდში არ არის სანერვიულო ბზარებზე, ნაკაწრებზე. მდიდრული ბზინვარება ხაზს უსვამს მანქანის ნათელ ფერს და ელეგანტურობას. კორპუსთან ერთად მანქანის სხვა ნაწილები ფარები, მინა და სხვა ელემენტებიც პრიალდება, შესაბამისად, პოლირების შემდგომ ყველაფერი ერთნაირად ანათებს. 
თუ ავტომობილს გასაყიდად ამზადებთ პოლირება მის მოსაწესრიგებლად შესანიშნავი გზაა. ასევე მისი ზედაპირის დასაცავად ეს პროცესი იდეალურია რათა ავტომობილი ქიმიური საშუალებებისგან და უმცირესი დაზიანებისგანაც დაიცვათ. 
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით განსხვავება აღდგენითსა და აბრაზიულ პოლირებას შორის მანქანა ამ პროცესით მხოლოდ დაზარალდება. პოლირება მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს უნდა ანდოთ. ავტომობილისთვის პოლირება სრულიად უვნებელია თუ მას გამოცდილი ხელოსნები ატარებენ. 
 
როდის და რატომ სჭირდება მანქანას პოლირება?
 
ავტომობილისთვის პოლირების აუცილებლობა დამოკიდებულია მისი კორპუსის მდგომარეობაზე. მაგალითად, ახალი მანქანა გამოშვებიდან 5-7 თვის შემდეგ შეიძლება წაიყვანოთ ამ სერვისზე. დამცავი ფენა ორიგინალი საღებავის ვიზუალურ ეფექტს გაახანგრძლივებს და კოროზიას არ დაუშვებს. 
თუ საღებავი გაცვეთილია, გასაპრიალებელი ფენა მანს აღადგენს და ქარხნულ სიკაშკაშეს დაუბრუნებს. ეს ეფექტური ღონისძიებაა კორპუსის ლითონის ნაწილების განადგურების თავიდან ასაცილებლად. 
პოლირება იმ შემთხვევაშიც საჭიროა, როცა ცალკეული ნაწილები ცოტა ხნის წინ შეკეთდა. ეს პროცესი დაგეხმარებათ, რომ ყველაფერი ჰარმონიულად გამოიყურებოდეს. პოლირების შემდეგ გარემონტებული ტერიტორია არაფრით განსხვავდება შეურემონტებელი ნაწილებისგან. სერვისი მიზანშეწონილია მიიღოთ ზამთრამდე ან ხანგრძლივ მოგზაურობამდე. თუ საღებავზე მოდის დიდი აბრაზიული დატვირთვა უმჯობესია გარე ფენას წინასწარ გაუფრთხილდეთ. 
 
როგორ ხდება ავტომობილის პოლირება ?
 
ხშირად მძღოლებს ებადებათ კითხვა - თუ როგორ გავაკეთოთ პალიროვკა. ისინი ცდილობენ სხვადასხვა სერვისის განხორციელებას დამოუკიდებლად (მაგ. ფარების პოლირება სახლის პირობებში). აღსანიშნავია, რომ ამ გზით მანქანის ღირებულების გაზრდას 5-15%-მდე შეძლებთ. 
პოლირების ნულოვან ეტაპზე ხდება ორფაზიანი რეცხვა. შემდგომ ეტაპზე ღრმა დეფექტების აღმოჩენა მიმდინარეობს. ოსტატი განსაზღვრავს ნაწიბურებს სპეციალური საშუალებებით. დასკვნით ეტაპზე კი მანქანას პოლირება უტარდება, ის პრიალდება და შესანიშნავ დაცვასთან ერთად ბზინვარებასაც იღებს. გამძლეობა პოლირების ჩატარების ტექნიკაზეა დამოკიდებული. ეპოქსიდური ფისით გაპრიალება საღებავის ძირითადი დაცვაა. მისი განახლება რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ, ხოლო ზამთრის სეზონის შემდეგ, უმჯობესია, სპეციალისტს დრულად მიაკითხოთ. 
 
სად დავიქირავოთ ავტომობილის პოლირების სანდო სპეციალისტი?
 
ავტომობილის პოლირებისთვის სპეციალისტის პოვნა servisebi.ge-ზე რამოდენიმე წუთს მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ეწვიოთ პლატფორმას და წარმოდგენილი სპეციალიტების შემოთავაზებული პირობებით იხელმძღვანელოთ. დამატებითი დეტალების გასაგებად შეგიძლიათ გაიაროთ უფასო სატელეფონო კონსულტაცია. ასევე დაეყრდნოთ მომხმარებელთა შეფასებებს და გადაწყვეტილება რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღოთ.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები