თითოეული ავტომფლობელისთვის ავტოსერვისი რეგულარული სტუმრობის ადგილია. ასეთი ტიპის დაწესებულებების რიცხვი მატულობს, რადგან გზებზე ავტომობილების რიცხვი იზრდება და შესაბამისად შეკეთებისა და ტექნიკური სერვისების მიმართ მოთხოვნაც მზარდია. მიუხედავად ამისა, ყველა ავტოსერვისი არ ემსახურება მომხმარებლებს ხარისხიანად, ზოგან შესაძლოა დაფიქსირდეს ავტონაწილების მოპარვის ან მანქანის განზრახ დაზიანების ფაქტებიც.
მძღოლებმა ავტოსერვისში ქცევის მთავარი წესი უნდა დაიცვან. მათ არ უნდა აჩვენონ გაუთვითცნობიერებლობა და თავდაჯერებულად მიუდგნენ თითოეულ საკითხს. რეალურად არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ მანქანის აგებულებაში ვერ ერკვეოდეთ, რადგან თითოეულ ტექნიკას თავისი სპეციალისტი და ექსპერტი გააჩნია. თქვენ უბრალოდ უნდა დასვათ კითხვები, რათა სპეციალისტის კვალიფიკაციასა და სანდოობაში დარწმუნდეთ.
როგორ ავირჩიოთ მანქანის სწორი სერვისი?
ავტომობილის სრულყოფილი რემონტისთვის რეკომენდებულია სპეციალიზებული საავტომობილო სერვისების არჩევა. რა თქმა უნდა მსგავს დაწესებულებებშიც არ ხართ დაზღვეული გაუმართაობების გარანტირებული აღმოფხვრით, ამიტომ მომსახურების მომწოდებელი სწორად უნდა შეარჩიოთ.
თუ გარკვეული ტიპის ავარია შეგემთხვათ, ამ დროს პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ, რომელიც კონკრეტული მარკის მანქანებზე მუშაობს, იცის მისი ყველა ნიუანსი და აქვს საჭირო ხელსაწყოები. როგორც წესი ასეთი სპეციალისტის მომსახურება უფრო ძვირია, თუმცა მისი მუშაობის შედეგი უფრო ხარისხიანია და გამძლე. ამასთან ერთად ავტოსერვისი გაძლევთ გარანტიას გაწეული მომსახურებისა და დამონტაჟებული სათადარიგო ნაწილებისთვის.
ზოგადად არ არის რეკომენდებული ისეთ ავტოსერვისთან დაკავშირება, რომელიც ყველა ტიპის სამუშაოს ასრულებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბევრი რეკომენდატორი და კარგი შეფასებები ფიქსირდება. ზოგჯერ ხდება ისიც, რომ გაუმართაობის სწორად იდენტიფიცირების მიზნით თქვენ დიაგნოსტიკა უნდა ჩაატაროთ რამოდენიმე სერვის სადგურზე. თუ ავტოსერსვისს ბრმად სტუმრობთ უმჯობესია შემოთავაზებული პირობები რამოდენიმე სხვა სახელოსნოში გადაამოწმოთ. ეს იმ შემთხვევებს ეხება, როცა დარწმუნებული არ ხართ სწორ დიაგნოსტიკაში და შედეგების შემოწმება გსურთ.
ავტოსერვისის მომსახურების ეტაპები
ავტოსერვისში მიღებული მომსახურება მოიცავს დიაგნოსტიკას, სამუშაოს შესრულებას და დასრულებას. უპირველეს ყოვლისა გახსოვდეთ, რომ სამუშაოების ჩამონათვალი წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს. მომსახურების ღირებულებაც დასაწყისშივე უნდა დაადგინოთ. შესაძლოა შემდგომმა გამოკვლევებმა დამატებითი სამუშაოების აუცილებლობა დაადასტუროს, შესაბამისად, ღირებულება დაკორექტირდება. დიაგნოსტიკის დროს სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ ავტომობილის კონკრეტული ნაწილის ხარვეზების და არასწორი მუშაობის მიზეზები. ასევე დიაგნოსტიკის პროცესში დგინდება საჭირო ნაწილების სია და შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა.
დასკვნით ეტაპზე დაზიანებული ნაწილები ჩანაცვლდება ახლით. საჭიროების შემთხვევაში კი ხდება ტრანსპორტის სხვადასხვა სისტემის რეგულირება მისი გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად.
როგორ შევამოწმოთ ავტოსერვისის მუშაობა?
შეკეთების სერვისის შემოწმების ყველაზე ეფექტური გზა არის მუშაობის პროცესში ადგილზე ყოფნა. ასე თქვენ დარწმუნდებით, რომ ხელოსნებმა არ შეცვალეს ორიგინალი ნაწილები ახლით, შეკეთებისას არ გაკაწრულა მანქანა და არ გაჩენილა სხვა სახის დაზიანებები.
თუ სხვა მიზეზით ადგილზე ყოფნა შეუძლებელია, რეკომენდებულია მოითხოვოთ გამოცვლილი ნაწილების ჩვენება. ავტოსერვისი მას უნდა ამზადებდებს სპეციალურ ყუთში და ათავსებდეს საბარგულში. თუ ოსტატები ამაზე უარს ამბობენ, სავარაუდოდ ისინი თქვენს მოტყუებას ცდილობენ.
მნიშვნელოვანია მოუსმინოთ მანქანის ყველა კომპონენტის მუშაობას სერვისის სადგურიდან გასვლის შემდეგ. განსაკუთრებული ყურადღება გარემონტებულ დეტალებს დაუთმეთ. მაგალითად, თუ საკიდი გარემონტდა მოუსმინეთ ბგერებს. რაიმე პრობლემის შემთხვევაში დროულად დაადგინეთ ხარვეზის მიზეზი.
სად მოვიძიოთ სანდო ავტოსერვისი ქვეყნის მასშტაბით?
სხვადასხვა სირთულის დაზიანების დროს კვალიფიციური ხელოსნებით დაკომპლექტებული ავტოსერვისის სტუმრობა აუცილებელია. ითანამშრომლეთ ისეთ კომპანიასთან, რომლისთვისაც პრიორიტეტი მომხმარებელთა ინტერესებია. კარგი ავტოსერვისის შეფასების კრიტერიუმებია:
- პასუხისმგებლიანი ოსტატები;
- მომსახურების ხელმისაწვდომი ფასები;
- თანამედროვე აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილების ბაზა;
- პრობლემების გაანტირებული მოგვარება;
- სერვისი ნებისმიერ ლოკაციაზე;
ხარისხიანი ავტოსერვისის მარტივად მოსაძიებლად
servisebi.ge-ზე ერთიანი ბაზა შეიქმნა, სადაც სასურველი მომსახურების მომწოდებელ კომპანიას რამდენიმე წუთში იპოვით. ამისთვის საჭიროა გაეცნოთ წარმოდგენილ განცხადებებს და რეგისტრირებულ კომპანიებს დაუკავშირდეთ. სატელეფონო კონსულტაცია უფასოა, შესაბამისად თქვენ გეძლევათ შანსი რამოდენიმე ავტოსერვისის პირობები შეაჯეროთ და თქვენთვის ოპტიმალური მომსახურებით ისარგებლოთ.
ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. ნებისმიერი მომსახურების ღირებულება სამუშაოს სპეციფიკიდან და სირთულიდან გამომდინარე დააგარიშდება. ეს მეთოდი ზედმეტი თანხის გადახდისგან გიცავთ. აგრეთვე არ იხდით დამატებით საკომისიოს დამაკავშირებელი მესამე პირისთვის (ამ შემთხვევაში ვებგვერდის მომსახურებისთვის).
პლატფორმა თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე მორგებულია. მაგისტრალზე მოძრაობისას ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში მახლობელ ლოკაციაზე ავტოსერვისს, მოკლე დროში, მოიძიებთ. ასევე შეგიძლიათ სპეციალისტები ადგილზე გამოიძახოთ, რაც
ევაკუატორის დაქირავების აუცილებლობისგან გიხსნით.
Servisebi.ge საქართველოს ყველა ქალაქს მოიცავს, ამიტომ სპეციალისტების მომსახურების მიღებას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ. რაც მთავარია ვებგვერდის გამჭვირვალე სისტემა რეალურ მომხმარებელთა შეფასებებს გიზიარებთ, რაც გადაწყვეტილების მიღებას განსაკუთრებულად ამარტივებს.