ტექდათვალიერება გულისხმობს ავტომობილის შემოწმებას მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხდვით. თუ მანქანა არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს მფლობელს სოლიდური ჯარიმა დაეკისრება. აღნიშნული კანონი 2018 წელს ამოქმედდა და ტედათვალიერება დღემდე ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის სავალდებულოა.
ტექდათვალიერების შემოღება უკავშირდება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, ავარიების პრევენციას და ჰაერის დაბინძურების შემცირებას.
პროცედურა დაახლოებით 20 წუთს მოითხოვს და ის სავალდებულოა ყველა ავტომფლობელისთვის საქართველოში. სხვადასხვა ქვეყანაში ეს პროცედურა დადგენილია იმისთვის, რომ შემოწმდეს ავტომობილის უსაფრთხოება და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობა.
ტექდათვალიერების მოთხოვნები 2023 წელს და ვადა
ტექდათვალიერება ინდივიდუალურად ტარდება. ის დამოკიდებულია ავტომობილის მახასიათებლებზე და ასაკზე, მაგალითად:
თუ მანქანის გამოშვებიდან 4 წელი არ გასულა-ტექდათვალიერება არ დაგჭირდებათ;
4-8 წლის ავტომობილისთვის- ინსპექტირება საჭიროა 2 წელიწადში ერთხელ;
8 წელზე მეტის შემთხვევაში ტექინსპექტირება ტარდება ყოველწლიურად;
იმპორტირებული მანქანის შემთხვევაში ტექდათვალიერება ტარდება განბაჟებიდან 30 კალენდარულ დღეში.
2023 წლის იანვრიდან ტექდათვალიერების მოთხოვნებში რამოდენიმე ცვლილება შევიდა.
ავტომობილის შემოწმება ხმაურზე პერიოდული ტექინსპექტირების ფარგლებში ეს ერთ-ერთი კომპონენტია. ხმაურის დასაშვები ნორმები განსაზღვრულია წინასწარ ჩატარებული კვლევების გათვალისწინებით.
გაიგე როდის გიწევს ტექდათვალიერება და გაეცანი წესებს
თუ გსურთ გაიგოთ როდის არის თქვენი ავტომობილის ტედათვალიერება, უნდა შეამოწმოთ მანქანის რეგისტრაციის მოწმობა. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადგილობრივ ინსპექტირების ცენტრს.
პროცედურის დროს მოქმედებს გარკვეული წესები, რის მიხედვითაც ამოწმებენ თქვენს ავტომობილს. კრიტერიუმები შემდეგია:
პირველ რიგში ხდება ავტომობილის იდენტიფიცირება;
ამოწმებენ სამუხრუჭე სისტემას;
ასევე მოწმდება საჭით მართვის სისტემა;
მნიშვნელოვანია ხილვადობის დადგენა;
ინსპექტირება უტარდება ფარებს, ელექტრომოწყობილობებსა და შუქამრეკლებს;
მოწმდება თვლები, საბურავები, დაკიდების სისტემა და ღერძები;
შემოწმდება შასი;
კონტროლდება ზემოქმედება გარემოზე;
M2, M3 კატეგორიის ტრანსპორტისთვის დამატებით ეწყობა ტესტირება;
ტექდათვალიერების დროს მოწმდება წინა და უკანა შუშა, ასევე უხარვეზოდ უნდა მუშაობდეს მინის მწმენდები. კარს და სარკეებს არანაირი დაზიანება არ უნდა ჰქონდეს. თუ მანქანას დიდი ზომის დაზიანებები და შეჭეჭყილი კორპუსი აქვს შესაძლოა ტექდათვალიერება ვერ გაიაროს.
მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ საბურავებს. თითოეულ ღერძზე ერთნაირი საბურავები უნდა იყოს (ასევე უნდა გქონდეთ სათადარიგოც).
ძრავი გამართულად უნდა მუშაობდეს (არ უნდა ქრებოდეს ნეიტრალში). მოაწესრიგეთ ჰაერის ფილტრიც. გაითვალისწინეთ, რომ მანქანას ქვემოდან ფარნით შეამოწმებენ. მას არ უნდა ჰქონდეს ჩამოვარდნილი ნაწილები და არ უნდა იღვრებოდეს ზეთი. უმჯობესია ინსპექტირებამდე ავტომობილი კარგად გაასუფთავოთ.
ტექდათვალიერების გავლისას საჭიროა:
პირადობის მოწმობა;
მანქანის პასპორტი;
ტექდათვალიერების თანხის გადახდის ქვითარი;
გაზის საბუთი (თუ ავტომობილი გაზზე მუშაობს);
ვის დავუკავშირდეთ ტექდათვალიერების შესახებ?
საქართველოში ტექდათვალიერების 40 ცენტრია. მათგან რომელში შეამოწმებთ ავტომობილს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. თუ გსურთ რიგში დგომას თავი აარიდოთ, ვიზიტის დაგეგმვა ონლაინ შესაძლებელია.
ვებგვერდზე servisebi.ge შეარჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი ცენტრი. დაგეგმვის შემდეგ მიიღებთ შეტყობინებას ჩაწერის შესახებ, სადაც მითითებული იქნება ზუსტი მისამართი და უნიკალური კოდი. ჩვენს ვებგვერდზე საჭირო ტექდათვალიერების ცენტრის შერჩევას 24/7-ზე შეძლებთ.
როგორ შევამციროთ CO
ავტომობილის მიმართ არსებულ მოთხოვნებს შორის ყველაზე რთულია გამონაბოლქვის შემცირება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მანქანის შეცვლა საკმარისი არ არის. გამოსავალი მხოლოდ მისი მოვლა და გეგმიურად შემოწმებაა.
CO-ს გამომწვევი მიზეზი არის ძრავისთვის საწვავის არასწორი მიწოდება. თუ ბენზინის მიწოდება ძრავამდე შეფერხებულია, მიწოდების სისტემა უნდა გაიწმინდოს, რათა ნორმალური მიწოდება აღდგეს. ამისთვის იყენებენ სპეციალურ სითხეს, რომელიც რეზერვუარიდან გამოსასვლელ მილებს ნადებს აშორებს.
შესაძლოა პრობლემა იყოს მფრქვევანაშიც. მას აქვს საწვეთურები, რომელიც ძრავში ბენზინს აფრქვევს. თუ მფრქვევანაში კოროზიაა ეს საწვავის მიწოდებას ხელს შეუშლის.
საწყის ეტაპზე პრობლემების აღმოფხვრა სისტემის გამწმენდი საშუალებით შეიძლება. ეს შემდგომში პრევენციული გზაც არის კოროზიისგან თავდასაცავად.
ტექდათვალიერების საფასური
ავტომობილის ტექინსპექტირებაზე განსხვავებული ფასები მოქმედებს. ტექდათვალიერების ფასს სახელმწიფო ადგენს და ნებისმიერ ცენტრში იდენტურია.
მსუბუქი ავტომობილის ტექდათვალიერება- 60 ლარი;
მისაბმელი - 60 ლარი;
სამგზავრო/სატვირთო - 100 ლარი;
ელექტრომობილი 48 ლარი;
თუ ტექდათვალიერებას ვერ გაივლით
თუ ტექდათვალიერებას განზრახ აარიდებთ თავს 50 ლარით დაჯარიმდებით. ეს ჯარიმა ფიზიკური პირების შემთხვევაში მოქმედებს. იურიდიული პირები და ინდმეწარმეები კი 200 ლარით დაჯარიმდებიან. ჯარიმის გადახდისთვის ერთი თვის ვადა გეძლევათ. თუ ამ ვადაში არ გადაიხდით 500 ლარიანი საურავი დაგეკისრებათ. თუ საურავს არ გადაიხდით 6 თვით მანქანის მართვის უფლება ჩამოგერთმევათ.
გაითვალისწინეთ, რომ ინსპექტირება გაუვლელი მძღოლებისთვის ჭკვიანი კამერები მოქმედებს, რომლებიც ათასობით ჯარიმას წერენ. აქედან გამომდინარე, კანონის გვერდის ავლა შეუძლებელია.
გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექდათვალიერება
ტექდათვალიერება გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც სავალდებულოა. მათთვის სპეციალურად აკრედიტებული ცენტრი არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქე ხართ თუ არა, თუ ქვეყანაში ავტომობილს ფლობთ ტექინსპექტირება აუცილებლად უნდა გაიაროთ.
შემიძლია ავტომობილი შესამოწმებლად სხვას გავატანო?
მანქანის ტექინსპექტირებაზე არ არის აუცილებელი თავად ავტომფლობელი გამოცხადდეს. შესაძლოა ავტომობილი ოჯახის წევრს ან მეგობარს მიანდოთ. ასევე მოქმედებს სპეციალური სერვისები, რომლის საშუალებითაც ავტომობილი თქვენგან დამოუკიდებლად გაივლის დათვალიერებას. გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ძალიან ბევრ დროს დაზოგავთ და პრობლემასაც მოაგვარებთ.
რომელი ავტომობილები არ გადიან ტექდათვალიერებას
ტექდათვალიერების ჩატარება არ არის აუცილებელი:
მოტოციკლებისთვის;
განუბაჟებელი ავტომობილებისთვის;
1960 წლამდე დამზადებული ავტომობილებისთვის;
წარმოებიდან მოხსნილი მოდელებისთვის;
ისტორიულად დაცული ავტომობილებისთვის;
ავტომობილებისთვის, რომელთა სიჩქარე ქარხნულად არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.
ტექინსპექტირება მარჯვენასაჭიანი მანქანებისთვის
მარჯვენასაჭიანი მანქანებისთვისაც ტექინსპექტირებაზე ანალოგიური წესები მოქმედებს. მარჯვენასაჭიანი მანქანები დამატებით გაივლიან შემოწმებას მაშუქი ფარების დახრილობის და სინათლის ნაკადის მიმართულების შესახებ.
ტექდათვალიერებისას მოწმდება: ქარხნულად გათვალისწინებული ყველა ნათურა; მინები და მინაწმენდები; მანქანის ფარები; საბურავები და სამუხრუჭე სისტემა; ძრავის გამართულობა; მანქანის კორპუსი და სხვა ხილული ელემენტები; გამონაბოლქვის ზემოქმედება;
ტექდათვალიერების ფასი დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ: მსუბუქი ავტომობილის - 60 ლარი; მისაბმელი -60 ლარი; სამგზავრო/სატვირთო - 100 ლარი; ელექტრომობილი 48 ლარი;
ტექდათვლიერება დამოკიდებულია ავტომობილის ასაკზე და რეგისტრაციის თარიღზე. თუ მანქანის ტექდათვალიერების თარიღი გინდათ გაიგოთ მანქანის რეგისტრაციის მოწმობა შეამოწმეთ.
ტექდათვალიერების ჯარიმა შესაძლოა ნახოთ videos.police.ge-ზე. თუ ტექდათვალიერება გავლილი არ გაქვთ და მანქანით მაინც მოძრაობთ ჭკვიანი კამერების საშუალებით დაჯარიმდებით.