გათბობის ხელოსანი

პროფესიონალი გათბობის ხელოსანი სერვისებზე უზრუნველყოფს გათბობის სისტემების მონტაჟს, დიაგნოსტირებას, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას. მისი სერვისები განსაკუთრებით საჭიროა ზამთრის პერიოდში მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
 გათბობის ხელოსანი უზრუნველყოფს თქვენი გათბობის სწორ და ეფექტურ მუშაობას, რაც შეგიქმნით უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს, შეამცირებს ენერგიის მოხმარებას და ხარჯებს. გათბობის ხელოსნები მუშაობენ ცენტრალური გათბობის სისტემების, გაზისა და ელექტრო გამათბობლების, წყლის გამაცხელებლების მონტაჟსა და შეკეთებაზე.  მათი დახმარებით, შესაძლებელია გათბობის სისტემის გამართულად მუშაობის მონიტორინგი და პრობლემის სწრაფად აღმოფხვრა.   პროფესიონალი ხელოსნის ჩართულობა უზრუნველყოფს თქვენი გათბობის სისტემის ხანგრძლივ და უსაფრთხო გამოყენებას, რაც მნიშვნელოვანია საცხოვრებელი  და საოფისე სივრცის კომფორტისათვის.

გათბობის ხელოსანი გამოძახებით

გჭირდებათ გათბობის ხელოსანი გამოძახებით? Servisebi.ge გთავაზობთ პროფესიონალი ხელოსნების მრავალფეროვან შეთავაზებებს ერთ სივრცეში. ისარგებლეთ ხარისხიანი მომსახურებით  საუკეთესო ფასად.
გათბობის ხელოსანი გამოძახებით საშუალებას გაძლევთ სწრაფად და მარტივად მიიღოთ პროფესიონალური დახმარება სახლიდან გაუსვლელად. არ აქვს მნიშვნელობა გჭირდებათ გათბობის მონტაჟი , დიაგნოსტირება თუ შეკეთება, გამოცდილი ხელოსანი გაგიწევთ დროულ მომსახურებას თქვენს მისამართზე იქნება ეს საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე.  სერვისი მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ დროს და თავიდან აგაცილებთ გაუმართავი სისტემის რისკებს, უზრუნველყოფს კომფორტს და სითბოს თქვენს გარემოში. არ გადადოთ! შეარჩიეთ სპეციალისტი მარტივად სერვისებზე და პირადად  დაუკავშირდით დეტალებზე შესათანხმებლად!
verify badge პრემიუმი
კალონკების, ცენტრალური გათბობის, კარმის გამათბობლების შეკეთება
კალონკების, ცენტრალური გათბობის, კარმის გამათბობლების შეკეთება
pin თბილისი
სერვის +
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 26 შეფასება

ნუ ენდობით არა სერთიფიცირებულ და გამოუცდელ ხელოსნებს, რომლის გამოუცდელობამ შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ. ენდეთ ჩვენს გამოცდილებას! წყლის გამაცხელებლების, გაზის კალონკების ოთახის გამათბობლების, კარმის, ცენტრალური გათბობა, ქვაბების, ელ ავზების, ბაკების შეკეთება - გაწმენდა - დარეგულირება. დიაგნოზი: ვიზიტი 40₾ - 50₾. ფასები მოცემულია ვიზიტის ჩათვლით. დარეგულირება გასწორება მომსახურეობა ნებისმიერ კალონკაზე (ვიზიტი 40₾ + დარეგულირება 10₾ = 50₾) მდებარეობის გათვალისწინებით. ნაწილი თუ არ გამოიცვლება და შევაკეთებთ, ჯამში 50₾. 1. პროპელერი - 180 დან 250₾ - მდე; 2. პლატა - 100 - დან 300₾ - მდე; 3. რედუქტორის პრობლემა 80₾ - დან 100₾ - მდე; 4. პრისოსტატი 80₾; 5. კონდესატორი 80₾; 6. მიკრიკი 70₾ - მდე; 7. დაჩიკები, ფაიფურები 70₾; 8. კალონკის გაწმენდა 70₾ - დან 170 ლარამდე; 9. გაზის ელექტრო კლაპანი 60₾ - დან 80₾ -მდე; 1. ბაკის გაწმენდა 50₾ - დან 100₾ - მდე 100 ლიტრამდე მოცულობის; 2. კალონკის მონტაჟი: 80 ლარიდან; 3. ჩვენგან ნაყიდი კალონკის შემთხვევაში 50 ლარიდან; 4. გაზის ოთახის გამათბობლის მონტაჟი 80 ლარიდან; 5. გაზის ოთახის გამათბობლის შეკეთება 50₾ - დან, თუ ნაწილია გამოსაცვლელი დაემატება ნაწილის ღირებულება; 6. გაზის ოთახის გამათბობლის გაწმენდა 70 - დან 100 - ლარამდე; ყველა გამოცვლილ დეტალზე მოქმედებს გარანტია. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ შეკეთებულ ნივთზე გაგიწევთ სატელეფონო კონსულტაციას ყველა დასმულ კითხვაზე. მოერიდეთ უპასუხისმგებლო ხელოსნების მომსახურეობას, იგრძენით თავი უსაფრთხოდ!

profile avatar კახა
გათბობის ქვაბის, გაზის კალონკის, ატმორის ხელოსანი
გათბობის ქვაბის, გაზის კალონკის, ატმორის ხელოსანი

გათბობის სისტემების კვალიფიცირებული ხელოსნების მომსახურება 24/7. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი პრობლემების სწრაფ და ხარისხიან მოგვარებას მისაღები ფასებით. ვმუშაობთ ყველა სახის გათბობის სისტემებზე: ცენტრალური გათბობის ქვაბი - მონტაჟი, რადიატორის მონტაჟი, რადიატორის ვენტილი, შეკეთება, გათბობის მილების შეკეთება/გადაბმა, ცენტრალური გათბობის კოლექტორის აწყობა, რადიატორის კომპლექტის მონტაჟი, ცენტრალური ქვაბის პლატის შეკეთება, რადიატორის გამორეცხვა გაზის კალონკა - მონტაჟი, დემონტაჟი, შეკეთება, დეტალის შეცვლა/გაწმენდა ატმორი - მონტაჟი, დემონტაჟი, შეკეთება, დეტალის შეცვლა/გაწმენდა ელ. ბაკი (თერმექსი) - მონტაჟი, დემონტაჟი, შეკეთება(ამორეცხვა - თერმოსტატი/ვენტილი/ელექტროობა/ტენი) კარმა/ლონგვ - მონტაჟი, დემონტაჟი, შეკეთება, დეტალის შეცვლა/გაწმენდა თითოეულ შესრულებულ მომსახურების სახეობაზე ვიძლევით ოფიციალურ გარანტიას!

კარმის ხელოსანი გათბობის ქვაბის ხელოსანი ცენტრალური გათბობის მონტაჟი წყლის გამაცხელებლის შეკეთება კალონკის ხელოსანი გათბობის სისტემების გაწმენდა გათბობის ხელოსანი თბილისში

მომხმარებლის შეფასებები

შევაკეთებ გაზის კალონკებსა და ცენტრალურ ქვაბებს სურათი
შევაკეთებ გაზის კალონკებსა და ცენტრალურ ქვაბებს
ქეთი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
6 დღის წინ

ყველაზე კარგი მომსახურება. მოწესრიგებული,პუნქტუალური და თავისი საქმის მცოდნე. მადლობელი ვარ.

წყლის გამაცხელებელი კალონკის და ცენტრალური ქვაბის ხელოსანი სურათი
წყლის გამაცხელებელი კალონკის და ცენტრალური ქვაბის ხელოსანი
Aa
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 კვირის წინ

პროფესიონალური, კარგი შედეგი, მადლობა. ძალიან კმაყოფილი ვარ. 100% რეკომედაციას ვუწევ.მიუხედავად იმისა რომ გვიან დავრეკე მაინც მოაგვარეს კალონკის პრობლემა.

გაზის კალონკის შეკეთება / დამონტაჟება სურათი
გაზის კალონკის შეკეთება / დამონტაჟება
ნუნუ
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 კვირის წინ

ნამდვიკად კმაყოფილი დავრჩი ამ ბიჭის მომსახურებით,კარგი კომუნიკაციის უნარით და საქმეზე ორიენტირებულობით. რეკომენდაცია ვუწევ ნამდვილად.

გაზის გამათბობლის მონტაჟი და შეკეთება სურათი
გაზის გამათბობლის მონტაჟი და შეკეთება
ხატია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 კვირის წინ

დათქმულ დროს მოვიდა. კარმის ასანთები აღარ მუშაობდა, ცეცხლს ვერ აწვდიდა. მალევე შეაკეთა. მადლობა გაწეული სწრაფი და ხარისხიანი მუშაობისთვის.

გაზის კალონკის შეკეთება / დამონტაჟება სურათი
გაზის კალონკის შეკეთება / დამონტაჟება
ეკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

კარგი მომსახურება აქვს, საკმაოდ მისაღები ფასი. რეკომენდაციას ვუწევ ნამდვილად

გაზის კალონკის შეკეთება / დამონტაჟება სურათი
გაზის კალონკის შეკეთება / დამონტაჟება
მარიამი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

დილით სასწრაფოდ დამჭირდა დახმარება,ძალიან სწრაფად და ხარისხიანად გამირემონტა წყლის გამაცხელებელი. აუცილებლად ვისაც დასჭირდება მსგავსი მომსახურება დიდ რეკომენდაციას გავუწევ ბაჩოს.

​გათბობის ხელოსანი: პროფესიონალური სერვისი თქვენი კომფორტისთვის

ზამთრის სუსხში, სახლში ან ოფისში თბილი და კომფორტული გარემოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  გათბობის სისტემა  უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს ცივ ამინდში, თუმცა, გათბობის სისტემა, რომელიც დროულად არ არის შემოწმებული ან სწორად დამონტაჟებული, შეიძლება უამრავი პრობლემის წყაროდ იქცეს. სწორედ ამიტომ, გათბობის ხელოსნის პროფესიონალური სერვისი გადამწყვეტ როლს თამაშობს თქვენი კომფორტის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
გათბობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლა არასასიამოვნო და ხშირად სახიფათო პრობლემაა, რომელსაც დროული რეაგირება სჭირდება. გათბობის ხელოსანი გამოძახებით უზრუნველყოფს, რომ სწრაფად და ეფექტურად მიიღოთ პროფესიონალური დახმარება ნებისმიერ დროს. სერვისის გამოყენებისას, გამოცდილი ხელოსნები თქვენს მისამართზე მოდიან და ასრულებენ ნებისმიერი ტიპის სამუშაოს, იქნება ეს გათბობის სისტემების, ქვაბის, რადიატორებისა და გაყვანილობის მონტაჟი, შეკეთება თუ დიაგნოსტირება. ეს სერვისი გეხმარებათ, რომ თავიდან აიცილოთ სირთულეები და სარისკო სიტუაციები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას გაუმართავი გათბობის სისტემის გამო.
ცენტრალური გათბობის სისტემა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გზად სახლის ან ოფისის გათბობისთვის. თუმცა, ამ სისტემის მონტაჟი მოითხოვს პროფესიონალურ ცოდნას და გამოცდილებას. ცენტრალური გათბობის მონტაჟი მოიცავს მილების დაყენებას, რადიატორების და გათბობის ქვაბის სწორად დამონტაჟებას, რაც უზრუნველყოფს სისტემის ეფექტურ მუშაობას. გარდა მონტაჟისა, ცენტრალური გათბობის სისტემები პერიოდულად საჭიროებენ დიაგნოსტირებას, წმენდას და შეკეთებას. გათბობის ხელოსანი შეამოწმებს, შეაკეთებს ან შეცვლის მწყობრიდან გამოსულ დეტალებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სისტემის მოხმარების ვადას.
გაზის გამათბობლები(ე.წ. კარმა) და წყლის გამაცხელებლები(ე.წ. კალონკა) ფართოდ გამოიყენება საცხოვრებელ ფართებში,  თუმცა მათი მონტაჟი და დიაგნოსტიკა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. გაზის გამათბობლის არასწორმა მონტაჟმა ან გამაცხელებელმა შეიძლება შექმნას სერიოზული საფრთხეები. გათბობის ხელოსანი უზრუნველყოფს ყველა საჭირო მანიპულაციას, რომელიც საჭიროა გაზისა და წყლის გამათბობლების სწორად დასამონტაჟებლად, ასევე განახორციელებს პერიოდულ დიაგნოსტირებას, რაც თავიდან აგარიდებთ არასასურველ სიტუაციებს.
გათბობის ხელოსნის მომსახურება არის შეუცვლელი კომპონენტი, როდესაც საქმე ეხება გამათბობლების უსაფრთხოებას და ეფექტურობას. პროფესიონალი ხელოსნები გთავაზობენ სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს გათბობის სისტემების მონტაჟს, დიაგნოსტიკასა და შეკეთებას. იმ შემთხვევაში  თუ თქვენი გათბობის სისტემა ძველია და აღარ ექვემდებარება შეკეთებას, ისინი გვთავაზობენ გათბობის ქვაბის ჩაბარების მომსახურებასაც. ეს სერვისი არა მხოლოდ ეკოლოგიური გადაწყვეტილებაა, არამედ საშუალებას გაძლევთ მიიღოთ შემოსავალი ძველი და გამოუსადეგარი გამათბობლიდან. მათი დახმარებით, თქვენი გათბობის სისტემა მუდამ გამართული და უსაფრთხო იქნება, რაც თქვენს ოჯახსა და თანამშრომლებს უზრუნველყოფს კომფორტითა და უსაფრთხოებით წლის ნებისმიერ დროს.
ჩვენი პლატფორმა servisebi.ge გთავაზობთ სხვადასხვა შემსრულებლების შეთავაზებების ფართო არჩევანს, ერთ სივრცეში. არ აქვს მნიშვნელობა გესაჭიროებათ ხელოსანი ცენტრალური გათბობისათვის, იატაკქვეშა გათბობისათვის, გაზის გამაცხელებლებისათვის, სანტექნიკისათვის, ელექტროობისათვის თუ სარემონტო სამუშაოებისათვის. თქვენთვის საჭირო მომსახურებას ჩვენთან მარტივად იპოვით. სხვადასხვა შემსრულებლების მიერ გამოქვეყნებულ შეთავაზებებში მოცემულია მომსახურების პირობები, მდებარეობა, შეფასებები და საკონტაქტო ინფორმაცია. შეგიძლიათ წინასწარ  შეადაროთ სხვადასხვა შემსრულებლების ფასები, სამუშაო პირობები, შეფასებები, ანაზღაურება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.  რაც მთავარია, მომსახურების მიღება შეგიძლიათ საქართველოს მასშტაბით, თბილისში, ბათუმში, რუსთავში და სხვა ქალაქებში. ისარგებლეთ გათბობის ხელოსნის მომსახურებით servisebi.ge-ს დახმარებით და მიიღეთ სწრაფი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურება.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რატომ არის მნიშვნელოვანი პროფესიონალი გათბობის ხელოსნის მომსახურება?

პროფესიონალი გათბობის ხელოსნის მომსახურება აუცილებელია, რადგან გათბობის სისტემების მონტაჟი და შეკეთება მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას. არასწორად დაყენებულმა ან გაუმართავმა სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები, მათ შორის გაზის გაჟონვა, წყლის დაზიანება და გადახურება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების უსაფრთხოებასა და კომფორტს.

​რამდენად მნიშვნელოვანია გათბობის სისტემის რეგულარული შემოწმება?

გათბობის სისტემის რეგულარული დიაგნოსტიკა აუცილებელია, რადგან ეს პროცესი საშუალებას იძლევა დროულად გამოვლინდეს ნებისმიერი პოტენციური პრობლემა საწყის ეტაპზევე. ეს ხელს უწყობს გათბობის სისტემის ეფექტურ მუშაობას და თავიდან აგარიდებთ უფრო სერიოზულ და ძვირადღირებულ პრობლემებს მომავალში.

რა უპირატესობები აქვს ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს?

ცენტრალური გათბობის სისტემა უზრუნველყოფს სახლს ერთგვაროვან და კომფორტულ გათბობას. მისი მონტაჟი, მართალია, უფრო ძვირი ჯდება ვიდრე მაგალითად „კარმის“ მონტაჟი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სისტემები უფრო ეკონომიურია და ნაკლებად მოითხოვენ მოვლას. გარდა ამისა, ცენტრალური გათბობის სისტემა  ათბობს სივრცის ყველა ნაწილს ერთ დონეზე და საშუალებას გვაძლევს ვისარგებლოთ ცხელი წყლით ცალკეული წყლის გამაცხელებლების გარეშე. 

​რა უნდა ვიცოდეთ გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების შესახებ?

გაზის გამათბობლები (ე.წ. კარმა) და წყლის გამაცხელებლები(ე.წ. კალონკა) წარმოადგენენ ეფექტურ  და ბიუჯეტურ საშუალებას სითბოსა და ცხელი წყლის უზრუნველსაყოფად, თუმცა მათი მონტაჟი და ექსპლუატაცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ გაზის გამათბობლების მონტაჟი და შემოწმება შესრულდეს მხოლოდ სერტიფიცირებული ხელოსნის მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული გაზის გაჟონვა ან სხვა სახის საფრთხეები.

​რა უნდა გავაკეთოთ, თუ გათბობის სისტემა გაუმართავია და ზამთრის პერიოდში ვერ უზრუნველყოფს საკმარის სითბოს?

თუ გათბობის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საკმარის სითბოს, უმჯობესია დაუყოვნებლივ გამოიძახოთ პროფესიონალი ხელოსანი. გაუმართავი გათბობის სისტემა არა მხოლოდ დისკმოფორტს გვიქმნის, არამედ შესაძლოა მწყობრიდან გამოსულმა ნაწილებმა უფრო სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა გათბობის ქვაბის დაზიანება ან მილების გაჟონვა. ხელოსნის დროული ჩარევა უზრუნველყოფს პრობლემის სწრაფ და ეფექტურ მოგვარებას.

 რჩევები გათბობის სისტემების ხანგრძლივად და ეფექტურად გამოსაყენებლად
რჩევები გათბობის სისტემების ხანგრძლივად და ეფექტურად გამოსაყენებლად
...
ყველას ნახვა