ტელევიზორის სწორად დამონტაჟება კედელზე, მნიშვნელოვანია, რადგან შეინარჩუნოთ სიმყუდროვე თქვენს სახლში და შექმნათ მაქსიმალური კომფორტი. კედელზე დამონტაჟებული ტელევიზორი თავიდან აგარიდებთ თქვენს საცხოვრებელ ბინაში ფართის ზედმეტად დაკარგვას და შექმნით უფრო მეტად მყუდრო გარემოს თქვენს ბინასა თუ სახლში. იმისთვის, რომ სწორად და ხარისხიანად მოხდეს თქვენ მიერ შეძენილი
ტელევიზორის დამონტაჟება ან კედელზე დაკიდება საჭიროა სანდო და გამოცდილი სპეციალისტის დახმარება. გარდა ამისა, არასწორად დამონტაჟებულმა ტელევიზორმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენი ტელევიზორის გამოყენებას დაზიაანდეს ის და მოგიწიოთ
ტელევიზორის ჩაბარება, ან შეცვალოს თქვენი ბინის და სახლის ესთეტიკა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ტელევიზორის სწორად მონტაჟი ?
- ტელევიზორის სწორად დამონტაჟება კედელზე ათავისუფლებს მეტ სივრცეს თქვენს საცხოვრებელ ბინასა თუ სახლში და უზრუნველყოფს სივრცის ოპტიმიზაციას;
- სწორად დამონტაჟებული ტელევიზორი გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, რადგან არასწორად დამონტაჟებულმა ტელევიზორმა შეიძლება ვერ გაუძლოს სიმძიმეს და ჩამოვარდეს, რაც საფრთხეს უქმნის არამარტო ტექნიკას და შეიძლება მოგიწიოთ პლაზმური ტელევიზორის ეკრანის შეცვლა, არამედ მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს;
- ტელევიზორის მონტაჟი ადგილზე მისვლით, მოიცავს გამოცდილი სპეციალისტის მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ თუ რა სიმაღლეზე და როგორი კუთხით იქნება ოპტიმალური ტელევიზორის კედელზე დამონტაჟება;
- გამოცდილი სპეციალისტი დაგეხმარებათ ტელევიზორის კაბელების მარტივად დამალვაში, რაც უფრო ესთეტიკურ იერს მიანიჭებს თქვენს ინტერიერს;
რა უნდა გავითვალისწინოთ ტელევიზორის ოთახში დამონტაჟებამდე?
- ტელევიზორის დამონტაჟება უნდა მოხდეს ისეთ ოთახში ან კედელზე, სადაც ადამიანებს მარტივად შეუძლიათ ყველა კუთხიდან აღიქვან გამოსახულება;
- ნუ დაამონტაჟებთ ტელევიზორს ფანჯრების პირდაპირ ან მზიან მხარეს, რადგან თავიდან აირიდოთ ეკრანის არეკვლა;
- ტელევიზორის დაზიანების თავიდან ასაცილებლად მოათავსეთ გათბობის რადიატორების ან ბუხრისგან მოშორებით, რათა აიცილოთ თავიდან ეკრანის ან ტელევიზორის დაზიანება;
რა სიმაღლეზე უნდა დამონტაჟდეს ტელევიზორი ?
ტელევიზორი უნდა დამონტაჟდეს მხედველობის დონის სიმაღლეზე ადამიანის მჯდომარე მდგომარეობაში, რომ არ დაიძაბოს თვალი ყურების დროს და მარტივად შეძლოთ გამოსახულებების აღქმა. ეს კი, დაახლოებით 110 სმ - ია იატაკიდან. რაც შეეხება, საძინებელ სივრცეს, აქ ტელევიზორის დამონტაჟება შესაძლებელია უფრო მაღლა იატაკიდან 130 სმ. სიმაღლეზე.
რა უნდა გაითვალისწინოთ ტელევიზორის კედელზე დამონტაჟების დროს ?
ტელევიზორის კედელზე დამონტაჟებამდე უნდა გაითვალისწინოთ, რომ სწორად შეარჩიოთ შესაბამისი კედლის სამაგრი.
თუ თქვენ ამონტაჟებთ სმარტ ტელევიზორს აგურის კედელზე შეარჩიეთ მძლავრი სამაგრი;
თუ ამონტაჟებთ ტელევიზორს თაბაშირ-მუყაოს კედელზე, შეარჩიეთ მძლავრი სამაგრები და, რაც შეიძლება მსუბუქი წონის ტელევიზორი.
ტელევიზორის სწორად დასამონტაჟებლად სასურველი სპეციალისტი შეგიძლია შეარჩიო საიტზე
servisebi.ge, სადაც გაეცნობი მომხმარებლის შეფასებებს და რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით იპოვის სასურველ სპეციალისტს. გამოცდილი ტელევიზორის ხელოსანი არა მარტო მის მონტაჟში, არამედ
ანტენის სწორად დაყენებასა და
ტელევიზორის პროგრამულ გასწორებაშიც დაგეხმარებათ. დამატებით დეტალების დასაზუსტებლად, შეგიძლია გაიარო სატელეფონო კონსულტაცია.