Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

კომპიუტერების შეკეთება

კკომპიუტერი გაგიფუჭდათ და არ იცით, ვის მიმართოთ? კომპიუტერების შეკეთება სწრაფად, უსაფრთხოდ და გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ. თუ მოწყობილობა ნელა მუშაობს, აღარ ირთვება ან ტექნიკური პრობლემა შეექმნა, servisebi.ge-ზე მარტივად იპოვით კომპიუტერის ხელოსანს, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემის დიაგნოსტიკაში, ლეპტოპისა თუ დესკტოპ კომპიუტერის შეკეთებაში, პროგრამების ჩაწერასა და სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულებაში.
ზოგიერთი სპეციალისტი დამატებით გვთავაზობს კომპიუტერის შეკეთებას გამოძახებით — თბილისში, რუსთავში, გორში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში, ხოლო ნაწილი უზრუნველყოფს 24 საათიან კომპიუტერულ მომსახურებასაც. ამიტომ, თუ კომპიუტერების შეკეთება დაგჭირდათ, აღარ მოგიწევთ ბევრი ძებნა — სერვისებზე ერთ სივრცეში ნახავთ სხვადასხვა სპეციალისტის შეთავაზებებს, შეადარებთ მომსახურების პირობებს, გაეცნობით რეალურ შეფასებებს და მარტივად დაუკავშირდებით სასურველ პროფესიონალს.
verify badge პრემიუმი
პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5
პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5
pin თბილისი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 35 შეფასება

მოგემსახურებათ პროფესიონალი IT სპეციალისტი. ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა: გთავაზობთ გრაფიკული / არქიტექტურული / დიზანერულ / საოფისე და სხვა პროგრამების დაყენებას. სასურველი წლის / ვერსიის ჩაწერა და ულიმიტო აქტივაციას.რაოდენობის არსებობის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება. AUTOCAD, ARCHICAD, 3ds Max, CorelDRAW, Adobe Photoshop, Adobe Premiere, Microsoft Office 2019 / 2021 / 2024 - Excel /Outlook / PowerPoint / Word / Visio Premium, Adobe Acrobat Pro,InDesign,Illustrator,Lingvo,Promt,After Effects,FrameMaker,PageMaker,Matlab,Mathematica,KitchenDraw,Lumion Pro,Autodesk Revit. შეგიძლიათ შემიკვეთოთ სასურველი პროგრამა ვაკეთებთ კომპიუტერებს და ლეპტოპებს ps4 ps5 ფლეისტეიშენის შეკეთება გვაქვს ნაწილები ვახორციელებთ მტვრისაგან გაწმენდას თერმოპასტის შეცვლას თხევადი მეტალის შეცვლას ან შესწორებას.სახარჯო მასალას და ნაწილებს ვიყენებთ საშვალო ან უმაღლესი ხარისხისას.მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად გარანტით. - კომპიუტერზე პაროლის მოხსნა - PC კომპიუტერის აწყობა, გაძლიერება, დაზიანებული ნაწილების შეცვალა - კომპიუტერების დიაგნოსტიკა, რეკომენდაციების გაცემა - ეს ყველაფერი გამოძახებით და დისტანციურად დამოკიდებულია იმაზე თუ რა სერვისს აირჩევთ. დისტანციური სერივისის შემთხვევაში საჭირო პროგრამის დაყენებაში დაგეხმარებით ესენია Teamviewer და enydesk. ანგარიშსწორება: ნაღდი / უნაღდო TBS/Bank of Georgia

profile avatar ლაშა
პრემიუმი
სრული კომპიუტერული მომსახურება გამოძახებით
სრული კომპიუტერული მომსახურება გამოძახებით
pin თბილისი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 9 შეფასება

დღეს სანდო პროგრამისტის პოვნა რთულია! მოგესალმებით! თუ გსურთ მიიღოთ: ✔️ ხარისხიანი და სწრაფი კომპიუტერული მომსახურება. ✔️ კონსულტაცია, რომლის დამსახურება 12 წლიანი გამოცდილებაა. ✔️ თქვენი პირადი მონაცემები იყოს დაცული. უფრო დეტალურად, ჩვენ გთავაზობთ მომსახურების დიდ სპექტრს: ✅ თქვენი მოწყობილობის ლეფტოპის/პერსონალური კომპიუტერის პროფესიონალურად დაშლას და მტვრისგან გაწმენდას. თერმოპასტის შეცვლას, თერმობალიშების შეცვლას. ჩიპების ტემპერატურების შემოწმებას. ✅ პაროლის დავიწყების შემთხვევაში/მოწყობილობის მწყობიდან გამოსვლის შემთხვევაში თქვენი პირადი მონაცემების ამოღება/შენარჩუნება/გადატანა/შენახვა ✅ წაშლილი ინფორმაციის/დავიწყებული პაროლების აღდგენას 2. პერსონალურზე კომპიუტერზე თუ ლეფტოპზე

კომპიუტერული მომსახურება
პრო
სრული კომპიუტერული მომსახურება გამოძახებით ასევე კონსულების Sony 4/5
სრული კომპიუტერული მომსახურება გამოძახებით ასევე კონსულების Sony 4/5
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 50 შეფასება

- სრული კომპიუტერული მომსახურება, ლეპტოპის შეკეთება, დიაგნოსტირება; - კომპიუტერის პროგრამული და ტექნიკური დიაგნოსტიკა კომპიუტერების ლეპტოპის გაწმენდა მტვრისაგან, თერმო პასტის წასმა, როგორც საშუალო, ისე მაღალი ხარისხსი, დაზეთვა, მსგავსი მომსახურეობა შესაძლებელია სონიფლეისტეიშენზე, მაკებზე მაკბუქებზე და იქსბოქსზე; ასევე გთავაზობთ სრულ სერვის sony playstation 4 და 5 ✅ - კონსოლის გაწმენდა - თერმო პასტის შეცვლა - ჯოისტიკის შეკეთება - პროგრამის ჩაწერა - კონტროლერის შეკეთება - HDMI პორტის შეკეთება - საოფისე და გრაფიკული პროგრამების დაყენება; - სრული ტექნიკური მომსახურეობა, კომპიუტერებზე, ლეპტოპებზე, მაკებზე; - პერიფერიული მოწყობილობების დრაივერების ინსტალაცია მიერთება; - გაძლერება, ნაწილების შეცვლა; - ეკრანის გამოცვლა კლავიატურის გამოცვლა და ასე შემდეგ .ვაგვარებთ ყველანაირ პრობლემის მოგვარება; - ვირუსებისგან გაწმენდა - ანტივირუსის ჩაწერა. - ინფორმაციის შენახვა გადაყენების დაწყებამდე. - ნებისმიერი დრაივერის დაყენება. - ნებისმიერი ბრაუზერის ჩაწერა.(Chrome/Opera/Mozilla/maxthon/yandex...). - სამუშაო პროგრამების დაყენება.(Word/Excel/Powerpoint,k-lite Codek pack,Gom player,Winrar/Winzip,Adobe Pdf Viewer/Editor...). - არქიტექტორული და გრაფიკული პროგრამების ჩაწერა.(Archicad,Autocad,3ds Max,Lumion Pro,Adobe Photoshop/Illustrator/AfterEffect,Premiere,CorelDraw...). - საოფისე პროგრამების აქტივაცია. - ვინდოუსზე მომხმარებლის დავიწყებული პაროლის მოხსნა. - პრინტერის, სკანერის, ვებ კამერის დაყენება. - პრინტერის დაკავშირება რამდენიმე კომპიუტერთან ქსელში. - წაშლილი ინფორმაციის აღდგენა.

კომპიუტერების შეკეთება გამოძახებით კომპიუტერის შეკეთება ლეპტოპის შეკეთება მაქბუკის შეკეთება ნოუთბუქის შეკეთება ფლეისთეიშენის შეკეთება
ტელეფონი
პრო
სრული კომპიუტერული მომსახურება ადგილზე გამოძახებით
სრული კომპიუტერული მომსახურება ადგილზე გამოძახებით
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

სრული პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა, როგორც პერსონალურ კომპიუტერებზე, ასევე ლეპტოპებზე - ადგილზე გამოძახებით - თბილისის მასშტაბით. - პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია; - პრინტერის ინსტალაცია, სკანერის ინსტალაცია, ვებ-კამერის ინსტალაცია, რამოდენიმე კომპიუტერის დაკავშირება პრინტერთან; - კომპიუტერის ნაწილების ტესტირება; - ლეპტოპის გაწმენდა მტვრისგან; - პერსონალური კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა; - კომპიუტერის პროგრამული დიაგნოსტიკა; - ინფორმაციის შენარჩუნება; - ვინდოუსზე დავიწყებული პაროლის მოხსნა; - დრაივერების დაყენება; - ვირუსებისგან გაწმენდა ანტივირუსის დაყენება; - საოფისე და გრაფიკული პროგრამების დაყენება: - Adobe Photoshop; - Adobe Illustrator; - Adobe indesign; - Adobe Premier; - Adobe After Effect; - 3DS Max; - Lumion; - Autocad; - ArchiCad; - Corel;

ტელეფონი
კომპიუტერული მომსახურება
კომპიუტერული მომსახურება

გთავაზობთ პროფესიონალურ IT მომსახურებას ფიზიკური პირებისა და კომპანიებისთვის. სერვისები: * კომპიუტერებისა და ლეპტოპების დიაგნოსტიკა და გამართვა * Microsoft 365 / Outlook-ის გამართვა * პრინტერების, სკანერებისა და სხვა პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურაცია * ქსელის (LAN/Wi-Fi) მოწყობა და პრობლემების მოგვარება * როუტერების, სვიჩებისა და Access Point-ების კონფიგურაცია * VPN-ის გამართვა * Active Directory, Microsoft Entra ID და Intune-ის ადმინისტრირება * დისტანციური და ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერა ვმუშაობ სწრაფად, პასუხისმგებლობით და ხარისხიანად. მომსახურება შესაძლებელია როგორც ერთჯერადად, ასევე მუდმივი IT მხარდაჭერის ფორმატში. დეტალური ინფორმაციისთვის მომწერეთ პირად შეტყობინებაში ან დამიკავშირდით ტელეფონით.

მობილურების და კომპიუტერების შეკეთება

კომპიუტერების შეკეთების სერვისი დაგეხმარებათ მოაგვაროთ თქვენს მოწყობილობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა. მნიშვნელობა არ აქვს, კომპიუტერი საერთოდ აღარ ირთვება, ნელა მუშაობს თუ კონკრეტული დეტალის შეცვლაა საჭირო — შესაბამის მომსახურებას Servisebi.ge-ზე ერთ სივრცეში ნახავთ. პლატფორმაზე შეგიძლიათ შეარჩიოთ სპეციალისტები, რომლებიც გვთავაზობენ კომპიუტერის შეკეთებას, პერსონალური კომპიუტერის შეკეთებას და სხვა სახის კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებას. პროფესიონალები მუშაობენ როგორც პროგრამულ, ისე ტექნიკურ გაუმართაობაზე, ატარებენ დიაგნოსტიკას, ცვლიან დაზიანებულ კომპონენტებს და უზრუნველყოფენ სისტემის გამართულ მუშაობას. თუ კონკრეტული ბრენდის მოწყობილობა გაქვთ, პლატფორმაზე ასევე შეხვდებით სპეციალისტებს, რომლებიც გვთავაზობენ MacBook, Dell, Lenovo და hp კომპიუტერების შეკეთებას.
მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით, როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში. მაგალითად თუ გსურთ კომპიუტერის შეკეთება ბათუმში ან კომპიუტერების შეკეთება გორი - მომსახურებას საძიებო სისტემის მეშვეობით მარტივად იპოვით. არ გადადოთ, შეარჩიეთ კომპიუტერების შეკეთების სერვისი ჩვენს ვებგვერდზე და ისარგებლეთ სანდო და ხელმისაწვდომი მომსახურებით მარტივად.
კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება
კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

✔️ მრავალწლიანი გამოცდილება ! ✔️ ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია! ✔️ წაიკითხეთ ვრცლად და დაგვიკავშირდით ☎️☎️☎️ • Desktop კომპიუტერის შეკეთება და მტვრისგან გაწმენდა • ქულერების გაწმენდა, დაზეთვა • უმაღლესი ხარისხის თერმოპასტის წასმა • დედაპლატის რემონტი • დედაბარათის აღდგენა • მიკროსქემის შეცვლა/აღდგენა • ჩიპსეტის შეცვლა • ვიდეობარათის შეკეთება ვიდეოჩიპის შეცვლა • კვებისბლოკის შეკეთება • კლავიატურის შეცვლა • ეკრანის შეცვლა • ქულერის გაწმენდა • ვინჩესტერის შეცვლა ოპერატიული მეხსიერების დამატება / გაძლიერება • პროცესორის გაძლიერება • დამტენის შეკეთება • დამტენის ბუდის შეცვლა • მონიტორის შეკეთება • ნოუთბუქის შეკეთება • ლეპტოპის გაწმენდა მტვრისგან • ჩიპის და ჩიფსეტის შეცვლა • ლეპტოპის ეკრანი

კომპიუტერის შეკეთება

მომხმარებლის შეფასებები

პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5 სურათი
პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5
ირაკლი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 კვირის წინ

ძალიან ხურდებოდა ლეპტოპი, ჩაუტარდა სრული სერვისი, გაიწმინდა და შეცვალა უმაღლესი კატეგორის თერმოპასტა, მათ შორის ბალიშები...

პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5 სურათი
პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5
დათო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

გაწმინდა ფლეისტეიშენი გამოძახებით, ასევე ჯოისტიკს შეუცვალა თავი, მუშაობს გემრიელად 24/7 ზე და ძალიან კომფორტული იყო ეს ...

პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5 სურათი
პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5
დანიელ
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

დაზიანებული იყო კვების ბლოკი, გაიტესტა ტესტერით, ჩემი თანდასწრებით გამოიცვალა, ახლი ჩაყენდა და მუშაობს. სხვაგან მქონდა ა...

პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5 სურათი
პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5
დონარა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

ჩაგვიწერა ფოტოშოფი ილუსტრატორი 3დ მაქსი აუტო კადი ქორელი საოფისე პროგრამები და ადობე აკრობატი პრო მადლობა

პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5 სურათი
პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5
ლევანი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

შეგვიცვალა, კლავიატურა მუშაობს ნორმალურად და ჩაგვიწერა პროგრამები autocad corel photoshop 3ds max vray corona ilustrator...

პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5 სურათი
პროგრამების დაყენება ინსტალაცია კომპიუტერის შეკეთება,ლეპტოპი,ps4 ps5
გიგა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

დაგვისერვისეს Lenovo Legion ultra core I9, წაუსვეს თერმოპასტა გამოძახებით

კომპიუტერების შეკეთება – როგორ იპოვოთ სანდო სპეციალისტი?

დღეს კომპიუტერი მხოლოდ სამუშაო ინსტრუმენტი აღარ არის. მას ვიყენებთ სწავლისთვის, დისტანციური მუშაობისთვის, კომუნიკაციისთვის, ონლაინ სერვისებით სარგებლობისთვის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესანახად. ამიტომ, ნებისმიერი გაუმართაობა ყოველდღიურ საქმიანობაზეც აისახება. სწორედ ასეთ დროს მნიშვნელოვანია პროფესიონალის დროულად მოძიება.
ნებისმიერი ხარისხიანი სარემონტო პროცესი კომპიუტერის დიაგნოსტიკით იწყება. სწორედ შემოწმების ეტაპზე დგინდება, პრობლემა პროგრამულ გაუმართაობას უკავშირდება, დაზიანებულ დეტალს თუ ორივე ფაქტორს ერთად. ზუსტი დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ხარჯები, სწორად შევარჩიოთ გამოსავალი და დაზიანება დროულად აღმოვფხვრათ.
ბევრ მომხმარებელს მხოლოდ ტექნიკის შეკეთება სჭირდება, თუმცა ხშირად მოთხოვნადია სრული კომპიუტერული მომსახურება, რომელიც მოიცავს ოპერაციული სისტემის გამართვას, პროგრამების ჩაწერას, დრაივერების ინსტალაციას, ვირუსების მოცილებას, მონაცემების გადატანასა და კომპიუტერის მუშაობის ოპტიმიზაციას. ასეთ შემთხვევაში რამდენიმე პრობლემის მოგვარება ერთ ვიზიტშიც შესაძლებელია.
თუ ლეპტოპს იყენებთ, ყველაზე გავრცელებულ მომსახურებებს შორისაა ლეპტოპის შეკეთება, გაგრილების სისტემის წმენდა, ბატარეის შეცვლა და ლეპტოპის ეკრანის შეცვლა. დროული შეკეთება ხელს უშლის დაზიანების გაუარესებას და მოწყობილობის რესურსსაც ზრდის.
დღეს კომპიუტერული სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი. სულ უფრო პოპულარული ხდება კომპიუტერების შეკეთება თბილისში, ბათუმში, რუსთავში, გორში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში, როგორც სერვისცენტრში მისვლით, ისე მისამართზე გამოძახებით.
გადაუდებელი შემთხვევებისთვის ხელმისაწვდომია 24 საათიანი კომპიუტერული მომსახურება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც კომპიუტერი სამსახურისთვის ან ბიზნესისთვის ყოველდღიურად გჭირდებათ. ბევრ სპეციალისტს შეუძლია პრობლემის ადგილზე შეფასება და იმ გაუმართაობების აღმოფხვრა, რომლებიც სერვისცენტრში გადატანას არ საჭიროებს.
Servisebi.ge-ზე შეგიძლიათ ერთ სივრცეში დაათვალიეროთ სხვადასხვა სპეციალისტის პროფილი, შეადაროთ გამოცდილება, მომხმარებელთა შეფასებები, შესრულებული სამუშაოები და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი შეთავაზება. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს გადაწყვეტილების მიღებას და ზრდის სანდო ხელოსნის პოვნის შანსს.
გარდა კომპიუტერებისა, ბევრი სპეციალისტი დამატებით გვთავაზობს ფლეისთეიშენის შეკეთებასაც. ამიტომ, თუ სათამაშო კონსოლს ტექნიკური ან პროგრამული პრობლემა შეექმნა, ხშირად იმავე პროფილზე შეძლებთ შესაბამისი მომსახურების მოძიებას.
დროული რეაგირება ყოველთვის უკეთეს შედეგს იძლევა. მცირე პროგრამული ხარვეზი ან დაზიანებული დეტალი, რომელიც დროულად არ გამოსწორდა, მომავალში შესაძლოა გაცილებით სერიოზულ და ძვირად ღირებულ პრობლემად გადაიქცეს. სწორედ ამიტომ, გამოცდილ სპეციალისტთან მიმართვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ამ პროცესში კი შეუცვლელი დამხმარე ჩვენი ვებგვერდია.
 და ისარგებლეთ სანდო და ხელმისაწვდომი მომსახურებით მარტივად.ეკეთება ,ლეპტოპ სერვისი ,Macbook გაძლიერება, ეფლის ხელოსანი

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როდის არის საჭირო კომპიუტერის დიაგნოსტიკა?

თუ კომპიუტერმა ნელა დაიწყო მუშაობა, ხშირად ითიშება, პროგრამები აღარ იხსნება ან უცნაური ხმები ისმის, შესაძლოა პრობლემა მხოლოდ დროებითი შეფერხება არ იყოს. ასეთ შემთხვევაში კომპიუტერის დიაგნოსტიკა დაგეხმარებათ ზუსტად გაიგოთ, რა იწვევს გაუმართაობას და რა ტიპის შეკეთებაა საჭირო. დროული შემოწმება კი თავიდან აგარიდებთ როგორც ზედმეტ ხარჯებს, ისე უფრო სერიოზულ დაზიანებას.

შესაძლებელია კომპიუტერის შეკეთება გამოძახებით?

დიახ, ბევრი სპეციალისტი გვთავაზობს კომპიუტერის შეკეთებას გამოძახებით, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როდესაც ტექნიკის გადატანა რთულია ან პრობლემა ადგილზე შეიძლება მოგვარდეს. სპეციალისტი თქვენს მისამართზე მოვა, შეაფასებს მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შეასრულებს შესაბამის სამუშაოებს.

მხოლოდ კომპიუტერებს არემონტებენ თუ სხვა ტექნიკაზეც მუშაობენ?

კომპიუტერის სპეციალისტების მომსახურება მხოლოდ დესკტოპ მოწყობილობებით არ შემოიფარგლება. ბევრი მათგანი მუშაობს ლეპტოპებზე, ასრულებს პროგრამების ჩაწერას, სისტემის გამართვას და სხვა ტექნიკურ სამუშაოებს. ზოგიერთი პროფესიონალი დამატებით გვთავაზობს ფლეისთეიშენის შეკეთებასაც, რაც საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა მოწყობილობის მომსახურება ერთ სივრცეში ვიპოვოთ.

შესაძლებელია თუ არა 24 საათიანი მომსახურების მიღება?

ზოგი სპეციალისტი გვთავაზობს 24 საათიან კომპიუტერულ მომსახურებას, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია გადაუდებელი შემთხვევების დროს. თუ კომპიუტერი სამუშაოსთვის, სწავლისთვის ან ბიზნესისთვის გჭირდებათ, სწრაფი რეაგირება პრობლემის დროულად მოგვარებაში დაგეხმარებათ.

როგორ შევარჩიო სანდო კომპიუტერის ხელოსანი?

სანდო სპეციალისტის არჩევისას მნიშვნელოვანია გამოცდილება, შესრულებული სამუშაოები და მომხმარებელთა შეფასებები. Servisebi.ge-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა პროფესიონალის პროფილს, შეადაროთ მომსახურების პირობები და აირჩიოთ ის სპეციალისტი, რომელიც თქვენს საჭიროებებს ყველაზე მეტად შეესაბამება.