ტელევიზორის დაკიდება

ტელევიზორის დაკიდება ერთ-ერთი მოთხოვნადი სერვისია. იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე ტელევიზორების მოდელი მარტივად შეიძლება განთავსდეს კედელზე ან თქვენთვის სასურველ ადგილას. ტელევიზორის დაკიდება კედელზე, განსაკუთრებით კარგი გადაწყვეტაა იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ მცირე ზომის ბინა ან სახლი. ამის გარდა, თუ სახლში გყავთ შინაური ცხოველი ან მცირეწლოვანი ბავშვი, რომელმაც შეიძლება მარტივი მოძრაობით დააზიანოს სხვადასხვა სადგამზე მდგარი ტელევიზორი და მწყობრიდან გამოვიდეს ტექნიკა, შეგიძლიათ კედელზე ან თქვენთვის სასურველ კუთხეში დაკიდოთ ტელევიზორი. ეს კი თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ დაზიანებას. 

ტელევიზორის ჩამოკიდება ხელოსანი

თუ გადაწყვეტთ, რომ გჭირდებათ ტელევიზორის ჩამოკიდება ხელოსანი ის სპეციალისტია, რომელიც ამ საქმის მარტივად გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. მას შეუძლია, მოახდინოს ტელევიზორის კედელზე დაკიდება, ჩამოკიდება და მონტაჟი. ხელოსანი ინფორმირებულია თუ როგორი ზომის და ფორმის ტელევიზორზე, როგორი ტიპის საკიდი უნდა გამოიყენოს. შეუძლია, ტელევიზორის საკიდის აწყობა იმის მიხედვით თუ რომელი გჭირდებათ, იქნება ეს ფიქსირებული, ნახევრად მოძრავი თუ მოძრავი. სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, შემოგთავაზოთ საკიდების ადგილზე მიტანის და ტელევიზორის კედელზე მონტაჟის მომსახურებაც. თუ გსურს, მარტივად ტელევიზორის ჩამოკიდება ხელოსანი მოგემსახურებათ სწრაფად და ხარისხიანად. 

მომხმარებლის შეფასებები

ტელევიზორის  ჩამოკიდება და მონტაჟი სურათი
ტელევიზორის ჩამოკიდება და მონტაჟი
მადონა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 კვირის წინ

მინდა ჩემი უაღრესად დადებითი გამოცდილება გაგიზიაროთ ტელევიზორის კედელზე დაკიდების სერვისთან დაკავშირებით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ხელოსან მიშას. დავიწყებ იმით, რომ ხელოსანი ზუსტად შეთანხმებულ დროს გამოცხადდა, რაც დღესდღეობით იშვიათი და ძალიან დასაფასებელია. პირველივე წუთებიდან აშკარა იყო, რომ საქმე ნამდვილ პროფესიონალთან მქონდა, რომელიც თავის საქმეს საფუძვლიანად იცნობდა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ტელევიზორი იდეალურად არის დაკიდებული, მყარად და საიმედოდ. გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ ხელოსანმა სრულად მოაწესრიგა სამუშაო ადგილი, რაც დამატებით პატივისცემას იმსახურებს. უდიდესი სიამოვნებით ვუწევ რეკომენდაციას ამ სერვისს და კონკრეტულად ხელოსან მიშას ყველას, ვისაც სურს ხარისხიანი, საიმედო და პროფესიონალური მომსახურების მიღება. დიდი მადლობა გაწეული სამუშაოსთვის და ასეთი მაღალი სტანდარტისთვის.

ტელევიზორის დაკიდება და მონტაჟი. ქართული არხების ანტენის გასწორება სურათი
ტელევიზორის დაკიდება და მონტაჟი. ქართული არხების ანტენის გასწორება
ქრისტინა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

ძალიან პუნქტუალური, თავაზიანი, კომუნიკაბელური და თავის საქმის პროფესიონალი. ჩემი რეკომენდაცია დავითს! როცა საიტზე გამოხმაურებას გავეცანი, გადაჭარბებული მეგონა, მაგრამ ყველა დადებითი აღწერა სინამდვილე აღმოჩნდა. მაშინვე მოვიდა და სწრაფად და სუფთად შეასრულა სამუშაო, საკმაოდ ადეკვატურ ფასად.

ტელევიზორის  ჩამოკიდება და მონტაჟი სურათი
ტელევიზორის ჩამოკიდება და მონტაჟი
დარიკო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

მოგესალმებით, ძალიან კმაყოფილი ვართ მიშას მომსახურებით, დიდი მადლობა, ასეთი ადამიანები რომ არსებობენ დღევანდელ დღეს, რეკომენდაციას ვაძლევ მიშას, ძალიან კარგი ადამიანია და თავისი საქმის პროფესიონალი, მადლობა

ტელევიზორის დაკიდება და მონტაჟი. ქართული არხების ანტენის გასწორება სურათი
ტელევიზორის დაკიდება და მონტაჟი. ქართული არხების ანტენის გასწორება
ნინო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

საუკეთესო სპეციალისტია. დაგვიკიდა ტელევიზორი ყველა ჩვენი სურვილის სრული გათვალისწინებით. გამართა არხები ინტერნეტი და ყველა მოწყობილობა. გამოძახებიდან იმ დღესვე მოვიდა 1 საათში. დიდი მადლობა. ყველას გირჩევთ დავითს.

ტელევიზორის დაკიდება და მონტაჟი. ქართული არხების ანტენის გასწორება სურათი
ტელევიზორის დაკიდება და მონტაჟი. ქართული არხების ანტენის გასწორება
გურამი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

დავითი არის თავისი საქმის პროფესიონალი, უსწრაფესად დაამონტაჟა ტელევიზორი. გავუწევდი რეკომენდაციას

ტელევიზორის დაკიდება და მონტაჟი. ქართული არხების ანტენის გასწორება სურათი
ტელევიზორის დაკიდება და მონტაჟი. ქართული არხების ანტენის გასწორება
გიორგი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 თვის წინ

საოცრად ოპერატიული, კვალიფიციური და ხარისხიანი სერვისი. საქართველოში იშვიათია ასეთი მცოდნე, სუფთა და ყველაფრით აღჭურვილი მუშაკები. "სუფთა" რომ ვახსენე ის ვიგულისხმე, რომ ჩემი მითითების გარეშე კაცმა გააწკრიალა მუშაობისას წარმოქმნილი მტვერი. "ყველაფრით აღჭურვილითქო" კი ის ვიგულისხმე, რომ სხვასავით "ატვიორტკა ხომ არა გაქვთ", ან "ეს მჭირდება, ის მჭირდება და მოსატანიაო" არ გაუხდია საქმე - თუკი რამე დასჭირდა სამუშაოს დამატებითი მაკომპლექტებელი იყო თუ ვთქვათ UTP კაბელი ყველაფერი თავად ჰქონდა

ტელევიზორის დაკიდება, ხელოსანი, საკიდის აწყობა და ყველა საჭირო დეტალი

დღესდღეობით ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი სერვისია ტელევიზორის კედელზე დაკიდება. იმისთვის რომ, თქვენი სასურველი ტელევიზორი, ისე მოთავსდეს ინტერიერში რომ იყოს ლამაზად და შეძლოთ ყველა კუთხიდან გამოსახულების მარტივად და მკაფიოდ დანახვა საჭიროა, სწორად მოხდეს თქვენ მიერ შეძენილი ტელევიზორის კედელზე ჩამოკიდება. 

რას მოიცავს სერვისი, ტელევიზორის კედელზე დაკიდება ?

ტელევიზორის დაკიდება კედელზე, განსაკუთრებით კარგი გადაწყვეტაა იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ მცირე ზომის ბინა ან სახლი. 
ტელევიზორის კედელზე დაკიდების სერვისი მოიცავს სხვადასხვა სამუშაოებს, მათ შორის:  რა მომსახურების გაწევა შეუძლია ხელოსანს თუ გვჭირდება ტელევიზორის ჩამოკიდება ?

თუ გჭირდება ტელევიზორის ჩამოკიდება, თქვენი ტელევიზორის მონტაჟის დროს  ხელოსანი ის სპეციალისტია, რომელიც დაგეხმარება მის სწორად და უსაფრთხოდ დამონტაჟებაში. 
ხელოსანი გირჩევს, თუ რა სიმაღლეზე, რომელ კედელზე ან როგორი ტიპის ჩარჩოთი უნდა მოხდეს ტელევიზორის დამონტაჟება. 
ამის გარდა, გამოცდილი სპეციალისტი დაგეხმარებათ ისეთ სამუშაოებში, როგორიცაა: სად შეიძლება ვიპოვოთ ხელოსანი, თუ გვჭირდება ტელევიზორის ჩამოკიდება ? 

თუ გჭირდება გამოცდილი და სანდო ხელოსნის მოძიება, რომელიც დაგეხმარება ტელევიზორის საკიდის სწორად შერჩევაში, მის დამონტაჟებასა და სხვა დეტალების გარკვევაში, შეგიძლია, საიტზე servisebi.ge  გაეცნო განცხადებას. აქ გაქვს საშუალება ნახო მომხმარებლის კომენტარები და შეფასებები, რაც საშუალებას გაძლევს რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლია გაიარო სატელეფონო კონსულტაცია.  

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება თუ არა ტელევიზორის დაკიდება თაბაშირ-მუყაოს კედელზე ?

დიახ, შეიძლება თაბაშირ-მუყაოს კედელზე ტელევიზორის დაკიდება. ტელევიზორის კედელზე დამონტაჟებამდე გაითვალისწინეთ მისი სიმძიმე და სწორად შეარჩიეთ საკიდი.

რას მოიცავს ტელევიზორის კედელზე დაკიდების სერვისი ?

ტელევიზორის კედელზე დაკიდების სერვისი მოიცავს სხვადასხვა სამუშაოებს, მათ შორის: ტელევიზორის კედელზე მისამაგრებლად საჭირო ჩარჩოს სწორად შერჩევას და შემდგომში მის სწორად მონტაჟს.

რატომ არის ტელევიზორის კედელზე დაკიდება მომგებიანი ?

ტელევიზორის კედელზე დაკიდება, არის მომგებიანი და გონივრული გადაწყვეტილება, რადგან თქვენ არ გიწევთ, დამატებითი ტექნიკის ან ავეჯის შეძენა მის მოსათავსებლად თქვენს ბინაში. არც იმაზე ფიქრი და ზრუნვა გიწევთ, თუ რომელი ან როგორი ტიპის ტელევიზორის სადგამი მოუხდება თქვენს ინტერიერს.