თუ სასურველი სატელევიზიო არხების საინსტალაციოდ გჭირდებათ ანტენა მისი შერჩევის დროს გაითვალისწინეთ თუ სად იმყოფებით. თუ ცხოვრობთ ქალაქში საკმარისია შიდა, პატარა ზომის ტელევიზორზე დასამაგრებელი ანტენა. რაც შეეხება ქალაქიდან შორს, სოფლებში ან სხვა ადგილას გამოიყენეთ გარე ანტენა, ძლიერი სიგნალის მარტივად მისაღებად.
თუ გაქვთ საკაბელო ტელევიზია ან სეთ-თოფ ბოქსები, ამ შემთხვევაში ტელევიზორზე არხების დაყენება შეგიძლიათ მარტივად, ტელევიზორის მენიუდან. თუ თქვენს ტელევიზორზე იყენებთ სატელიტურ ანტენას, მნიშვნელოვანია, რომ იყოს ხარისხიანი, რათა მარტივად შეძლოთ თქვენი საყვარელი არხების დაყენება და მათი ყურება.
თუ აყენებთ თქვენს ტელევიზორზე ანტენას შიდა სივრცეში, ეს მარტივი პროცესია და შეგიძლიათ თავად დაამონტაჟოთ. გარე სივრცეში ანტენის დასამონტაჟებლად საჭიროა დაიხმაროთ გამოცდილი სპეციალისტი.
სატელევიზიო ანტენის ხელოსნის მომსახურების ღირებულება განსხვავებულია და დამოკიდებულია სპეციალისტის ცოდნასა და გამოცდილებაზე. ამის გარდა, უწევს თუ არა რეგიონში თქვენს სასურველ მისამართზე მოსვლა და სხვა. სწორედ ამიტომ, მომსახურების მიღებამდე გაესაუბრეთ სპეციალისტს სატელეფონოდ და მიიღეთ ინფორმაცია მომსახურების ტარიფის შესახებ.