განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

კარმის ხელოსანი

კარმის ხელოსანი არის სპეციალისტი, რომელიც მუშაობს გაზის გამათბობელ მოწყობილობებზე, კოკრეტულად  კი ე.წ. "კარმებზე". კარმის ხელოსნის ძირითადი მოვალეობაა კარმების მონტაჟი, დიაგნოსტიკა, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
პროფესიონალი კარმის ხელოსანი უზრუნველყოფს  თქვენი კარმის უსაფრთხო და ეფექტურ მუშაობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში.  მისი სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ არა მხოლოდ პრობლემების შემთხვევაში, არამედ რეგულარული შემოწმებისთვისაც, რათა თავიდან აიცილოთ გაუმართაობა და გაზარდოთ თქვენი მოწყობილობის სიცოცხლის ხანგრძლივობა. SERVISEBI.GE გთავაზობთ გათბობის ხელოსნების, მათ შორის კარმის ხელოსნების მრავალფეროვან არჩევანს საქართველოს მასშტაბით: თბილისში, რუსთავში, გორში და ა.შ. . შეარჩიეთ სპეციალისტი მარტივად და მიიღეთ მომსახურება სახლიდან გაუსვლელად.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ცენტრალური გათბობის სისტემის გამორეცხვა

გათბობოს ქვაბის და რადიატორის გამორეცხვა. გათბობის ქვაბის, კალონკის, გაზქურის, კარმის შეკეთება

NewService
შეფასება 5.0 , 2 შეფასება
1 ვიდეო
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

გაზის კალონკის შეკეთება / დამონტაჟება

შევაკეთებ და დავამონტაჟებ: - გაზის კალონკებს; - ცენტრალური გათბობის ქვაბებს; - კარმას; ჩემს ნამუშევარზე გაიცემა გარკვეული გარანტია.

ბაჩო
შეფასება 5.0 , 15 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

კალონკების, გათბობისა და კარმის ხელოსანი

ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲘ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲩᲕᲔᲜᲗᲐᲜ! ენდეთ ჩვენს გამოცდილებას! Ნუ ენდობით გამოუცდელ ხელოსნებს, იყავით ფრთხილად! წყლის გამაცხელებლების, გაზის კალონკების, ოთახის გამათბობლების, კარმის, ცენტრალური გათბობის, ქვაბების, ელ ავზების, ბაკების შეკეთება, გაწმენდა და დარეგულირება. დიაგნოზი: ვიზიტი 30 დან 50₾. ფასები მოცემულია ვიზიტის ჩათვლით. (ვიზიტი 30₾ + დარეგულირება 20₾ = 50₾) ვითვალისწინებთ მდებარეობას. ნაწილი თუ არ გამოიცვლება და შევაკეთებთ, ჯამში 50₾. 1. პროპელერი - 180 დან 250₾ - მდე; 2. პლატა - 130 - დან> 3. რედუქტორის პრობლემა 80₾ - დან 120₾ - მდე; 4. პრისოსტატი 80₾ დან 5. კონდესატორი 80₾; 6. მიკრიკი 70₾ - მდე; 7. დაჩიკები, ფაიფურები 60,70₾; 8. კალონკის გაწმენდა 70₾ - დან 200 ლარამდე; 9. გაზის ელექტრო კლაპანი 60₾ - დან 80₾ -მდე; 1. ბაკის გაწმენდა 50₾ - დან 150₾ - მდე 100 ლიტრამდე მოცულობის; 2. კალონკის მონტაჟი: 80 ლარიდან; 3. ჩვენგან ნაყიდი კალონკის შემთხვევაში 50 ლარიდან; 4. გაზის ოთახის გამათბობლის მონტაჟი 100 ლარიდან; 5. გაზის ოთახის გამათბობლის კარმა, ლონგვი, შეკეთება 50₾ - დან, თუ ნაწილია გამოსაცვლელი დაემატება ნაწილის ღირებულება, Საშუალოდ 100ლ; 6. კარმის გაზის ოთახის გამათბობლის გაწმენდა 70 - დან 100 - ლარამდე; ყველა გამოცვლილ დეტალზე მოქმედებს გარანტია. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ შეკეთებულ ნივთზე. გაგიწევთ სატელეფონო კონსულტაციას უფასოდ, ყველა დასმულ კითხვაზე. მოერიდეთ უპასუხისმგებლო ხელოსნების მომსახურეობას, იგრძენით თავი უსაფრთხოდ.

კახა
სერვის + შეფასება 5.0 , 38 შეფასება
1 ვიდეო
პრო

გაზის გამათბობლის მონტაჟი და შეკეთება

ყველა სახის გაზის გამათბობლის მონტაჟი და შეკეთება: კარმა, კერა, ლონგვი და ა.შ. - მონტაჟი, გახვრეტილი კედელი - 80 ლ - შეკეთება - 40₾. მოგემსახურებათ სერთიფიცირებული ხელოსანი 20 წლიანი გამოცდილებით.

შეფასება 4.6 , 11 შეფასება
პრო

გაზის გამათბობლის მონტაჟი და შეკეთება

ყველა სახის გაზის გამათბობელის შეკეთება და მონტაჟი - კარმა, კერა, ლონგვი და ა.შ. მონტაჟი კედლის გახვრეტით - 100 ლარი, მონტაჟი კედლის გახვრეტის გარეშე - 80 ლარი, თუ გამათბობელი ექვემდებარება შეკეთებას დეტალის შეცვლის გარეშე - 40 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ემატება დეტალის ფასი. ვარ სერთიფიცირებული ხელოსანი.

შეფასება 5.0 , 28 შეფასება

გაზის კალონკის ხელოსანი

ვარ გაზის კალონკის ხელოსანი. გთავაზობთ გაზის კალონკის შეკეთებასა და მონტაჟს, ასევე გაზის გამათბობლის მონტაჟს.

კარმის ხელოსანი გამოძახებით

კარმის ხელოსანი გამოძახებით არის კომფორტული სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს გაზის გამათბობლების, კერძოდ "კარმების" მონტაჟს, გაწმენდას და შეკეთებას. კარმის მონტაჟი მოითხოვს პროფესიონალურ ცოდნას, რათა მოწყობილობა სწორად და უსაფრთხოდ დამონტაჟდეს.
კარმის გაწმენდა რეგულარულად ეხმარება თქვენს კარმას უფრო ხანგრძლივად და ეფექტურად მუშაობაში. კარმის ხელოსნის გამოძახებით სერვისი საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ მაღალკვალიფიციური დახმარება, რაც ხელს უწყობს თქვენი გათბობის სისტემის გამართულ მუშაობას და თქვენი სახლის უსაფრთხოებას. ჩვენი პლატფორმა დაგეხმარებათ მოიძიოთ კარმის ხელოსანი მარტივად, ერთ სივრცეში.  გამოძახების სერვისი კი საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ პროფესიონალის დახმარებით ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

მომხმარებლის შეფასებები

ცენტრალური გათბობის სისტემის გამორეცხვა

შეფასების ავტორი: გიორგი

დიდი მადლობა იდეალურად შესრულებული სამუშაოსთვის, უმოკლეს დროში შეაკეთა რაც იყო დაზიანებული, ვუწევ რეკომენდაციას

კალონკების, გათბობისა და კარმის ხელოსანი

შეფასების ავტორი: მიხეილ ღადუაშვილი

კარგი და ხარისხიანი სერვისი, სწრაფი და იაფი მომსახურეობა, სრული პროფესიანალები, დიდი მადლობა და წარმატებები

​კარმის გამათბობლის მოვლა და მონტაჟი: რატომ არის პროფესიონალის დახმარება აუცილებელი

კარმის გამათბობლები ერთ-ერთი პოპულარული გათბობის სისტემაა, განსაკუთრებით ზამთრის ცივ თვეებში. მათი ეფექტურობა და საიმედოობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მოწყობილობის ხარისხზე, არამედ მის სწორად მონტაჟსა და რეგულარულ მოვლაზე. სწორედ ამიტომ, კარმის გამათბობლების სწორად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია გამოცდილი და კვალიფიციური ხელოსნის დახმარება.
კარმის ხელოსანი არის პროფესიონალი, რომელიც სპეციალიზირებულია გაზის გამათბობლების, კერძოდ, კარმის ტიპის გამათბობლების მონტაჟში, შეკეთებასა და რეგულარულ შემოწმებაში. მისი მომსახურება უზრუნველყოფს, რომ თქვენი გათბობის სისტემა არა მხოლოდ ეფექტურად იმუშავებს, არამედ უსაფრთხოდაც. კარმის ხელოსანი კარგად იცნობს ამ ტიპის მოწყობილობების ყველა ნიუანსს და შეუძლია აღმოაჩინოს პოტენციური პრობლემები, სანამ ისინი სერიოზული და ძვირადღირებული პრობლემები გახდებიან.
კარმის ხელოსანი გამოძახებით ძალიან კომფორტული და პრაქტიკული სერვისია პროფესიონალური მომსახურების სწრაფად და მარტივად მისაღებად. ამ სერვისის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პროფესიონალური დახმარება ნებისმიერ დროს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში, როდესაც გათბობის სისტემა აქტიურად გამოიყენება. კარმის ხელოსანი გამოძახებით უზრუნველყოფს მომსახურებას ზედმეტი ტრანსპორტირებისა და ტექნიკური პრობლემების გარეშე. პროფესიონალი ხელოსანი მოვა თქვენს სახლში და შეასრულებს საჭირო სამუშაოს სწრაფად და ხარისხიანად, რათა თქვენმა გამათბობელმა გამართულად იმუშაოს.
კარმის გამათბობლების სწორად დამონტაჟება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხო და ეფექტური ფუნქციონირებისთვის. არასწორად დამონტაჟებული კარმა შეიძლება გამოიწვიოს გაზის გაჟონვა და სხვა სერიოზული პრობლემები.  პროფესიონალი ხელოსანი უზრუნველყოფს კარმის სწორ და უსაფრთხო მონტაჟს შესაბამისი სტანდარტების დაცვით. მონტაჟის პროცესში ხელოსანი ასევე აკონტროლებს, რომ მოწყობილობა იყოს გამართული და მზად იყოს მყისიერად გამოსაყენებლად.
კარმის გაწმენდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი მოწყობილობის ხანგრძლივ და ეფექტურ მუშაობას. რეგულარული გაწმენდა ხელს უწყობს კარმის შიგნით დაგროვილი ჭუჭყისა და ნარჩენების მოშორებას, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს მოწყობილობის ეფექტურობას და ამცირებს გაუმართაობის რისკს. კარმის ხელოსანი, გაწმენდის პროცესში, ასევე ამოწმებს კარმის ყველა ძირითად ნაწილს, რათა დარწმუნდეს, რომ ის მზად არის შემდგომი გამოყენებისთვის.
კარმის გამათბობლების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია გამოცდილი ხელოსნის დახმარება. კარმის მონტაჟი, გაწმენდა და ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს თქვენი სახლის გათბობის სისტემის უსაფრთხო და ეფექტურ მუშაობას. კარმის ხელოსნის გამოძახების სერვისი კი უზრუნველყოფს, რომ თქვენ მიიღებთ დახმარებას მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ, რაც გარანტიას იძლევა, რომ ზამთრის ცივ დღეებში თქვენი სახლი მუდამ თბილი და კომფორტული იქნება.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით,  მაქსიმალური  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და კომფორტის მისაღებად გირჩევთ სწორად და ყურადღებით შეარჩიოთ სპეციალისტი.  ჩვენი პლატფორმა SERVISEBI.GE შექმნილია იმისთვის, რომ თავისუფლად მიიღოთ სასურველი მომსახურება ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს სარემონტო სამუშაოები,  გათბობისა და სანტექნიკის სამუშაოები, ელექტროობა თუ სხვა.   ვებგვერდზე მარტივად შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი კატეგორია, მაგალითად გათბობა და გაეცნოთ სხვადასხვა შემსრულებლების მომსახურების პირობებს საქართველოს მასშტაბით. აღარ გადადოთ, შეარჩიეთ სასურველი მომსახურება და მარტივად დაუკავშირდით საუკეთესო სპეციალისტს საუკეთესოთა შორის სერვისების დახმარებით.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​რატომ არის კარმის ხელოსნის გამოძახება აუცილებელი კარმის მონტაჟისთვის?

კარმის მონტაჟი მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას, რადგან არასწორმა მონტაჟმა შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის გაუმართაობა ან გაზის გაჟონვა, რაც სერიოზული საფრთხეა. პროფესიონალი ხელოსანი უზრუნველყოფს უსაფრთხო და სწორ მონტაჟს, რომელიც შესაბამისობაში იქნება ყველა საჭირო სტანდარტთან.

​როდის სჭირდება კარმას გაწმენდა?

კარმის გამათბობლებს რეგულარული მოვლა სჭირდება. სასურველია ყოველწლიურად ჩატარდეს გაწმენდა, განსაკუთრებით გათბობის სეზონის დაწყებამდე. ეს პროცედურა ხელს უწყობს მოწყობილობის ეფექტურ მუშაობას და ხელს უშლის შესაძლო გაუმართაობებს.

​რა უპირატესობა აქვს კარმის ხელოსნის გამოძახებით მომსახურებას?

კარმის ხელოსნის გამოძახებით მომსახურება უზრუნველყოფს მოხერხებულობასა და კომფორტს. პროფესიონალი ხელოსანი ადგილზე გაგიწევთ კონსულტაციას, აღმოაჩენს პრობლემებს და საჭიროების შემთხვევაში გაასწორებს მათ.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კარმა გაუმართავად მუშაობს?

თუ თქვენმა კარმამ დაიწყო გაუმართავად მუშაობა, საჭიროა დაუყოვნებლივ დარეკოთ პროფესიონალ ხელოსანთან. მათი დროული ჩარევა ხელს შეუწყობს პრობლემის სწრაფ აღმოფხვრას და სერიოზული დაზიანებების თავიდან აცილებას.

​რა უნდა გავითვალისწინოთ კარმის ხელოსნის არჩევისას?

კარმის ხელოსნის არჩევისას მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს გამოცდილი და სერტიფიცირებული. ყურადღება უნდა მიაქციოთ მომხმარებელთა შეფასებებსა და რეკომენდაციებს. ასევე, დარწმუნდით, რომ ხელოსანი გთავაზობთ გარანტიას შესრულებულ სამუშაოზე.