მანქანის დიაგნოსტიკა

მანქანის დიაგნოსტიკა აუცილებელი პროცედურაა, რათა შეაფასოთ როგორც ცალკეული სისტემების, ასევე კომპონენტების ეფექტურობა, მანქანის ზოგადი მდგომარეობა და გამოავლინოთ პრობლემები. რეგულარულად და პროფესიონალურად ჩატარებულმა დიაგნოსტიკამ შესაძლოა მინიმუმამდე შეამციროს გაუმართაობის რისკი. ამასთან, თქვენ დაზოგავთ დროს, ფინანსებს და ნებისმიერი ხარვეზის პრევენცია მოსალოდნელი გართულებებისგან დაგიცავთ.

ავტოგასამართ სადგურზე მანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკა ავტომობილის ელექტრონული სისტემების სრულ შემოწმებას გულისხმობს. მანქანის დიაგნოსტიკა საშუალებას გაძლევთ, რომ შეაფასოთ ავტომობილის კომპონენტების, ნაწილების და კონტროლის ერთეულების რეალური ტექნიკური მდგომარეობა. მანქანის სრული დიაგნოსტიკა მოიცავს:
  • ძრავის დიაგნოსტიკას;
  • ავტომატური ტრასმისიის კონტროლს;
  • ABS/PBS დიაგნოსტიკას;
  • სანავიგაციო სისტემას და კლიმატკონტროლს;
თანამედროვე ავტომობილი რთული ურთიერთდაკავშირებული მოწყობილობების ერთობლიობაა და მისი მუშაობა პარამეტრების დიდ ოდენობაზეა დამოკიდებული, შესაბამისად,  ავტო დიაგნოსტიკა მრავალსაფეხურიანია. მანქანის დაიგნოსტიკის ფასი დამოკიდებულია შესასწავლი კომპონენტების რაოდენობაზე, რომელიც მომავალში შესაძლო გაუმართაობების წინასწარმეტყველების საშუალებას გაძლევთ. 

მანქანის ელექტროობა არ არის სრულყოფილი, თუმცა გაუმართაობის შემჩნევა საკმაოდ რთულია. ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკა ადგენს ტემპერატურის სენსორის, ჰაერის ნაკადის სენსორის არსებულ პრობლემებს, რასაც მძღოლი ხშირ შემთხვევაში ვერ ამჩნევს. მანქანის ელექტროობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მეორადი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, ამიტომ გირჩევთ სერვისცენტრს  დროულად მიმართოთ. 

თუ გამოცდილ სპეციალისტს ეძებთ, servisebi.ge-ზე წარმოდგენილ განცხადებებს გაეცანით. კომპიუტერით დიაგნოსტიკა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია, ამიტომ პლატფორმაზე გამოცდილი მექანიკოსების ერთიანი ბაზაა წარმოდგენილი, სადაც სანდო ოსტატს, თქვენზე მორგებული პირობებით, დაიქირავებთ. 
პრემიუმი კომპიუტერული დიაგნოსტიკა ნებისმიერ ავტომობილზე
კომპიუტერული დიაგნოსტიკა ნებისმიერ ავტომობილზე
pin თბილისი
სერვის +
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 43 შეფასება

კომპიუტერული დიაგნოსტიკა ნებისმიერ მოდელზე უახლესი აპარატურით. გთავაზობთ ავტომობილის სრულ ელექტროდიაგნოსტიკას გამოძახებით თბილისის მასშტაბით ასევე, შესაძლებელია, მოლაპარაკების მიხედვით, სხვა რეგიონებშიც წასვლა. გამოძახება და ელექტროდიაგნოსტიკის ფასი შეთანხმებით. ვარ სერთიფიცირებული გამოცდილი სპეციალისტი აღნიშნულ საქმეში, ვაკეთებ ნებისმიერი ავტომობილის დიაგნოსტიკას. როგორც შიდაწვის, ასევე დიზელისა და ჰიბრიდულ მოდელებზე... ყოველ წელს ვიღებ "თეგეტა მოტირსის" ლიცენზიას. ვმუშაობ ლიცენზირებული პროფესიონალი აპარატურით. პასუხისმგებელი ვარ ჩემს საქმეზე.

profile avatar ლევან
591 05 ** **
პრო სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა გამოძახებით
სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა გამოძახებით
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 3 შეფასება

????გთავაზობთ,სრულ კომპიუტერულ დიაგნოსტიკას გამოძახებით,(ოფიციალური სადილერო პროგრამებით) ✅აირბაგის ბლოკის პროგრამირება (ქრაშის წაშლა) ✅ბოლზე შემოწმება ✅ბაკის ვენტილაციის ბოლზე შემოწმება evap ✅️check engine დიაგნოსტიკა ✅️გადაცემათა კოლოფის დიაგნოსტიკა ✅️ESP დიაგნოსტიკა ✅️ABS დიაგნოსტიკა ✅️ბენზინი და დიზელი საწვავის სისტემის დიაგნოსტიკა ✅️სავალი ნაწილის დიაგნოსტიკა ✅️კონდინციონერის დიაგნოსტიკა ✅დინამოს ძაბვის დიაგნსტიკა ✅️ელექტროობის დიაგნოსტიკა ✅️ადაპტაცია ✅️კალიბრაცია ✅️შეცდომების გასუფთავება ✅️ქრაშების წაშლა ბლოკებიდან ✅️დაფარული ფუნქციების გააქტიურება ✅️და აშ... ????ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების ელემენტების ტესტირებას. 2023 წლის,უანალოგო ავტოსკანერით. შესაძლებელია ადგილზე გამოძახებაც ????ტელ 598 68 03 58 ????თბილისი,თემქა IX

ჩეკის პროგრამულად ჩაქრობა მანქანის დიაგნოსტიკა გამოძახებით ABS დიაგნოსტიკა 24 საათიანი დიაგნოსტიკა მანქანის დიაგნოსტიკა თბილისში
ტელეფონი 598 68 ** **

მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა

მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა აკონტროლებს ტრანსმისიას, ძრავს, მუხრუჭებს, განათებას, საჭეს და ყველა სხვა ელექტრულ წრეს. იმისთვის, რომ დაადგინოთ სჭირდება თუ არა თქვენს ავტომობილს კომპიუტერით დიაგნოსტიკა, უნდა დააკვირდეთ შემდეგ ნიშნებს:
  • ძრავის არათანაბარი მუშაობა, ხმაური და ვიბრაცია;
  • თბილ ამინდში გამონაბოლქვი სქელი კვამლის სახით;
  • ძრავის გადახურება;
  • ღილაკების, კონცენტრატორების და სენსორული პანელების გაუმართაობა;
გახსოვდეთ, რომ ელექტრონიკა მუდმივი არ არის და ის დაზიანებებს ხშირად არასწორად აღიქვამს უმნიშვნელოდ. ხარვეზის გამოვლენა პროფესიონალური აპარატით და სპეციალისტის ჩართულობით არის შესაძლებელი. ექსპერტები პროცედურის ჩატარებას წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ გირჩევენ (ზამთრისა და ზაფხულის სეზონის დასაწყისში). კომპიუტერული დიაგნოსტიკა გრძელი მგზავრობის დაწყებამდე, მეორადი მანქანის შეძენისას, ან ხანგრძლივი შენახვის შემდგომ არის აუცილებელი. 
დღესდღეობით, ჰიბრიდის დიაგნოსტიკა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. პროცედურება ელექტრული ნაწილის შემოწმებით იწყება. უნდა დარწმუნდეთ, რომ ელემენტი შევსებულია, დამაკავშირებლები ხელუხლებელია და არ ხდება დენის გაჟონვა. ელექტრული გაუმართაობის დიაგნოსტიკამ შესაძლოა არასწორი შედეგები მოგვცეს, ამიტომ ჰიბრიდული სისტემის დიაგნოსტიკა წელიწადში ორჯერ მაინც აუცილებელი პროცედურაა. 

ჩვენს პლატფორმაზე ნებისმიერი მოდელის ავტომობილისთვის (მათ შორის Mercedes) სანდო მექანიკოსს ნებისმიერ დროს დაუკავშირდებით. მანქანის დიაგნოსტიკის ფასი ფიქსირებული არ არის, შესაბამისად, ინდივიდუალურ პირობებზე შეთანხმება სატელეფონო კონსულტაციის დროს შეგიძლიათ. 

მომხმარებლის შეფასებები

სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა გამოძახებით სურათი
სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა გამოძახებით
ლუკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-11-13 13:30:27

დამეხმარა მანქანის დაქოქვაში რომელიც არ იქნებოდა ელექტროობის პრობლემის გამო. გირჩევთ ყველას.

ავტომობილის დიაგნოსტიკა გამოძახებით სურათი
ავტომობილის დიაგნოსტიკა გამოძახებით
იაგო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-08-17 17:38:02

ზრდილობიანი, მოწესრიგებული და თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალი.

ავტო დიაგნოსტიკა გამოძახებით სურათი
ავტო დიაგნოსტიკა გამოძახებით
ზურა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-07-21 22:08:49

ძალიან კმაყოფილივარ მომსახურებით,მალევე მოვიდნენ და სწრაფად მომიგვარეს პრობლემა მადლობა ბიჭებო

ავტო დიაგნოსტიკა გამოძახებით სურათი
ავტო დიაგნოსტიკა გამოძახებით
ბესო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-07-10 16:17:53

ძალიან კარგი ხელოსანია. მანქანა შემომოწმა თავიდან ბოლომდე იდეალურად. რეკომენდაცია ჩემგან

კომპიუტერული დიაგნოსტიკა ნებისმიერ ავტომობილზე სურათი
კომპიუტერული დიაგნოსტიკა ნებისმიერ ავტომობილზე
იკა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-06-06 18:58:34

ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა. უღრმესი მადლობა.

ავტო დიაგნოსტიკა - პროგრამირება - ელექტროობა სურათი
ავტო დიაგნოსტიკა - პროგრამირება - ელექტროობა
ქეთი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-05-22 13:35:14

ძალიან გულისხმიერი, კეთილსინდისიერი და თავისი საქმის პროფესიონალი

მანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკა: რისთვის არის ის საჭირო?


თანამედროვე ავტომობილის მაღალტექნოლოგიური ელექტრონული სისტემები მანქანის სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს. ასეთი მოწყობილობების მუშაობის პროცესში ხარვეზების წარმოშობა ძვირადღირებული ელემენტების დაზიანებას იწვევს, რაც მანქანის მოვლის ხარჯებს ზრდის. 
ავტომწარმოებლების რეკომენდაციით მანქანის დიაგნოსტიკა რეგულარულად უნდა ჩატარდეს, რათა ავტომობილის ყველაზე მნიშვნელოვანმა სისტემებმა უპრობლემოდ იმუშაონ. მაღალი სიზუსტის სადიაგნოსტიკო მოწყობილობა მრავალრიცხოვანი ელექტრონული სენსორების და ჩიპების დახმარებით კონკრეტული კვანძის გაუმართაობას ადგენს, რაც უსაფრთხო გადაადგილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

 
რა არის კომპიუტერული დიაგნოსტიკის მიზანი?
 
მანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ: მანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკა ხელს უწყობს პროგრამული უზრუნველყოფის გამართულ მუშაობას და რთული მექანიზმების სწორ ფუნქციონირებას. დიაგნოსტიკის პროცესში ძირითადი კომპონენტების მუშაობის ანალიზი და გამოვლენილი შეცდომების დამუშავება ხდება. პრევენციული მიზნით მანქანის დიაგნოსტიკა საწყის ეტაპზე ხარვეზების მარტივად აღმოფხვრის საშუალებას იძლევა. 

 
რას მოიცავს სადიაგნოსტიკო მოწყობილობა?
 
სადიაგნოსტიკო მოწყობილობა მოიცავს სპეციალურ საკონტროლო საშუალებებს, როგორიცაა კომპიუტერული სკანერები, მრავალფუნქციური სადგამები და პორტატული წამკითხველები. ყველა აღნიშნული მოწყობილობა დაკავშირებულია მანქანის სადიაგნოსტიკო ყუთთან. სპეციალური აღჭურვილობა აფიქსირებს სხვადასხვა სისტემის მუშაობაში არსებულ ნებისმიერ ცვლილებას, ასევე შლის ნაპოვნი შეცდომების კოდებს მათი გამოსწორების მიზნით.
თანამედროვე ავტომობილის ბორტ სისტემები ელექტრონული კონტროლის განყოფილებით და თვითდიაგნოსტიკური ფუნქციებითაა აღჭურვილი, რომელიც აანალიზებს მიმდინარე დეფექტებს და მძღოლს გაუმართაობის შესახებ ამცნობს. 

 
რა ეტაპებს მოიცავს მანქანის დიაგნოსტიკა?
 
ავტომობილის მარკისა და მოდელის მიუხედავად, კომპიუტერული დიაგნოსტიკა რამოდენიმე ეტაპისგან შედგება. ჩვეულებრივ, ავტომობილის ზოგადი დიაგნოსტიკის ჩასატარებლად სპეციალისტს 30 წუთი სჭირდება. ერთი სისტემის ანალიზს, მაგალითად ABS, დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდება. იმისთვის, რომ მექანიკოსის კვალიფიკაცია სწორად განსაზღვროთ თქვენც უნდა ერკვეოდეთ პროცესის მახასიათებებში.  პირველ ეტაპზე ზოგადი კომპიუტერული დიაგნოსტიკა ტარდება, რომლის დროსაც ტესტირება სისტემის გააქტიურების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროს ამოწმებენ ელექტროსისტემებსაც (კავშირები, გენერატორი, ელემენტი და სხვა). დინამიური ტესტის დროს მანქანა ფიქსირდება სპეციალური სენსორებით აღჭურვილ სადგამზე, რომლის მეშვეობითაც მონაცემები კომპიუტერს გადაეცემა.  ამ ეტაპზე ხდება შეგროვებული მონაცემების ბაზის წაშლა (გადატვირთვა). ინფორმაციის შეგროვების მიზნით კონტროლის მოწყობილობაც გააქტიურებულია. დიაგნოსტიკური პროცესის დროს დაფიქსირებული შეცდომის კოდები დეკოდირდება პროფესიონალური აპლიკაციების საშუალებით. ამის შემდგომ სპეციალისტი ზუსტ მონაცემებს იღებს ნებისმიერი გაუმართაობის შესახებ. 

 
როდის არის აუცილებელი კომპიუტერული დიაგნოსტიკა?
 
კომპლექსური დიაგნოსტიკის ჩატარება წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებელია. ეს იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი მუშა მდგომარეობაშია და ბორტ კომპიუტერზე შეცდომები არ ფიქსირდება. თუ უცნაური ხმები, რყევები, ან დარტყმები გაჩნდება (რაც მანქანას ზოგადად არ ახასიათებს) აუცილებელია მიმართოთ გამოცდილ მექანიკოსს, რათა ყველა სისტემის დიაგნოსტიკა საფუძვლიანად განხორციელდეს. ეს აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ გრძნობთ, რომ მანქანის რეაგირება (მანევრირება) შეცვლილია. 
მანქანის ძრავის კომპიუტერული დიაგნოსტიკა იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ძრავა არასტაბილურია, გამოსცემს უცნაურ ხმებს, კარგავს ენერგიას და საწვავის მოხმარება იზრდება. რაც შეეხება ავტომატური ტრანსმისიის დიაგნოსტიკას, ამ დროს სახეზეა: სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა მიზანშეწონილია საბურავების არათანაბარი ცვეთის და მანქანის მანევრირების გაძნელების დროს. კომპიუტერული დიაგნოსტიკის გარდა, საწყის ეტაპზე, ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებაც აუცილებელია. 

 
სად მივიღოთ მანქანის სრულყოფილი დიაგნოსტიკის სერვისი?
 
დღესდღეობით, ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის მიღება გამარტივებულია. დატვირთული ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე სერვისცენტრის რიგში დგომა, ან სანდო სპეციალისტის დასაქირავებლად ახლობლების შეწუხება აღარ მოგიწევთ. საკმარისია ეწვიოთ servisebi.ge-ს და მრავალფეროვანი ბაზიდან თქვენთვის ოპტიმალური მექანიკოსი, თქვენივე მისამართზე, გამოიძახოთ. 
მაღალკვალიფიციური ოსტატების უმეტესობა კომპიუტერულ დიაგნოსტიკას შესაბამისი გარანტიით ატარებს. სერტიფიცირებული აღჭურვილობის გამოყენებით გაუმართაობა დროულად ვლინდება და მანქანის მოვლის ხარჯებიც საგრძნობლად მცირდება. 
პლატფორმაზე რეგისტრირებული მექანიკოსების მომსახურება შესაძლოა მიიღოთ კვირის ნებისმიერ დღეს, საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ავტომაგისტრალზე არსებული ნებისმიერი გაუთვალისწინებელი პრობლემის შემთხვევაში საბუქსირე გადამზიდის დაქირავებასაც თავიდან აირიდებთ. გამოცდილი მექანიკოსები ისეთ პოპულარ სერვისებს გთავაზობენ, როგორიცაა ბოლზე ავტომობილის შემოწმება, ჩეკის ჩაქრობა და ა.შ.

Servisebi.ge-ზე მომსახურების პირობები ინდივიდუალური შეთანხმების ნიადაგზე დგება. ნებისმიერი პრობლემის შესახებ შეგიძლიათ სპეციალისტს სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით აცნობოთ. სერვისის ღირებულება მომსახურების სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება. 
ვებგვერდზე შეფასების გამჭვირვალე სისტემა მოქმედებს. ნებისმიერი მომხმარებელი მიღებული მომსახურებისა და სპეციალისტის შესახებ გულწრფელ კომენტარს ტოვებს. ნეგატიური შეფასებები არ იფილტრება, ამიტომ მექანიკოსის შერჩევას რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლებთ. ასეთი მიდგომებით სანდო სპეციალისტის დაქირავება დღეს რამოდენიმე წუთს მოითხოვს. 
პლატფორმაზე მოიძიებთ სპეციალისტებს ტრაილერის შესამოწმებლადაც, რათა დაგეგმილი ხანგრძლივი მოგზაურობა უსაფრთხო და კომფორტული გახდეს.

Servisebi.ge-ის საშუალებით დაზოგავთ დროს და მომსახურებას თქვენზე მორეგბული პირობებით მიიღებთ. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები