ქირავდება კერძო სახლი ბათუმში
ქირავდება კერძო სახლი ბათუმში, სადაც ყველაფერი გემოვნებითა და თქვენი კომოფრტული დასვენებისთვისაა შექმნილი. თუ ბათუმში ზღვის სეზონზე რამდენიმე თვით სახლის ქირაობა გადაწყვიტეთ, ან უბრალოდ ონლაინ რეჟიმში მუშაობთ და საცხოვრებლად ბათუმში რამდენიმე თვით გადადიხართ, დეტალურად გაეცანით განცხადებებს. ქირავდება კერძო სახლი ბათუმში შავი ზღვის ხედით, ასეთ სახლში ცხოვრებით, შეგიძლიათ დატკბეთ უნიკალური საზღვაო კლიმატით და ამავდროულად იყოთ ბუნებით გარემოცული. ბულვართან ან ზღვის სანაპიროსთან ახლომდებარე კერძო სახლების დაქირავება შეიძლება იყოს შესანიშნავი ვარიანტი თქვენი კომფორტული და მყუდრო დასვენებისთვის.
ბათუმი ერთ-ერთი ტურისტულად აქტიური, გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი ქალაქია საქართველოში. აქაური ძველი არქიტექრურული ნაგებობი და თანამედროვე ცათამბჯენები მუდმივად იზიდავს დამსვენებლებს და აქ სამუშაოდ ან საცხოვრებლად გადმოსულ უცხოეთის მოქალაქეებს. ბათუმი გამორჩეულია თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მუზეუმებით, სტრატეგიული მნიშვნელობის უძველესი პორტით, ზღვისპირა 7 კილომეტრიანი ბულვარით, ევროპული მოედნებით და ქუჩებით, ბოტანიკური ბაღით, დელფინარიუმით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კაფეებით, ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა. ბათუმი დღითი დღე მშვენდება, უკანასკნელი წლების განმავლობაში ქალაქი სწრაფი ტემპით ვითარდება.
ბათუმი თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ტურისტების გარდა უამრავ საერთაშორისო ღონისძიებას, საქმიან შეხვედრებს და კონფერენციებს მასპინძლობს, ამიტომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა აქ წელიწადის ნებისმიერ დროს მაღალია. ბულვართან ან ზღვის სანაპიროსთან ახლომდებარე კერძო სახლების დაქირავება შეიძლება იყოს შესანიშნავი ვარიანტი თქვენი კომფორტული და მყუდრო დასვენებისთვის.
როგორ უნდა იქირაოთ კომფორტული სახლი ბიუჯეტურ ფასად
- თუ გადაწყვიტეთ, ბათუმში ბინის თვიურად დაქირავება პირველი ნაბიჯი არის ბიუჯეტის განსაზღვრა. ბათუმში თვიური ქირის საფასური განსხვავებულია და 300 ლარიდან 1000 ლარამდეა. თუ გსურთ, დაზოგოთ თანხა, სასურველია სახლი იქირაოთ ზღვიდან მოშორებით, მაგალითად, თამარ მეფის ქუჩაზე, მახინჯაურში ან ახალშენის რაიონში.
- დაიწყეთ ძიება რამდენიმე თვით ადრე, სანამ ბათუმში გადახვალთ საცხოვრებლად. ასევე, გაითვალისწინეთ ზღვისპირა ქალაქის სეზონიც, ივნისიდან სახლის გაქირავების ფასები იზრდება.
- ყველა საჭირო დეტალი დააზუსტეთ სახლის მეპატრონესთან. აუცილებლად გაარკვიეთ, ფარავს თუ არა ქირის ყოველთვიური გადასახადი კომუნალურებს. არის თუ არა ბინა სრულად აღჭურვილი ტექნიკით და ავეჯით. უზრუნველყოფილია თუ არა წყალი, ელექტროენერგია, ინტერნეტი და გათბობა/გაგრილება. თუ სახლის ქირაობას რამდენიმე თვით აპირებთ მეპარტონეს ჰკითხეთ, რამდენად შეიძლება ფასის ცვლიელბა და უფრო ბიუჯეტურ ფასად ქირაობა. ხშირად, თუ ბინას 3 თვეზე მეტ ხანს ქირაობთ, განსაკუთრებით არასეზონურ პერიოდში, მეპატრონე მზად არის 10-20%-ით შეამციროს ქირის ფასი.
- სანამ იქირავებთ სახლს და გააფორმებთ ხელშეკრულებას ყველაფერი აღბეჭდეთ ფოტოებზე. გაეცანით ხელშეკრულებას დეტალურად. გადაამოწმეთ გათბობის, წყლის და ინტერნეტის მუშაობა. იმ შემთხვევაში თუ რაიმე სახის გაუმართაობა მოხდება ზარალის ანაზღაურების საკითხი დეტალურად განიხილეთ გამქირავებელთან. სასურველია გააფორმოთ მოკლევადიანი ხელშეკრულება, სადაც ფასი და პირობები მკაფიოდ იქნება აღწერილი. ხოლო, თუ უფრო გრძელვადიან რეჟიმში გადაწყვეტთ სახლში ქირით დარჩენას გააფორმეთ დეტალური ხელშეკრულება.
ბათუმში კომფორტული და ბიუჯეტური სახლის პოვნა სრულიად რეალურია, თუ წინასწარ დაგეგმავთ სახლის ძიებას, სწორად შეარჩევთ საცხოვრებელ უბანს და მოლაპარაკებაში აქტიურად ჩაერთვებით. ეს ქალაქი გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს, მთავარია, მოთმინება და ყურადღება, რათა იპოვოთ იდეალური საცხოვრებელი ზღვისპირა ქალაქში საუკეთესო ფასად.
servisebi.ge - ზე განთავსებული განცხადებები სათაურით, ქირავდება სახლი ბათუმში, დაგეხმარებათ მარტივად იპოვოთ კეთილმოწყობილი, ახალგარემონტებული და კომფორტული სახლი თქვენი მშვიდი დასვენებისთვის.