ყაზბეგი ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მთები, კლდეები, ჩანჩქერები და ალპური ტბები უამრავ დამსვენებელს, მოგზაურსა და მთის სპორტის მოყვარულს ერთიანად იზიდავს. ყაზბეგი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებითაც მდიდარია. მათ შორის, განსაკუთრებით ცნობილია
გერგეტის სამება, რომელსაც მყინვარწვერის საოცარი ხედი განსაკუთრებულსა და დაუვიწყარს ხდის. ამ რაიონში შეგიძლიათ დატკბეთ მთის სიგრილით, ზამთარში თხილამურებით სრიალით, საინტერესო ძეგლების მონახულებით, მინერალური წყლებით, ამწვანებული ალპური მდელოებითა, წითელი ვულკანური კლდეებით და აივსოთ შთაბეჭდილებებით, რომლებიც დაუვიწყარ მოგონებებად იქცევა. ჯუთას ჭაუხები, გველეთისა და არშის მწვანეში ჩაფლული ჩანჩქერები, თრუსოს ხეობა ნასოფლარებითა და ტრავერტინებით და სხვა მრავალი დაუჯერებელი ადგილი ჯადოსნურ მოგონებებს შეგიქმნით.
თუ ყაზბეგში რამდენიმე თვით მოგზაურობა, დასვენება ან საცოხვრებლად გადასვლა გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი კერძო სახლი ბიუჯეტურ ფასად. მთავარია, გაითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი, რომელიც სახლის შერჩევის პროცესში აუცილებელია.
- თუ გადაწყვიტეთ ყაზბეგში ზამთრის სეზონზე სახლის ქირაობა, გაითვალისწინეთ, რომ აქ ამინდი საკმაოდ მკაცრია, ამიტომ, დარწმუნდით, რომ სახლს გააჩნია კარგი გათბობის სისტემა და მისასვლელი გზა ზამთარშიც თავისუფალია.
- თუ მუშაობთ ან ინტერნეტს აქტიურად იყენებთ, შეამოწმეთ როგორ მუშაობს მობილური კომუნიკაციები და ინტერნეტი. მეპატრონესთან წინასწარ გადაამოწმეთ, აქვს თუ არა სახლს სტაბილური Wi-Fi და ელექტროენერგია.
- შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მდებარეობა. ცენტრში მდებარე სახლები უფრო ახლოსაა მაღაზიებთან და კაფეებთან, ხოლო გარეუბნებში მეტი სიმყუდროვე და უკეთესი ხედებია.
- თუ არ გყავთ საკუთარი მანქანა, დარწმუნდით, რომ სახლთან ახლოს გადის ტრანსპორტის მარშრუტი ან ტაქსის სერვისი ხელმისაწვდომია. თბილისიდან ყაზბეგში მისვლა საშუალოდ 2.5 საათშია შესაძლებელი.
- ყაზბეგში ბევრი სახლი ქირავდება სეზონურად, ამიტომ თუ გსურთ დარჩენა გრძელვადიანად, აუცილებლად გააფორმეთ წერილობითი შეთანხმება, სადაც მითითებული იქნება ქირის ვადა და პირობები.