ცხვარიჭამია სოფელია საქართველოში, მდებარეობს საბადურის ქედზე, მდინარე თეზმის ხეობაში, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე. ცხვარიჭამია მდიდარია მცენარეული საფარით. ზაფხული აქ თბილი და ხანგრძლივია.
ცხვარიჭამია თბილისის მახლობლად მდებარე რეკრეაციულ-კლიმატური კურორტია, რომელიც დიდი ხანია დედაქალაქის მაცხოვრებლებში პოპულარობით სარგებლობს. აქაური ჰავა ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით, განსაკუთრებით სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. სოფელში მდებარე ღირსშესანიშნაობების სია მწირია, თუმცა აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი დგას. მათ შორის ყველაზე ცნობილია ცხვარიჭამიას დიდი საყდარი, იგივე ცხვარიჭამიას მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია.
თუ ცხვარიჭამიაში დასვენება ან საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტეთ და სახლის ქირაობა გჭირდებათ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის:
- პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ სახლის ადგილმდებარეობას და მისადგომობას. ცხვარიჭამიაში ზოგი სახლი უფრო ცენტრალურ ნაწილშია მაღაზიებთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტის გაჩერებასთან ახლოს, ზოგი კი ტყესთან ან მთის ფერდობზე.
- კარგად გაეცანით ქირის გადახდის პირობებს. ცხვარიჭამიაში თვიურად სახლის ქირის ფასი შესაძლოა 1000-2000 ლარის ფარგლებში მერყეობდეს. ქირის ფასი ცვალებადია და დამოკიდებულია სახლის მდგომარეობაზე, მის მდებარეობასა და ქირავნობის ვადაზე. გაითვალისწინეთ, ხშირად ზოგიერთი მეპატრონე წინასწარ გადახდას ან დეპოზიტს ითხოვს.
- სახლის მდგომარეობა მნიშნელოვანია მის დაქირავებამდე. რადგან ცხვარიჭამია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოთხოვნად კურორტად იქცა, მნიშვნელოვანია სახლს ჰქონდეს კეთილმოწყობილი ეზო. კარგად შეამოწმეთ აქვს თუ არა სახლს ეზო, ბაღი ან ტერასა, განსაკუთრებით თუ ბავშვთან ან შინაურ ცხოველთან ერთად აპირებთ აქ ცხოვრებას.
- ყურადღება მიაქციეთ თუ როგორ მუშაობს კომუნიკაციები. თუ სახლიდან მუშაობთ ან ონლაინ სწავლობთ, იკითხეთ, რამდენად სწრაფი და სტაბილურია ინტერნეტი. არის თუ არა ყველა კომუნიკაცია გამართული.
- სახლის დაქირავებამდე კარგად გაეცანით ხელშეკრულებას და დააზუსტეთ ყველა პირობა. მნიშვნელოვანია, გაფორმდეს ოფიციალური ხელშეკრულება, სადაც მითითებულია ქირის ოდენობა, გადასახადები და საცხოვრებელი პირობების შესახებ ინფორმაცია. ეს დაგიცავთ გაუგებრობისგან და თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯებს.