კოჯორი თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 16 კილომეტრში მდებარეობს. ეს ადგილი ძველად ქართველი მეფეების საზაფხულო რეზიდენცია იყო და დღესაც გამორჩეულია უნიკალური ტყითა და კლიმატით. კოჯორს ყველა სეზონის კურორტსაც კი უწოდებენ, აქ შეგიძლიათ ზაფხულში ქალაქის სიცხისგან თავს დაღწევა, ზამთარში კი თოვლით დაფარულ გარემოში მშვიდად დასვენება. ამასთანავე, ირგვლივ უამრავი ისტორიული ძეგლია, რომლებიც ყველა სეზონზე ერთნაირად ლამაზი სანახავია. კოჯრის პლატოდან ულამაზესი ხედები იშლება ლისისა და კუს ტბებზე, კურორტ ბეთანიაზე, საგურამოს მთებსა და კავკასიონზე. ზაფხულის ბოლოს, ტემპერატურა აქ საშუალოდ +17 გრადუსია, ამიტომაც, გარდა სააგარაკე სტატუსისა, ზაფხულში კოჯრის ამინდები ძალიან კომფორტულია ლაშქრობისთვისაც. სალაშქროდ საინტერესოა კოჯრის ციხის, კაბენის მონასტრისა და კაბენის ჩანჩქერების 11-კილომეტრიანი საფეხმავლო მარშრუტი.
რომელი ისტორიული ძეგლებია კოჯორში ?
გარდა თვალწარმტაცი ხედებისა და გამორჩეული მწვანე ბუნებისა კოჯორი საინტერესოა უძველესი არქიტექტურული ძეგლებით, რომლებიც თავის დროზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ცხოვრებაში. აქ შეხვდებით XI საუკუნის კოჯრის, იმავე
ქოროღლის ციხეს. ასევე, XV საუკუნით დათარიღებულ ორმოც მოწამეთა სახელობის ეკლესიას და XIII საუკუნეში აგებულ
კაბენის მონასტერს. კოჯრის სამხრეთით კი კიდევ ერთი საინტერესო ძეგლია - გუდელისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
რა უნდა გაითვალისწინოთ თუ კოჯორში სახლის ქირაობა გადაწყვიტეთ ?
ბოლო წლებში მოთხოვნა კოჯორში სახლის გრძელვადიან ქირაობასთან დაკავშირებით, საკმაოდ გაზრდილია. მათთვის, ვისაც ქალაქის ხმაურისგან დასვენება სურს და ონლაინ მუშაობს ან სწავლობს, კოჯორი ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. სუფთა ჰაერი, განსაცვიფრებელი ხედები, სიმწვანე, ისტორიული ძეგლები, მყუდრო გარემო, ქალაქის ხმაურისგან დაცლილი სივრცე და საოცარო ხედები ამ ადგილს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს.
კოჯორში გასაქირავებელი სახლების ფასები განსხვავდება ადგილმდებარეობისა და პირობების მიხედვით. ეზოიანი სახლები, აივნებითა და ხედებით, უფრო მოთხოვნადია, თუმცა მათ ფასი შდარებით მაღალია. აქვე არსებობს ბიუჯეტური ქირის ვარიანტებიც, რომელიც საოჯახო ტიპის სახლის გაქირავებას ან კოტეჯების ქიროაბას გულისხმობს.
სანამ კოჯორში სახლს იქირავებთ, დეტალურად გაეცანით განაცხადს სახლის გაქირავების შესახებ. განსაზღვრეთ სახლის მდებარეობა, დააზუსტეთ სახლთან მისასველი გზის გამავლობა. ასევე, დააზუსტეთ რამდენად ახლოს არის ძირითადი გზა და რამდენად მარტივად შეიძლება სახლთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტივად მისვლა.
არის თუ არა სახლის ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები მოწყობილი. რადგან კოჯორში ადგილობრივი მოსახლოება საკმაოდ ცოტაა გადაამოწმეთ, აქვს თუ არა სახლს მუდმივი წყალი, ელექტროენერგია და ინტერნეტი. გამქირავებელთან დაკავშირების შემდეგ დააზუსტეთ გადახდის პირობები. რადგან კოჯორი სეზონური კურორტია, უმეტესად ფასი იზრდება სეზონის მიხედვით. ამის გარდა, სეზონურად საკმაოდ გადატვირთულია, ამიტომ, სასურველია, სახლის დაქირავებამდე მინიმუმ რამდენიმე კვირით ან თვით ადრე დაიწყოთ ძიება. ასევე ყურადღება მიაქციეთ წინასწარი გადახდის წესებსა და ქირის ანაზღაურების პირობებს, რათა გაუგებრობები თავიდან აიცილოთ.