კერძო სახლის ქირის ფასი თბილისში დამოკიდებულია უბანზე, სახლის საერთო ფართზე და ინფრასტრუქტურაზე. საშუალოდ, გამწვანებულ, უფრო მშვიდ უბნებში, კერძო სახლის ქირის ფასი 1500+ ლარია, ხოლო ცენტრალურ უბნებში 2500+ ლარია.
თბილისში კერძო სახლების უმეტესობა, როგორც წესი, აღჭურვილია საპარკინგე სივრცით, როგორც სახლის წინ, ისე ეზოში. თუმცა, ეს დეტალი გადაამოწმეთ გამქირავებელთან, სანამ, სასურველ კერძო სახლს იქირავებთ.
თუ გიყვართ სიმშვიდე და ბუნება თბილისის შემოგარენი ან გარეუბანში კერძო სახლის ქირაობა უკეთესია. მაგრამ თუ სამსახურში ყოველდღე ცენტრში დადიხართ, ჯობს მოიძიოთ ისეთი უბანი, რომელიც ადვილად მისადგომია და ცენტრალურია.
კერძო სახლები თბილისში იაფად და თქვენთვის სასურველ მისამართზე შეგიძლიათ მარტივად მოიძიოთ საიტზე servisebi.ge.