Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

კერძო სახლები

კერძო სახლები განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა წვეულების ან ღონისძიების ორგანიზების პროცესში. თუ გსურთ დაუვიწყარი და მნიშვნელოვანი დღის შექმნა კერძო სახლების გაქირავების სერვისით სარგებლობა საუკეთესო არჩევანია. კერძო სახლები გამოირჩევა დიდი ტერიტორიით, გამწვანებით, ფუნქციურად მოწყობილი ეზოთი და მდებარეობით. კერძო სახლებში წვეულების მოწყობა საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი დღე უფრო იზოლირებულ და საინტერესო სივრცეში აღნიშნოთ, ვიდრე ტიპიური რესტორნის სივრცეა. ეს შესანიშნავი ვარიანტია მცირე ან საშუალო ზომის შეკრებებისთვის, როგორიცაა: დაბადების დღეები, კორპორატიული ღონისძიება, საქორწინო წვეულებები და სხვა. განსხვავებით ქალაქის ბინებისგან, კერძო სახლები ხშირად მდებარეობს უფრო მშვიდ, საცხოვრებელ უბნებში, რაც უზრუნველყოფს მეტი სიმშვიდეს და კომფორტს. ბევრ კერძო სახლში არის საკუთარი აუზი, რაც ზრდის კომფორტს და დასვენების შესაძლებლობას. აუზი შეიძლება იყოს ღია ან დახურული, სეზონური ან მუდმივი, რაც საშუალებას მოგცემთ კიდევ უფრო დაუვიწყარი და ბედნიერი მოგონებები შექმნათ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კერძო სახლის შერჩევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. თუ წვეულების შემდეგ სტუმრების ნაქირავებ სახლში დარჩენას გეგმავთ, კერძო სახლები ამ შემთხვევაშიც საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ქირავდება 3 ოთახიანი აგარაკი საგურამოში
ქირავდება 3 ოთახიანი აგარაკი საგურამოში

საგურამოს ცენტრი | 20 წუთი დიღმიდან | ილიას უბანი ქირავდება ახალაშენებული, სრულად კეთილმოწყობილი ორსართულიანი კერძო სახლი ვერანდით. სახლის მახასიათებლები: • 2 კომფორტული საძინებელი • 3 სველი წერტილი • ნათელი მისაღები ოთახი • სრულად აღჭურვილი სამზარეულო — ახალი ტექნიკითა და თანამედროვე ავეჯით • მშვიდი გარემო და სუფთა ჰაერი • ახლოს მდებარე მაღაზიები და საჭირო ინფრასტრუქტურა სახლი იდეალურია ოჯახებისთვის ან მშვიდ გარემოს მოყვარულ ადამიანებისთვის. დეტალებისთვის ან ნახვის დასაგეგმად დამიკავშირდით, მე ვარ მესაკუთრე.

კერძო სახლები ქირავდება სახლი საგურამოში
ქირავდება 10 ოთახიანი აგარაკი წავკისში
ქირავდება 10 ოთახიანი აგარაკი წავკისში

ქირავდება ახალი აშენებული კოტეჯი, რომელიც გამოირჩევა ფართო და მყუდრო სივრცით. სახლის ფართობი შეადგენს 1000 კვ.მ-ს, ხოლო ეზო 1500 კვ.მ-ზეა განთავსებული, რაც უზრუნველყოფს სიმშვიდესა და კომფორტს. კოტეჯში განთავსებულია 10 ოთახი, მათ შორის 6 საძინებელი, რაც იდეალურია დიდი ოჯახისთვის ან მეგობრების ჯგუფისთვის. თანამედროვე მდგომარეობა და ახალი შენობა ქმნის სასიამოვნო გარემოს დასვენებისა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის. აქ შეგიძლიათ დატკბეთ სიმყუდროვით და ბუნებასთან სიახლოვით, რაც განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის ამ უძრავ ქონებას.

კერძო სახლები სახლი აუზით
ქირავდება 5 ოთახიანი აგარაკი მთაწმინდაზე
ქირავდება 5 ოთახიანი აგარაკი მთაწმინდაზე

ქირავდება 7 ოთახიანი აგარაკი წავკისში — 250 მ² ქირავდება ახალაშენებული, თანამედროვე აგარაკი წავკისში, დიდი ეზოთი და საცხოვრებლად საჭირო ყველა ინვენტარით. ძირითადი მახასიათებლები: • ფართობი — 250 კვ.მ • 7 ოთახი • 4 საძინებელი • 2 სართული • ახალი აშენებული შენობა • ახალი გარემონტებული მდგომარეობა • სტანდარტული პროექტი • დიდი და კეთილმოწყობილი ეზო აგარაკი მდებარეობს თბილისის შემოგარენში, წავკისში — მშვიდ და კომფორტულ გარემოში. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც ეძებს კომფორტულ საცხოვრებელს ბუნებასთან ახლოს, ქალაქიდან მცირე მანძილზე.

კერძო სახლები კერძო სახლები თბილისში ქირავდება სახლი თბილისში ქირავდება სახლი ეზოთი
ქირავდება 8 ოთახიანი აგარაკი წიწამურში
ქირავდება 8 ოთახიანი აგარაკი წიწამურში

ქირავდება მყუდრო სახლი წიწამურში. გთავაზობთ გამორჩეულ საცხოვრებელს, რომელიც აერთიანებს კომფორტს, სიმყუდროვესა და ბუნებასთან სიახლოვეს. სახლი მდებარეობს თბილისიდან მხოლოდ 15 წუთის სავალზე, წიწამურის მშვიდ და წყნარ უბანში. უძრავი ქონების აღწერა: ნაკვეთი: 2000 კვ.მ გამწვანებული ეზო, სართულები: 3 სართული, საძინებლები: 4 (თითოეული აღჭურვილია სველი წერტილითა და აივნით), სახლის მთავარი მახასიათებლები: ფართო სასტუმრო სივრცე, იზოლირებული, თანამედროვე სამზარეულო, ვიტრაჟული, დიდი მოსასვენებელი ოთახი, მესამე სართულზე განთავსებული ტერასა პანორამული ხედებით ხეობაზე, საგანგებოდ მოწყობილი დამატებითი შენობა წვეულებებისთვის. განსაკუთრებული უპირატესობები: უნიკალური ლოკაცია ქალაქთან ახლოს, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, შთამბეჭდავი ხედები ხეობაზე, იდეალური ადგილი როგორც მუდმივი საცხოვრებლისთვის, ასევე

კერძო სახლები

ქირავდება კერძო სახლი

ქირავდება კერძო სახლი თქვენთვის დაუვიწყარი და მნიშნელოვანი დღის აღსანიშნავად. წვეულების მოსაწყობად დღეს უკვე აუცილებელი აღარაა ფლობდეთ დიდ ეზოიან კერძო სახლს, ამისთვის მისი ქირაობაც კი საკმარისია. თუ გეგმავთ ქორწილს, რისთვისაც ღია სივრცეს ეძებთ, ან უბრალოდ წვეულების მოწყობა გადაწყვიტეთ და აუზიანი სახლი გჭრდებათ კერძო სახლის ქირაობა ხარჯებს მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ. კერძო სახლში საერთო სივრცეები (სამზარეულო, სველი წერტილები, აუზი, ბაღი) საშუალებას იძლევა სტუმრები კომფორტულად იყვნენ ერთად. ამასთან, სტუმრებისთვის ადვილია ერთმანეთთან კომუნიკაცია და ერთმანეთის გაცნობა. წვეულებებისთვის განკუთვნილ დარბაზებში ასეთი კომუნიკაცია ხშირად რთულია, რადგან სივრცეები შეზღუდულია და ადამიანები ერთმანეთს ვერ ხვდებიან. ქირავდება კერძო სახლი, რომელიც მაქსიმალური კომფორტით გამოირჩევა და სტუმრებს საშუალებას აძლევს თავი ბედნიერად იგრძნონ.კერძო სახლის ქირაობა ბახმაროს, კოჯრისა და კიკეთის გარდა, სხვა ქალაქებშიცაა შესაძლებელი. საიტზე servisebi.ge შეგიძლიათ გაეცნოთ განცხადებებს კერძო სახლის ქირაობის შესახებ. აქ დაგხვდებათ ყველა საფასო კატეგორიის კერძო სახლი და თქვენთის სასურველ სახლს მარტივად შეარჩევთ. კერძო სახლის ქირაობა დღიურად 150 ლარიდანაა შესაძლებელი. კერძო სახლის ქირაობის ფასი ცვალებადია სახლის სიდიდის და ადგილმდებარეობის მიხედვით.
ქირავდება 7 ოთახიანი აგარაკი ორთაჭალაში
ქირავდება 7 ოთახიანი აგარაკი ორთაჭალაში

უნიკალური პრემიუმ კლასის შენობა პრესტიჟულ ლოკაციაზე — იდეალური სივრცე რეზიდენციისა თუ ბიზნესისთვის ქირავდება გამორჩეული, მრავალფუნქციური შენობა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და უსაფრთხო უბანში. ობიექტი მდებარეობს კრწანისის რეზიდენციასთან, ნიუ ჰოსპიტალსთან და საელჩოების უბანთან ახლოს, გორგასლის ქუჩიდან დაახლოებით 2 კმ-ის დაშორებით. სივრცე შექმნილია მაქსიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, რაც მას იდეალურს ხდის როგორც ელიტური საცხოვრებელი რეზიდენციისთვის, ასევე დიპლომატიური, კორპორატიული ოფისის, ბუტიკ-ჰოტელის ან კერძო კლინიკისთვის. ფართობი და განლაგება: • შენობის ფართობი — 600 კვ.მ • მიწის ფართობი — 670 კვ.მ • ორსართულიანი ნაგებობა დიდი ტერასებით მახასიათებლები: • ცენტრალური გათბობის სისტემა • ცხელი წყალი • ბუნებრივი აირი • იატაკქვეშა გათბობა • თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა და სიგნალიზაცია • სასმელი წყლის სისტემა • სათავსო და სარდაფი • 8 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი შესაფერისია: • ელიტური საცხოვრებელი რეზიდენციისთვის • დიპლომატიური ან კორპორატიული ოფისისთვის • ბუტიკ-ჰოტელისთვის • კერძო კლინიკისთვის დამატებითი ინფორმაციისთვის და ფოტო/ვიდეო მასალის მისაღებად დაგვიკავშირდით.

კერძო სახლები კერძო სახლები თბილისში
ქირავდება 3 ოთახიანი აგარაკი მცხეთაში
ქირავდება 3 ოთახიანი აგარაკი მცხეთაში

ქირავდება 100 მ² აგარაკი ლაშარისჯვარში. აღმოაჩინეთ ლაშარისჯვრის სიმშვიდე, ადგილი, რომელიც ცნობილია თავისი ულამაზესი ბუნებით, სუფთა ჰაერითა და მშვიდი გარემოთი. ეს მომხიბვლელი აგარაკი იდეალურ თავშესაფარს გთავაზობთ ქალაქის ხმაურისგან, იდეალურია მათთვის, ვისაც სურს განტვირთვა საქართველოს თვალწარმტაც პეიზაჟებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ აგარაკი ძველი აშენებულია, ის კარგად არის მოვლილი და კომფორტულია, უზრუნველყოფს ყველა საჭირო პირობას სასიამოვნო დასვენებისთვის. აგარაკს აქვს მყუდრო საძინებლები, მისაღები ოთახი, ფუნქციური სამზარეულო და სველი წერტილი. გამწვანებული ეზო შესანიშნავი ადგილია მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად სასიამოვნო საღამოების გასატარებლად. მიმდებარე ტერიტორიაზე ნახავთ ულამაზეს საფეხმავლო ბილიკებს, პანორამულ ხედებს და უამრავ შესაძლებლობას აქტიური დასვენებისთვის. ეს აგარაკი შესანიშნავი არჩევანია ზაფხულის არდადეგებისთვის ან უბრალოდ მშვიდი შაბათ-კვირის გასატარებლად.

კერძო სახლები მცხეთაში სახლის ქირაობა

​რა უნდა იცოდეთ, სანამ კერძო სახლის ქირაობას გადაწყვეტთ

კერძო სახლის ქირაობა ერთ-ერთი საუკეთესო, ბიუჯეტური და მოთხოვნადი სერვისია წვეულებების, ქორწილების და სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანებს საშუალება ეძლევათ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში იმხიარულონ, შექმნან დაუვიწყარი მოგონებები და დრო სასიამოვნოდ გაატარონ. კერძო სახლები გამოირჩევა დიდი ტერიტორიით, გამწვანებით, ფუნქციურად მოწყობილი ეზოთი, ხელსაყრელი მდებარეობით, ღია ან დახურული აუზით, რაც კორპორატიული და დაბადების დღის წვეულებებისთვის საუკეთესო არჩევანია. კერძო სახლის ქირაობა შესაძლებელია გლდანში, წყნეთში, მცხეთაში და სხვა ქალაქებში.

გაითალისწინეთ სტუმრების რაოდენობა

სტუმრების რაოდენობა ნებისმიერი წვეულების ორგანიზების პროცესში აუცილებელი საკითხია. თუ ღონისძიება, დაბადების დღე, ქორწილი, ან კორპორატიული წვეულება, რომელსაც გეგმავთ სტუმრების მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა უმჯობესია, იქირაოთ კერძო სახლი, სადაც მათთვის საკმარისი მოსასვენებელი სივრცე იქნება. დარწმუნდით, რომ სახლში საკმარისი ოთახები და საწოლებია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ზოგი სტუმარი არ იზიარებს მოსასვენებელ ოთახს. სტუმრების რაოდენობის განსაზღვრა დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ კერძო სახლი, რომელიც თავისუფლად დაიტევს მათ და მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის.

გაითალისწინეთ კერძო სახლის ადგილმდებარეობა

კერძო სახლის დაქირავებამდე, აუცილებელია ადგილმდებარეობის სწორად შერჩევა. სახლი რომელსაც ქირაობთ, უნდა იყოს მარტივად მისადგომი და სტუმრებს არ გაუჭირდეთ მისამართზე მოსვლა. კერძო სახლის ადგილმდებარეობა განსაზღვრავს მისი ქირაობის ფასს, რაც უფრო ცენტრალურ ადგილასაა, შედარებით მაღალბიუჯეტურია ქირის ფასი. კერძო სახლის ქირაობა შეგიძლიათ ლისზე, მუხათწყაროსა და ცხვარიჭამიაში.

განსაზღვრეთ ბიუჯეტი

სანამ, დაიქირავებთ კერძ სახლს, პირველ რიგში, განსაზღვრეთ ბიუჯეტი. კერძო სახლის ქირაობა ზოგადად უფრო ეკონომიურია, ვიდრე სასტუმროს სივრცის ან სხვა ღონისძიებისთვის განკუთვნილი დარბაზების. თუ იხდით კორპორატიულ ღონისძიებას ან გსურთ კლასელების, მეგობრების და თანამშომლების შეკრება ქირაობის ფასი მცირდება, რადგან ღირებულება იყოფა სტუმრების რაოდენობაზე. თუმცა, თუ ქირაობთ კერძ სახლს ქორწილისთვის, კულტურული, ბიზნეს ან დიპლომატიური შეხვედრებისთვის კერძო სახლის ქირაობისთვის საჭირო ხარჯის დაფარვა სრულად თქვენ გიწევთ. სახლის დაქირავებამდე მფლობელთან შეათანხმეთ ყველა დეტალი, მათ შორის: დასუფთავება, გათბობა და სხვა. გაქვთ თუ არა სივრცის სრულად ათვისების შესაძლებლობა, შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ არა აუზი, იმ ფასად რასაც თქვენ ქირაში იხდით. ამ და სხვა დეტალების დაზუსტება დაგეხმარებათ იქრიაოთ კერძო სახლი უფრო ბიუჯეტურ ფასად, არ მოგიწიოთ დამატებითი ღირებულებების გადახდა წვეულების დასრულების შემდეგ. წინასწარი გეგმა დაგეხმარებათ, რომ არ გადააჭარბოთ ბიუჯეტს და ყველა სტუმარს კომფორტულად მოათავსოთ.

მსგავსი ძიებები

hash
კერძო სახლები 24 განცხადება
arrow right
hash
კერძო სახლები თბილისში 4 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი თბილისში 3 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ეზოთი 5 განცხადება
arrow right
hash
სახლის ქირაობა ბახმაროში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი კოჯორში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ბათუმში 5 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ზღვაზე 2 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი კიკეთში 0 განცხადება
arrow right
hash
სახლი აუზით 10 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი შეკვეთილში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ბორჯომში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი თელავში 1 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი მანგლისში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი რაჭაში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ქობულეთში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი წყნეთში 5 განცხადება
arrow right
hash
მცხეთაში სახლის ქირაობა 4 განცხადება
arrow right
hash
სახლის ქირაობა რაჭაში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი გრიგოლეთში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი დუშეთში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ზუგდიდში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი მუხათწყაროში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი საგურამოში 7 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ყაზბეგში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი შოვში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ცხვარიჭამიაში 1 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება კერძო სახლი გლდანში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ანანურში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება კერძო სახლი ქუთაისში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ბაკურიანში 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ლისზე 0 განცხადება
arrow right
hash
ქირავდება სახლი ურეკში 0 განცხადება
arrow right
hash
ბეშუმში სახლის ქირაობა 0 განცხადება
arrow right

ხშირად დასმული კითხვები

რა მიზნით შეიძლება კერძო სახლის ქირაობა ?

კერძო სახლის ქირაობა შესაძლებელია დაბადების დღის, კორპორატიული ღონისძიების, ქორწილების, შეკრებების, ბანკეტების და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის.

არის თუ არა ბიუჯეტური კერძო სახლის დაქირავება ?

კერძო სახლის დაქირავება ერთ-ერთი ბიუჯეტური სერვისია, განსაკუთრებით დაბადების დღის, ნიშნობის, ქორწილის და სხვა ღონისძებებისთვის. ხშირად სასტუმროს სივრცეები და სპეციალურად მოწყობილი საბანკეტო დარბაზები ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე კერძო სახლის დაქირავების შემთხვევაში გადაიხდით.

კერძო სახლის ქირაობის დროს როგორ შევარჩიოთ მისი მდებარეობა ?

სანამ, კერძო სახლს დაიქირავებთ განსაზღვრეთ თქვენი საჭიროება. თუ ეძებთ სახლს, ზღვის ხედებით და ქალაქის ცენტრთან ახლოს მოძებნეთ ზღვისპირას მდებარე სახლები. ხოლო, თუ ეძებთ შედარებით მყუდრო, ქალაქგარეთ მდებარე სახლებს, სადაც თქვენთვის სასურველი გარემო დაგხვდებათ, მოძებნეთ მთებში ან ქალაქის შემოგარენში. ადგილმდებარეობის მიხედვით გაითვალისწინეთ ტრანსპორტი და საჭირო სერვისების სიახლოვე.

რა ღირს თბილისში კერძო სახლის ერთი დღით დაქირავება ?

კერძო სახლის ქირაობა დღიურად 150 ლარიდანაა შესაძლებელი, ფასი ცვალებადია სახლის სიდიდის და ადგილმდებარეობის მიხედვით.