ბორჯომი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამთო -კურორტული ქალაქია, რომელიც ცნობილია სუფთა ჰაერით, მინერალური წყლებითა და ულამაზესი ბუნებით. სწორედ ამიტომ, მრავალი ადამიანი არჩევს ბორჯომში სახლის ქირაობას, როგორც დასვენებისთვის, ისე ხანგრძლივი ცხოვრების მიზნით. ბორჯომში მრავალი ტბაა. მათ შორის, ტაბაწყური და კაჰისი, სილამაზის გარდა, ძვირფასი თევზითაც მდიდარია.
ბორჯომი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დასვენებისთვის, მთის სპორტისთვის, ლაშქრობისთვის ან ქართული კულტურის საუკუნოვანი ნიმუშების გასაცნობად. აქ არის მრავალი საფეხმავლო ბილიკი ტყეებით, პანორამული ხედებითა და ტბებით. დასვენებისთვის აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბორჯომის გოგირდის აუზს.
აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობები და აქტივობები:
- ბორჯომის ცენტრალური პარკი .
- ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.
- კულტურული ტურები.
- ისტორიული ადგილები.
ბორჯომში შეგიძლიათ იქირაოთ, როგორც პატარა და მყუდრო სახლები, ისე კერძო სახლი თქვენი ოჯახური დასვენებისა და მშვიდი ცხოვრებისთვის. თვირუად დაქირავების აგრდა, აქ შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენზე მორგებული გაქირავების სქემა და შეუთანხმდეთ სახლის მეპატრონეს. ბორჯომში მდებარე კერძო სახლები აღჭურვილია სამზარეულოთი, გათბობითა და ინტერნეტით, რაც ხდის მათ შესაფერისად გრძელვადიანი დარჩენისთვისაც. გასაქირავებელი ქონება, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ისე გარეუბნებში შეგიძლიათ მოძებნოთ.ბორჯომში სახლის ქირაობა შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს სუფთა ჰაერი, ბუნება და სიმშვიდე ქალაქის ხმაურისგან შორს.
თუ ბორჯომში სახლის ქირაობა სეზონურად გადაწყვიტეთ, მაგალითად ზაფხულში და სახლისთვის სხვადასხვა სპეციალისტის მომსახურება დაგჭირდათ მარტივად შეგიძლიათ ისარგებლოთ მათი გამოძახებით. ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი, მცენარეების მოვლის სპეციალისტი და ა.შ გაგიმარტივებთ სახლის მოწესრიგების პროცესს. ეს უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს, უსაფრთხოებასა და საშუალებას გაძლევთ ზაფხულის დასვენებისთვსი საუკეთესო სივრცე შექმნათ.