ქობულეთი აჭარის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და ზღვის სანაპიროსთან ყველაზე ახლომდებარე კურორტია. აქ კლიმატი სუბტროპიკულია და საშუალო წლიური ტემპერატურა ნულიდან 13-15 გრადუსია. ზაფხულში საშუალო ტემპერატურა 26-30 გრადუსია, რაც შესანიშნავია ზღვაში კომფორტული ცურვისთვის. აღსანიშნავია, რომ ქობულეთის პლაჟები ძირითადად პატარა კენჭიანია და ამარტივებს ზღვაზე კომფორტულად გადაადგილებას. ქობულეთის სანაპირო ზოლის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია.
ქობულეთი გამოირჩევა მინერალური წყლებითაც, რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია. მინერალური წყალი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების, მეტაბოლური დარღვევების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელებისა და საშარდე გზების პრობლემების მკურნალობას. ტალახისა და მინერალური აბაზანები დადებითად მოქმედებს ძვლებისა და სახსრების დაავადებების, ნერვული სისტემისა და კანის დაავადებების, ასევე ჰიპერტენზიული და გინეკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანების ჯანმრთელობაზე.
რა უნდა გაითვალისწინოთ ქობულეთში სახლის დაქირავების დროს ?
თუ ქობულეთში დასვენება გადაწყვიტეთ და სახლის ქირაობა გჭირდებათ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი.
- პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ სახლის მდებარეობას, არის თუ არა ზღვასთან ახლოს. მდებარეობს თუ არა, სახლთან ახლოს კვების ობიექტები, აფთიაქი, სუპერმარკეტები და სხვა.
- შედის თუ არა ქირის საფასურში კომუნალურის თანხაც. ხშირად გამქირავებლები კომუნალური გადასახადების თანხას დამატებით არ ითხოვენ. მაგრამ, არსებობს გამონაკლისებიც, ეს დეტალი სახლის ქირაობამდე აუცილებლად დააზუსტეთ მეპატრონესთან.
- შემოწმეთ, რომ ყველა კომუნიკაცია და ტექნიკა მუშაობს გამართულად, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში ეს ფაქტორები გადამწყვეტია. თუ ქირაობთ აუზიან ან კერძო სახლს ეზოთი, შემაომწეთ როგორ მუშაობს ეზოს განათება, არის თუ არა აუზისტვის საკმარისი წყალი და სხვა.
- რადგან ქობულეთში სახლის ქირის ღირებულება სეზონზე მნიშვნელოვნად იზრდება, სჯობს მოძიება და დაჯავშნა რამდნეიმე თვით ადრე დაიწყოთ.ასევე, ხშირად თვიური ან გრძელვადიანი ქირაობისას ფასზე მოლაპარაკება მეპატრონესთან შესაძლებელია.