ჰიბრიდული მანქანის დიზაინი ოთხ ძირითად ელემენტს ემყარება. ეს არის ძრავა,, ელექტროძრავა, ინვენტორი და მაღალი ძაბვის ბატარეა. არსებობს მინიმუმ სამი სახის ჰიბრიდი:
- სტანდარტული ჰიბრიდი
- დანამატი ჰიბრიდი
- გენერატორ-ელექტრო მანქანა
ჰიბრიდულ მაქანაში სამი ძირითადი სქემა გამოიყენება. პირველია პარალელური სერია. ამ დროს ძრავს, ელექტროძრავს და გენერატორს შეუძლია ერთდროულად ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმუშაოს (ძალა გადაიცემა პლანეტარული გადაცემათა კოლოფით). შესაძლებელია დავტენოთ ბატარეა ძრავით გენერატორის მეშვეობით და გამოვიყენოთ ელექტროძრავა, რათა გავაგრძელოთ მოძრაობა ან ენერგიის დაზოგვა. ენერგიის განაწილების გარდამავალი პროცესები მუდმივად მიმდინარეობს.
პარალელური სქემის მიხედვით ძრავა და ელექტროძრავა დიფერენციალის მეშვეობით გადასცემენ ძალას. ამ წრის რამდენიმე ძირითადი რეჟიმი მხოლოდ ძრავიდან არის გამომავალი. პარალელური სერიისგან განსხვავებით ამ სქემით შეუძლებელია ერთდროულად დამუხტვა და ელექტროძრავის გამოყენებით მართვა.
მესამე და ყველაზე ადვილად გასაგები სქემა არის თანმიმდევრული. როდესაც ძრავა დამუხტავს როგორც ინვენტორს, ასევე ბატარეას გენერატორის საშუალებით და ელეტროძრავა იღებს მისგან ენერგიას. დამუხრუჭებისას ელექტროძრავა მოქმედებს როგორც გენერატორი.
პარალელური სერიის მიკროსქემის შემთხვევაში სიმძლავრე ბორბლებზე გადადის სიტუაციის მიხედვით. ასეთი სქემის მქონე მანქანაში შეგიძლიათ დაიწყოთ მოძრაობა ერთი ელექტროძრავით, ან აჩქარების დროს ძრავა და ელექტროძრავა ერთდროულად გამოიყენოთ. სანამ ძრავა მუშაობს ელექტროძრავა უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიმძლავრეს. ოპტიმალური მუშაობის რეჟიმის მიღწევის შემდეგ. ელექტროძრავის სიმძლავრე მცირდება ნულამდე. თუ ამ მომენტში გსურთ აჩქარება, ელექტროძრავა ხელახლა ჩაირთვება. დამუხრუჭებისას ჭარბი ენერგიაც აკუმულატორებში ინახება.
როგორ ვითარდება ჰიბრიდული მანქანების ბაზარი მსოფლიოში?
ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების აქტიურ გამოყენებაზე გადადიან. ტოიოტას მოდელის ასორტიმენტი ევროპულ ბაზარზე ჰიბრიდული მანქანების ნახევრისგან შედგება.
ტოიოტას ჰიბრიდების ძირითადი უპირატესობებია:
- ჰიბრიდული მანქანების საწვავის მოხმარება ერთი მესამედით ნაკლებია იმავე კლასის ან თუნდაც ბენზინის მოდელის ავტომობილზე.
- Toyota საკმაოდ კონსერვატიული კომპანიაა და კარგად შემოწმებულ ძრავებს იყენებს. ჰიბრიდული სქემით ძრავა ნაკლებად დატვირთულია რაც უფრო მეტ მექანიკურ სიცოცხლეს იძლევა.
- სამუხრუჭე სისტემას აქვს ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა.
- გადაცემათა კოლოფი უაღრესად საიმედოა.
- ძრავის ამუშავებაზე გავლენას არ ახდენს ტემპერატურული ცვლილება.
- ბატარიის მდგომარეობის გამო დაბალი სიმძიმის ცენტრი და წონის უკეთესი განაწილება ორივე ღერძზე, დადებითად მოქმედებს მართვაზე.
- სახარჯო და სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.
ჰიბრიდზე რესურსის შემცირების მთავარი ფაქტორი გადახურებაა. ეს გამოწვეულია ინტერიერის არასაკმარისი გაგრილებით ან უბრალოდ კონდინციონერის უგულებელყოფით, ვინაიდან ტოიოტას ჰიბრიდებზე ბატარიის გაგრილება სალონიდან ხდება. კიდევ ერთი მიზეზი არის უყურადღებობა ვენტილატორის მიმართ. ბატარიის ნაადრევი უკმარისობის დროს მიზეზები დაკავშირებულია გაგრილებაზე თავისუფალი წვდომის დარღვევასთან.
ჰიბრიდულ მოდელებს სჭირდებათ ძრავის უფრო ხანგრძლივად დათბობა ანტიფრიზის მოქმედების დიაპაზონში 40 გრადუსამდე. ნებისმიერი ჰიბრიდული მანქანის მინუსი არის ბატარიის გამოცვლის ღირებულება. ეს მოწყობილობა ძვირია და დეფიციტური. ამავდროულად, მისი რესურსის არა მხოლოდ პროგნოზირება, არამედ გაფართოებაც კი შესაძლებელია.
ეკოლოგიური პრობლემები
ჰიბრიდული მანქანა ჩვეულებრივ უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას და მცირე გამონაბოლქვს, ვიდრე ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავები. ეს დანაზოგი ძირითადად მიიღწევა ტიპიური ჰიბრიდული დიზაინის სამი ელემენტით.
ძრავის შედარებით მცირე ზომა. პატარა ძრავს შეიძლება ჰქონდეს ნაკლები შიდა დანაკარგები და მსუბუქი წონა. ბატარისის მნიშვნელოვანი ტევადობა აღდგენილი ენერგიის შესანახად და გამოსაყენებლად, განსაკუთრებით საცობში დგომის დროს.
დამუხრუჭების დროს მნიშვნელოვანი რაოდენობის ენერგიის ხელახალი მოპოვება, რომელიც ჩვეულებრივ დაიკარგება სითბოს სახით.
როდის მივმართოთ სპეციალისტს ჰიბრიდის შესაკეთებლად?
მეორადი ჰიბრიდის შეძენისას პირველ რიგში აუცილებელია ბატარიის ყოვლისმომცველი დიაგნოსტიკა. ეს პროცესი სპეციალური აღჭურვილობით ხორციელდება. შესაძლოა ჰიბრიდს პრობლემები შეექმნას მოძრაობის დროს, სიმაღლეზე ასვლისას და ა.შ.
სპეციალისტს უნდა მიმართოთ მაშინ თუ ჰიბრიდი გადაჭარბებულად მოიხმარს საწვავს ან ჰიბრიდული სისტემის გამაფრთხილებელი კოდი ჩნდება დაფაზე. თუ მანქანა ავარიაში მოყვა და დარტყმა ბატარიის არეში მოხდა. სპეციალისტის ჩართულობა აუცილებელელია ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდგომ, რაც საშუალოდ 8 წელია.
დიაგნოსტირების პროცესში სპეციალისტები დინამიკაში აფასებენ ძაბვის დონეს თითოეულ უჯრედში (მანქანის მოძრაობის სხვადასხვა ფაზაში). როდესაც ბატარია ამოღებულია და უკავშირდება სპეციალურ სადიაგნოსტიკო მოწყობილობას. ვიზუალური შემოწმების გზით ტექნიკოსები ამოწმებენ კავშირებს, ტერმინალებს და ბატარეის მუშაობაში მონაწილე სხვა კომპონეტებს.
შესაძლებელია მფლობელი ითხოვდეს ბატარეის შეცვლას მუდმივი უკმარისობის გამო. ასეთ შემთხვევაში ტექნიკოსი ადგენს პრობლემის მიზეზს. შესაძლოა ეს იყოს
ბატარიის გაგრილებაში მონაწილე ჰაერსადენების პრობლემა, რომელიც განლაგებულია სამგზავრო სავარძლების გვერდებზე. არაჰიბრიდული მოდელის გადასაფარებლით თუ ეს მილები დაიფარა იწყება ბატარიის უკმარისობა. სპეციალისტი ამ დროს ხსნის საჰაერო მილებს აცივებს ბატარიას. პრობლემა მყისიერად გვარდება და მფლობელი კი ზოგავს ფულს.
სად ვიპოვო სანდო სპეციალისტი ჰიბრიდის შესაკეთებლად?
Servisebi.ge შექმნილია იმისთვის, რომ ქვეყნის საუკეთესო მექანიკოსების მოძიება გამარტივდეს. პლატფორმის გამოყენება უფასოა. მექანიკოსთან დასაკავშირებლად საკმარისია გაეცნოთ განცხადებებს და სასურველ ოსტატთან უფასო სატელეფონო კონსულტაცია გაიაროთ. სერვისზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. მომსახურების ღირებულება დაზიანების სირთულიდან გამომდინარე დაანგარიშდება. ამასთა,
პლატფორმაზე რეგისტრირებული სპეციალისტები მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობენ. აუცილებლად გაეცანით რეალურ მომხმარებელთა კომენტარებს, რაც სანდო სპეციალისტის პოვნაში დაგეხმარებათ.