Servisebi's large logo

ამწე კრანი - ფუნქციები, ტიპები და გამოყენების სფეროები

პირველი ცნობილი ამწე მანქანა იყო შადუფი, წყლის ამწევი მოწყობილობა, რომელიც გამოიგონეს ძველ მესოპოტამიაში. სამშენებლო ამწეები მოგვიანებით გაჩნდა ძველ საბერძნეთში, სადაც მათ ამუშავებდნენ ადამიანები ან ცხოველები და იყენებდნენ შენობების მშენებლობისას. უფრო დიდი ამწეები, მოგვიანებით შეიქმნა რომის იმპერიაში, ამისთვის გამოიყენეს სარბენი ბორბლები, რაც უფრო მძიმე სიმძიმის აწევის საშუალებას იძლეოდა. 

შუა საუკუნეებში ნავსადგურის ამწეები შემოიღეს გემების ჩასატვირთად და განტვირთვისთვის და მათ მშენებლობაში დასახმარებლად - ამწეებში ზოგი ქვის კოშკებში იყო ჩაშენებული დამატებითი სიმტკიცისა და სტაბილურობისთვის.

ამწეების გამოგონებამ კაცობრიობას გაუადვილა საქმე, რადგან მათ გარეშე ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და აწევა ადამიანის ხელით უნდა მომხდარიყო, ამ პროცესს მეტი დრო სჭირდებოდა და მთელი სისტემა საერთოდ არ იყო ეფექტური. 

თანამედროვე ამწე კრანების საშუალებით, შესაძლებელი ხდება ისეთი რთული სამუშაოების შესრულება, რომლებიც ხელით თითქმის წარმოუდგენელია. ბლოგში განვიხილავთ ამწე კრანების ტიპებს, მათ მახასიათებლებს, გამოყენების სფეროებსა და უპირატესობებს.

როდის გამოიგონეს თანამედროვე ამწეები ? 

ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამწეების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ცათამბჯენებისა და უზარმაზარი ქალაქების აშენება.

ამწე კრანი არის მანქანა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის და ზომის ტვირთების  გადასაადგილებლად , როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. მოწყობილობა იყენებს ერთ ან რამდენიმე მარტივ მექანიზმს როგორიცაა ბერკეტი და საბურველი , რათა შექმნას მექანიკური უპირატესობა თავისი სამუშაოს შესასრულებლად. ამწე კრანი ჩვეულებრივ გამოიყენება ტრანსპორტირებაში ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვისთვის, სამშენებლო მასალების გადაადგილებისთვის და წარმოებაში მძიმე აღჭურვილობის აწყობისთვის. 

როგორი ტიპის ამწეები არსებობს და რისთვის გამოიყენება ის ?

ამწე კრანების სხვადასხვა ტიპი არსებობს და მათი გამოყენებაც  განსხვავდება სამუშაო პროცესების სპეციფიკიდან გამომდინარე. თითოეულ მათგანს აქვს უნიკალური დანიშნულება, რაც დამოკიდებულია ტვირთამწეობაზე, გადაადგილების შესაძლებლობებზე და სამუშაო გარემოზე. მათ შორის:
  1. თვითმცლელი ამწე - არის სპეცტექნიკა, რომელიც აერთიანებს თვითმცლელისა და ამწის ფუნქციებს. ეს სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია ჰიდრავლიკური სისტემით, რომელიც საშუალებას აძლევს მძიმე ტვირთების გადაზიდვის, აწევას და ტრანსპორტირებას. მისი გამოყენება აქტუალურია სამშენებლო, ლოგისტიკურ და სამრეწველო სფეროებში.
  2. კოშკურა ამწე - კოშკური ამწე სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც გამოიყენება მაღალსართულიანი შენობების, ხიდებისა და სხვა მასშტაბური ობიექტების მშენებლობაში. მას შეუძლია დიდი ზომის და წონის ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის 20 ტონამდე. კოშკურა ამწეების სიმაღლე 30-დან 200 მეტრამდე მერყეობს, ხოლო ზოგიერთი სპეციალური მოდელი კიდევ უფრო მაღალ კონსტრუქციებზე მუშაობს.
  3. მანიპულატორი ამწე -  მანიპულატორი ამწე ეს არის სატვირთო ტიპის მანქანა, რომელიც გამოირჩევა მრავალფუნქციურობით. მანიპულატორი ამწე არის სპეციალური ჰიდრავლიკური ან რობოტული დანამატი, რომელიც მიზნად ისახავს ამწეების შესაძლებლობების გაძლიერებას ტვირთის აწევის, პოზიციონირებისა და მასალის გადატანისთვის. გამოირჩევა უპირატესობებით, როგორიცაა: კომპაქტურობა, მოქნილობა და საწვავის მცირე მოხმარება.
  4. სამშენებლო ამწე კრანი - სპეციალურად დაპროექტებულია მძიმე ტვირთების უსაფრთხოდ გადასატანად. მისთვის დამახასიათებელია, ამწის მაღალი სიმძლავრე და სტაბილურობა. ამ ტიპის ამწე კრანი სპეციალურად დაპროექტებულია მძიმე ტვირთების უსაფრთხოდ და ოპტიმალურად გადასატანად.
ამის გარდა გვხვდება ისეთი ამწეების ტიპებიც, როგორიცაა:

ჰიდრავლიკური ამწეები ძირითადად გამოიყენება ლოგისტიკაში, სამრეწველო ობიექტებზე და სამშენებლო მოედნებზე. ისინი გამოირჩევიან მაღალი ტვირთამწეობით და მოქნილობით, რაც მათ იდეალურად აქცევს მძიმე ინდუსტრიისთვის.
გემის ამწე კრანები ეს არის სპეციალური ამწეები, რომლებიც გამოიყენება პორტებში და გემებზე ტვირთების გადასატანად. ისინი განკუთვნილია კონტეინერების, მანქანებისა და სხვა მძიმე ტვირთების გადატანისთვის.

სად და რისთვის გამოიყენება ამწე კრანები ?

ამწე კრანების გამოყენების  სფეროები მრავალფეროვანია, მათ შორის შეიძლება გამოვარჩიოთ ძირითადი მიმართულებები, სადაც ამწეს მუშაობა განუზომლად დიდ ეფექტს იძლევა, როგორც ხარისხიანი საქმის შესრულებისას ასევე დროის დაზოგვის მიზნით. 
1. სამშენებლო ინდუსტრია - ამწე კრანები ერთ-ერთი აუცილებელია ცათამბჯენების, მაღალსართულიანი საცხოვრებელი და კომერციული ნაგებობების, ხიდებისა და კაშხლების მშენებლობისთვის. მათი დახმარებით მარტივდება დიდი ზომის და მოცულობის ტვირთების სიმაღლეზე მიწოდება და სასურველი კონსტრუქციების მარტივად მოწყობა. 
2. მრეწველობა და ქარხნები - ამწე კრანები მნიშვნელოვნად ამსუბუქებენ მძიმე აღჭურვილობისა და ნედლეულის გადაადგილებისთვის საჭირო სამუშაო პროცესებს. დღესდღეობით ქარხნებსა და საწარმოებში აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ამწე კრანები.
3. ლოგისტიკა და სატრანსპორტო სფერო - ამწე კრანების სხვადასხვა სახეობა აქტიურად გამოიყენება სატრანსპორტო ჰაბებში, პორტებში და საწყობებში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამწე კრანები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტვირთების დასაწყობებაში და ტრანსპორტირებაში.
4. სამაშველო ოპერაციები - სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დროს ამწე კრანები გამოიყენება ნანგრევებიდან ხალხის გამოსაყვანად და მძიმე კონსტრუქციების მარტივად მოსაშორებლად.

შეიძლება თუ არა ამწე კრანის დაქირავება ოპერატორთან ერთად ?

ამწე ოპერატორით, ამ ტიპის ამწე კრანის დაქირავება შესაძლებელია, როგორც ოპერატორთან ერთად, ისე მის გარეშე. თუ გადაწყვეტთ ამწეს ოპერატორთან ერთად დაქირავებას, ეს საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ უსაფრთხო, ეფექტური და ოპტიმალური სერვისი. გამოცდილ ოპერატორს შეუძლია ტექნიკის მაქსიმალური პროდუქტიულობით გამოყენება, რაც ამცირებს შეცდომების ალბათობას და ზრდის სამუშაოს ხარისხს. გარდა ამისა, ოპერატორით მომსახურება ხშირად შეიცავს დამატებით უსაფრთხოების ზომებს, რაც უზრუნველყოფს სანდო და გამართულ მუშაობას. ამწე ოპერატორი ყოველთვის  ითვალისწინებს ქარის სიჩქარეს, რადგან ძლიერი ქარი ამწეების მანევრებს უფრო რთულს და პოტენციურად სარისკოს ხდის. გარდა ამისა, ამწეს აქვს სხვადასხვა წონის სიმძლავრე იმისდა მიხედვით, თუ რამდენად დაშორებულია დატვირთვა კოშკიდან, ამიტომ ამწე ოპერატორი იყენებს დატვირთვის მომენტის ინდიკატორს, რათა დარწმუნდეს, რომ ყოველთვის დაცულია ამწეს ყველა უსაფრთხოების პარამეტრები. ამწე ოპერატორით და მის გარეშე შეგიძლიათ იქირაოთ მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში

სად და როგორ შეიძლება დავიქირაოთ სასურველი ამწე კრანი ?

თუ დაგჭირდათ ტვირთის სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად გადაადგილება, ამწე მანიპულატორის მომსახურება საუკეთესო გამოსავალია. საიტზე servisebi.ge საშუალება გაქვთ მარტივად მოიძიოთ ამწე მანიპულატორი და მიიღოთ ხარისხიანი მომსახურება. გაეცანით განცხადებებს, თვალი გადაავლეთ მომხმარებლის შეფასებებს და გადაწყვეტილება რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღეთ. 
რეკომენდირებული მომსახურებები
რეკომენდირებული სტატიები
რეკომენდირებული კატეგორიები
ავტო სერვისი | დასუფთავება, დალაგება | ტვირთის გადაზიდვა, ლოჯისტიკა | ტვირთის გადაზიდვა, ლოჯისტიკა | მშენებლობა, რემონტი | განათლება | განათლება | დამლაგებელი | დამლაგებელი | დამლაგებელი | სამშენებლო ნარჩენების გატანა | ამწე ლიფტი | ევაკუატორი | ევაკუატორი | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | ავეჯის გადაზიდვა | გათბობის ხელოსანი | გათბობის ხელოსანი