ფარდა ჟალუზები ბოლო წლებში მისი პრაქტიკულობისა და დიზაინის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე საკმაოდ პოპულარულია. მომხმარებლები ირჩევენ ფარდა ჟალუზებს, როგორც საცხოვრებელი ისე საოფისე სივრცისთვის. ფარდა ჟალუზები თავისი ფერით, დიზაინით და ფასით საკმაოდ ხელმისაწვდომია.
ჟალუზების ფართო არჩევანი არსებობს, ამიტომ მაქსიმალურად ბიუჯეტური და სწორი შენაძენისთვის უნდა გაითვალისწინოთ მათი დამზადების მასალა. ჟალუზები ძირითადად პლასტმასას, ლითონის, ქსოვილის, ხის და ბამბუკისგან მზადდება. არჩევანის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია, იცოდეთ თითოეული მათგანის უპირატესობები.
პლასტმასას ჟალუზები ფართოდ არის გავრცელებული. ისინი გამოიყენება სამზარეულოებში, აივნებში, სააბაზანოებსა და მისაღებ ოთახებშიც კი. პლასტმასას ჟალუზების მთავარი უპირატესობებია დაბალი ფასი, ჰიგიენა და მოვლის სიმარტივე.
ლითონის ჟალუზები ძირითადად მსუბუქი ალუმინისგან მზადდება. ეს კონსტრუქციები საკმაოდ ხელმისაწვდომია და ფართოდ გამოიყენება სამრეწველო ადგილებში. ლითონის ჟალუზები გამძლეა, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და იცავს ოთახს ულტრაიისფერი სხივებისგან.
ბოლო დროს სხვადასხვა ქსოვილის ჟალუზები დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ქსოვილის ჟალუზები ძირითადად
ჰორიზონტალური და
ვერტიკალური ჟალუზებია. ეს ჟალუზები ძირითადად ბამბის, პოლიესტერის და ჟაკარდისგან მზადდება.
ხის ჟალუზები იდეალურია კლასიკური სტილის ინტერიერისთვის. ხის ჟალუზებს ბევრი უპირატესობა აქვთ. ისინი ეკოლოგიურად სუფთაა, გამოირჩევა გამძლეობით და ხანგრძლივი მოხმარებისაა. ასევე ოთახს ან სივრცეს ბუნებრივ იერს სძენს.
ხშირად გვხვდება ჟალუზების მრავალფაქტორიანი კომბინაციებიც . ასეთი ჟალუზების ზედა ნაწილი დამზადებულია პლასტმასისგან, ხოლო ქვედა ნაწილი - სხვადასხვა ქსოვილისგან. ასეთი ჟალუზები ინტერიერს უნიკალურ იერს სძენს.
რაზეა დამოკიდებული ფარდა ჟალუზების ფასი ?
ფარდა ჟალუზების დამზადების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, როგორიცაა: ჟალუზების ზომა, ქსოვილი, მექანიზმის ტიპი, მასალის ხარისხი და მონტაჟის სირთულე. ადგილობრივ მწარმოებლებთან ფარდა ჟალუზების შერჩევა კიდევ უფრო დაგიზოგავთ თანხას. როგორც წესი, ფარდა ჟალუზების ფასი ითვლება კვადრატული მეტრის მიხედვით და მოიცავს როგორც მასალას, ისე დამზადებასა და მონტაჟს. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს როგორც სტანდარტული დეკორატიული ქსოვილები, ისე სპეციალური მასალები. თუ გსურთ ფარდა ჟალუზები საუკეთესო ფასად და იაფად შეიძინოთ, რეკომენდებულია რამდენიმე კომპანიის შეთავაზების შედარება, მასალების ხარისხის შემოწმება და გარანტიის პირობების დაზუსტება.