ალუმინის ჟალუზები

ალუმინის ჟალუზები მსუბუქი, გამძლე ფანჯრის საფარია, რომელიც დამზადებულია ალუმინისგან. ისინი უზრუნველყოფენ სინათლის შესანიშნავ კონტროლს და კონფიდენციალურობას, მდგრადია ტენიანობის,  ჟანგის მიმართ და ადვილად იწმინდება. ალუმინის ჟალუზების ელეგანტური და თანამედროვე დიზაინი მათ პოპულარულს ხდის საცხოვრებელი ან კომერციული ფართებისთვის. ალუმინის ჟალუზები გამოირჩევა ნაკლებად ფოროვანი ზედაპირით, რომელიც ეწინააღმდეგება მტვრის მარტივად დაგროვებას. იწმინდება მარტივად სველი ხელსახოცით, ტილოთი ან მტვერსასრუტის სპეციალური საწმენდი თავით. ალუმინის ჟალუზების დამზადება დაბალ ფასში შეგიძლიათ ადგილობრივ მწარმოებლებთან, გაეცანით servisebi.ge -ზე განთავსებულ განცხადებებს და იპოვეთ თქვენთვის სანდო მომწოდებელი.

ალუმინის ჟალუზების დამზადება

ალუმინის ჟალუზების დამზადება სრულიად ავტომატიზებულია. სპეციალური დანადგარი, რომელიც ალუმინის ჟალუზების დამზადებას უზრუნველყოფს ალუმინს ბრტყელ და ნახევარწრიულ ფორმას აძლევს. ამ დანადგარის საშუალებით ხდება ალუმინის დაჭრა სასურველ ზომაზე და შემდეგ აწყობა. თუმცა, როგორც ალუმინის, ასევე ხის ჟალუზების წარმოებაში არსებობს პროცესები, რომელთა შესრულება მხოლოდ ხელით არის შესაძლებელი. ალუმინის ჟალუზების ზედა ნაწილში დასაკეცი მექანიზმისა და კაბელის საკეტის დამონტაჟება ასევე ხელით ხდება ჟალუზების ხელოსნის მიერ. ალუმინის ჟალუზები ადვილად შეავსებს ნებისმიერი ინტერიერის სტილს და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერსა და ზომაში.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ უნდა დამონტაჟდეს ალუმინის ჟალუზები სწორად ?

ადვილად დასამაგრებელი სამაგრების წყალობით, შესაძლებელია ალუმინის შიდა ჟალუზების დამონტაჟება პირდაპირ ფანჯარაზე, ბურღის გარეშე. ჟალუზების ტიპის მიხედვით, მონტაჟი შესაძლებელია კედლებზე ან ჭერზე, სამონტაჟო პროფილის, სამაგრის ან საფარის პანელის გამოყენებით. ალუმინის და სხვა ტიპის ჟალუზების დამონტაჟება, როგორც წესი მომწოდებლის მიერ ხდება.

შეიძლება თუ არა ალუმინის ჟალუზთან ერთად ფანჯარაზე დამონტაჟდეს მწერებისგან დამცავი ბადეები ?

დიახ, მწერებისგან დამცავი ბადის დამონტაჟება შესაძლებელია ალუმინის ჟალუზთან ერთად.

რატომ არის ალუმინის ჟალუზები საუკეთესო არჩევანი საოფისედ ?

ალუმინი იდეალურია სიმსუბუქისა და სიმტკიცის კომბინაციის გამო. ასევე, გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციით დეფორმაციის რისკის გარეშე. სწორედ ამიტომ, ალუმინის ჟალუზები საუკეთესო არჩევანია თქვენი ოფისისთვის.