ავტომობილის გაზის ხელოსანი
ავტომობილის გაზის ხელოსანი დაგჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ აპარატურის დამონტაჟება გადაწყვიტეთ. გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან გაზ-ჰაერის ნარევის ელექტრული წინააღმდეგობა უფრო დიდია, ვიდრე ბენზინი-ჰაერის ნარევის, სასურველია სპეციალური გაზის სანთლების დაყენება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხელოსანმა სწორი ,,შლანგები“ გამოიყენოს. ფულის დაზოგვის მიზნით ხშირად ხელოსნები წყლის ,,შლანგებს“ იყენებენ, რის შედეგადაც შეიძლება კატასტროფამდე მიხვიდეთ.
სანდო სპეციალისტის დასაქირავებლად ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილ ოსტატებს დაუკავშირდით. ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს ამიტომ მომსახურების პირობებზე შეგიძლიათ ინდივიდუალურად შეთანხმდეთ.