განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ჯართი

ჯართი იმ უსარგებლო ლითონების საერთო სახელწოდებაა, რომლებმაც მათი პირვანდელი დანიშნულება ამოწურეს და ექვემდებარებიან გადამუშავებას და ახლიდან გამოყენებას.  ჩვეულებრივ, ჯართი მოიცავს ალუმინს, სპილენძს, ფოლადს და ლატუნს, რომლებიც, როგორც წესი, მიიღება ძველი ტექნიკის, მანქანების, სამშენებლო და სამრეწველო ნარჩენებისგან. გარდა ამისა, ელექტრონული ნარჩენები, როგორიცაა მოძველებული კომპიუტერები, მაცივრები, კონდიციონერები, აკუმლატორები, ტელეფონები და ა.შ. შეიცავენ ძვირფას ლითონებს ან მეტალის სხვადასხვა კომპონენტებს.
ჯართის გადამუშავება ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებას, ნაგავსაყრელის ნარჩენების და გარემოს დაბინძურების შემცირებას. ჯართის ინდუსტრია სასიცოცხლო როლს ასრულებს წრიულ ეკონომიკაში ნარჩენების მასალების ახალი წარმოებისთვის ღირებულ რესურსებად გარდაქმნით.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ჯართის ჩაბარება

გთავაზობთ ჯართის ჩაბარებას გამოძახებით, ბინაზე მოსვლით. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

გიორგი
შეფასება 5.0 , 4 შეფასება

ჯართის ჩაბარება გამოძახებით

ვიბარებ ჯართსა და ფერად ლითონებს. ალუმინს, სპილენძს, ლატუნსა და მანქანის დისკებს უმაღლეს ფასად, ადგილზე მომსახურებით.

ჯართისა და ფერადი ლითონის ცენტრალური მიმღები პუნქტი გამოძახებით

ჯართის, სპილენისა და ალუმინის ჩაბარება გამოძახებით: - ვიბარებთ მანქანის პრავოდკას; - ალუმინის ჩაბარება; - სპილილენძის ჩაბარება; - ლატუნის ჩაბარება; - კონდინციონერის ჩაბარება; - მაცივრის ჩაბარება; - აკუმულატორების ჩაბარება;

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

ფერადი ლითონის ჩაბარება უმაღლეს ფასად

ფერადი ლითონის ჩაბარება თბილისში საუკეთესო ფასად, ადგილზე მისვლით. ჩვენი ჯართის პუნქტი გთავაზობთ რკინისა და ფერის მეტალების ჩაბარებას საუკეთესო ფასად. სპილენძის ჩაბარება, ლატუნის ჩაბარება, ალუმინის ჩაბარება. ვმუშაობთ სანდოდ, სწრაფად და გამჭვირვალედ – ყველა წონა იზომება ზუსტ სასწორზე და თანხას მაშინვე იღებთ. ვიღებთ სხვადასხვა ტიპის ლითონს: ძველი ავტომობილები, ტექნიკა, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, სპილენძი, ალუმინი ა.შ. ჩვენს მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი და კომფორტი მომსახურებისას. მდებარეობა მოსახერხებელია, ხოლო მომსახურება – მოქნილი. დაგვიკავშირდით და თავად დარწმუნდებით, რომ ჩვენთან ჯართის ჩაბარება ყველაზე მარტივი და მომგებიანია.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

ფერადი ლითონისა და ჯართის ჩაბარება გამოძახებით

- ალუმინის დისკების ჩაბარება; - ჯართის პუნქტი; - ჩაბარება ცენტრალურ მიმღებ პუნქტში ადგილიდან ტრანსპორტირებით; - კონდეციონერების ჩაბარება; - სპილენძის და ალუმინის ჩაბარება; - აკუმლატორების ჩაბარება; - ძველი ავტომანქანების ჩაბარება; - ძველი კონდეციონერის ჩაბარება; - რუსული კონდეციონერის ჩაბარება; - ალუმინის კარ ფანჯრის ჩაბარება; ჯართში უმაღლესი ფასი!

შეფასება 5.0 , 1 შეფასება

ჯართი გამოძახებით

ჯართი გამოძახებით არის მოსახერხებელი და კომფორტული სერვისი, როდესაც ჯართის შემგროვებლები მოდიან პირდაპირ თქვენს მისამართზე,  რათა შეაფასონ და შეიძინონ თქვენთვის უსარგებლო ლითონის მასალები.
ჯართი გამოძახებით სერვისი თავიდან აგაცილებთ ტრანსპორტირების იმ სირთულეებს, რომლებიც გექმნებათ  თქვენი მასალების ჯართის გადამუშავების ცენტრებში მიტანისას.  პროფესიონალი შემფასებლები გეწვევიან ადგილზე, აწონიან, შეაფასებენ ჯართს, მომენტალურად გადაგიხდიან თანხას და თავად მოახდენენ მათ ტრანსპორტირებას შესაბამის პუნქტში.  ეს მეთოდი უზრუნველყოფს  სამართლიანი ანაზღაურების მიღებას და თავიდან აგარიდებთ ტრანსპორტირების პრობლემებს.  სერვისებზე არსებული მრავალფეროვანი  შეთავაზებები საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ შემფასებლები მომსახურების პირობებისა და ფასის გათვალისწინებით  სახლიდან გაუსვლელად.  

მომხმარებლის შეფასებები

ჯართის ჩაბარება

შეფასების ავტორი: დავით შაოშვილი

ძალიან კარგი მომსახურება ადგილზე მისვლით პროფესიონალურად. კმაყოფილი ვარ...

ჯართის ჩაბარება

შეფასების ავტორი: ნინო

კარგი ანაზღაურება ადგილზე კარგი მომსახურეობა ყველას გირჩევთ დაურეკეთ მითითებულ ნომერზე

ჯართის ჩაბარება

შეფასების ავტორი: მიხეილი

კარგი მომსახურეობა ქონდა მაგარი ადამიანია ღმერთმა ხელი მოუმართოს

​ჯართის სერვისების მოხერხებულობა და უპირატესობები

 დღევანდელ სწრაფ სამყაროში მნიშვნელოვანია კომფორტული და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება, ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, არამედ იმას, თუ როგორ ვუმკლავდებით სხვა მნიშვნელოვან და გლობალურ გამოწვევებს, მათ შორისაა ნარჩენების გადამუშავებაც.  ლითონის ნარჩენების  ეგრედწოდებული ჯართის გადამუშავება ერთ-ერთი ინოვაციური გადაწყვეტა, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა მოსახლეობაში. ჯართის ჩაბარების სერვისი გვთავაზობს უპრობლემო გამოსავალს არასასურველი ლითონების გასასხვისებლად შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, რაც არამხოლოდ გვათავისუფლებს უსარგებლო ტვირთისგან, არამედ გვაძლევს ფინანსურ სარგებელს.  მეორე მხრივ,  ჯართის გადამამუშავებელი პუნქტები ახდენენ მათ გადამუშავებას და იღებენ პროდუქციას ახალი დანიშნულებით.  

რას გვთავაზობს ჯართი გამოძახებით?

ჯართი გამოძახებით არის სერვისი, რომელიც გვთავაზობს ჯართის ჩაბარებას თქვენს მისამართზე. ჩამბარებელი პუნქტი გამოცდილი შემფასებლების დახმარებით შეაფასებს და შეიძენს თქვენს მასალებს. იქნება ეს ძველი ტექნიკა, სამშენებლო, სამრეწველო ან თუნდაც ელექტრონული ნარჩენები. ეს სერვისი აგარიდებთ საჭიროებას, რომ გადაიტანოთ მძიმე ჯართი გადამუშავების ცენტრებში, დაგიზოგავთ დროს, ძალისხმევას და ტრანსპორტირების ხარჯებს. 

Როგორ მუშაობს ჯართის ადგილზე გამოძახების სერვისი?

პროცესი მარტივი და მოსახერხებელია. როდესაც თქვენ დაუკავშირდებით ჯართის სერვისს, წარმომადგენელი გეგმავს ვიზიტს თქვენს მდებარეობაზე.  მოსვლისთანავე აფასებს ჯართის ტიპსა და ხარისხს. ისინი აწონიან მასალებს და გთავაზობენ ანაზღაურებას მიმდინარე საბაზრო ფასებზე დაყრდნობით. თუ ფასი თქვენთვის მისაღები იქნება, შემგროვებელი ჩაიბარებს ჯართს და დაუყონებლივ მიიღებთ თანხას.  ადგილზე გამოძახების სერვისი უზრუნველყოფს არასასურველი მასალების ეფექტურად გამოყენებას, მიიღებთ ფინანსურ სარგებელს ყოველგვარი სირთულეებისა და დისკომფორტის გარეშე.
 ჯართის მასალების გადამუშავება ამცირებს ნედლეულის მოპოვების აუცილებლობას, რომელიც ხშირად ენერგო ინტენსიურია და ეკოლოგიურად საზიანოა. ლითონების გადამუშავებით, როგორიცაა ალუმინი, სპილენძი და ფოლადი, ჩვენ ვზოგავთ ბუნებრივ რესურსებს, ვამცირებთ სათბურის გაზების გამოყოფას და ნაგავსაყრელების ნარჩენებს. ეს პროცესი მხარს უჭერს წრიულ ეკონომიკას, სადაც ნარჩენი მასალები მუდმივად ხელახლა გამოიყენება.

ვინ სარგებლობს ჯართის გამოძახების სერვისით?

 ფიზიკური და იურიდიული პირების ფართო სპექტრს შეუძლია ისარგებლოს ჯართის სერვისით. სახლის მეპატრონეებს, რომლებსაც სურთ ძველი ტექნიკის ან მასალების მოშორება, შეუძლიათ ადვილად ისარგებლონ ადგილზე გამოძახების სერვისით. იქნება ეს ძველი ლითონის ავეჯი ან თუნდაც დაზიანებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სამშენებლო კომპანიებს ხშირად აქვთ დიდი რაოდენობით ჯართი და ნარჩენები, რომლებიც ხშირად ექვემდებარებიან გადამუშავებას. სამრეწველო ობიექტები წარმოქმნიან ლითონის ნარჩენების მნიშვნელოვან რაოდენობას, რასაც მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი მოაქვს მათთვის.
 ჯართის სერვისები გვთავაზობენ პრაქტიკულ, ეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტას არასასურველი შავი და ფერადი ლითონების მოსაშორებლად. ისინი უზრუნველყოფენ საბაზრო ფასებზე დაფუძნებულ    სამართლიან ანაზღაურებას, ტრანსპორტირებისა და სერვისის კომფორტს. ჯართის ჩაბარება დაგეხმარებათ ეფექტურად მართოთ ნარჩენები და მიიღოთ ფინანსური სარგებელი მათ სანაცვლოდ. SERVISEBI.GE დაგეხმარებათ სახლიდან გაუსვლელად, ერთ სივრცეში მოიძიოთ ჯართის ჩაბარების მომსახურება გამოძახებით, ყველაზე მარტივად. მრავალფეროვანი შეთავაზებების წყალობით, მარტივად შეადარებთ მომსახურების პირობებსა და ფასებს.   მოქნილი სერვისის დამსახურებით  კი თქვენ შეგეძლებათ იზრუნოთ გარემოზე, მოიშოროთ უსარგებლო ნივთები და მიიღოთ დამატებითი შემოსვალი სახლიდან გაუსვლელად.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

​რა უპირატესობა აქვს ჯართის ჩაბარების სერვისებს?

ჯართის ჩაბარების სერვისები ფინანსურ სარგებელთან ერთად გვთავაზობენ პრაქტიკულ, ეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტას ჩვენთვის, არასასურველი შავი და ფერადი ლითონების გასაყიდად.

​ვის შეუძლია ისარგებლოს ჯართის ჩაბარების სერვისებით?

ჩართის ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს.

​Როგორ მუშაობს ჯართის ადგილზე გამოძახების სერვისი?

როდესაც დაუკავშირდებით ჯართის სერვისს წარმომადგენელი გეგმავს ვიზიტს თქვენს მდებარეობაზე.  მოსვლისთანავე აფასებს ჯართის ტიპსა და ხარისხს, აწონის მასალებს და შემოგთავაზებტ ანაზღაურებას მიმდინარე საბაზრო ფასებზე დაყრდნობით. თუ ფასი თქვენთვის მისაღები იქნება, შემგროვებელი ჩაიბარებს ჯართს, მოახდენს ტრანსპორტირებას  და დაუყონებლივ მიიღებთ თანხას. 

​რომელი ლითონების ჩაბარებაა შესაძლებელი?

ჯართის შეგროვების თანამედროვე სერვისების ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა მათი უნარია გადაამუშაოს სხვადასხვა ტიპის ლითონები. მათ შორისაა :  სპილენძი, ალუმინი, ტყვია, თუთბერი, ფოლადი, რკინა და ა.შ.

სად შემიძლია მომსახურების მიღება?

მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში.