დაწყებითი კლასების რეპეტიტორი

პრო
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
eyeნანახი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება

ეძებთ დაწყებითი კლასების ისეთ მასწავლებელს, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ საგანი ასწავლოს თქვენს შვილს,არამედ ,შესაბამისი უნარები შესძინოს ბავშვს სხვადასხვა დისციპლინის ადვილად დასაძლევად?! მაშინ არჩევანი შეაჩერე ამ შემოთავაზებაზე - 10 სექტემბრიდან დგება 4 ადგილიანი ჯგუფები,კლასების მიხედვით, მაგისტრანტ პედაგოგთან, 10 წლიანი კერძო პედაგოგიური გამოცდილებით. მომზადება 1-დან - მე-7 კლასის ჩათვლით, შემდეგ საგნებში: ქართული; მათემატიკა; ბუნება; ისტორია; ხელოვნება; სამოქალაქო განათლება. ✔️პედაგოგს, ყველა ზემოთჩამოთვლილ საგნებში, გააჩნია შესაბამისი კომპეტენციები, დადასტურებული დოკუმენტებით. ✔️მოსწავლეები დამატებით შეისწავლიან გამართულ მეტყველებას,წაკითხული მასალის სწორად გააზრებას, საჯარო გამოსვლის ხელოვნებას და სხვა. ✔️ შეისწავლება ასაკის შესაბამისი, თემების,ჩანახატების და ტექსტების შინაარსის წერა. ამასთანავე,სწავლების პროცესი არ არის რუტინული,მოსაწყენი და სტრესული. აქ დაგხვდებათ- პერსონალიზებული სწავლება: ყველა ბავშვი უნიკალურია.გამომდინრე აქედან,ჩვენი მიდგომა ფოკუსირებულია პერსონალიზებულ სასწავლო გეგმებზე, რომლებიც ითვალისწინებს თქვენი შვილის ძლიერ მხარეებს და მათი ინტერესების სფეროებს. თანამედროვე ტექნიკა: ეს მეთოდი აერთიანებს უახლეს საგანმანათლებლო ინსტრუმენტებსა და სტრატეგიებს, ინტერაქტიულ სწავლებას და კრიტიკული აზროვნების სავარჯიშოებს. ჰოლისტიკური განვითარება: ასეთი შეფასებით,ყურადღება ექცევა ბავშვებში , კრეატიულობისა და სოციალური უნარების ჩამოყალიბებას. გაკვეთილები ჩატარდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ყოველდღე, 2 საათის ხანგრძლივობით.

ტელეფონი
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მომზადება
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მომზადება

გამარჯობა,მოვამზადებ I-IV კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში (გარდა რუსული ენისა) ბინაზე მისვლით. •ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მესამე კურსზე, მაღალი აკადემიური მოსწრებით,აღებულ მაქვს სტიპენდიაც. გარდა ამისა,ვსწავლობ პედაგოგიკის მიმართულებითაც,გავდივარ მასწავლებლის მომზადების პროგრამას. •ჩემი მიზანია,ბავშვები ვამეცადინო მრავალფეროვანი და განმავითარებელი გაკვეთილებით და მივაღწიო მაქსიმალურ შედეგს.მათთან დავამყარებ მეგობრულ ურთიერთობას,რაც კიდევ უფრო დაგვეხმარევა მიზნის მიღწევაში. •ფასი შეთანხმებით, საგნების რაოდენობისა და საათების მიხედვით.

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
eyeნანახი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
5.0
| 3 შეფასება

მოვამზადებ I-VI კლასის მოსწავლეებს ყველა საგანში, მათ შორის უცხო ენაში (ინგლისური) ✅️მოვამზადებ ბინაზე მისვლით ✅️სურვილისამებრ, ვამუშავებ კომპლექსურ დავალებებზე. ✅️ვხელმძღვანელობ თანამედროვე რესურსებით. - ვარ თსუ-ს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ქართული ფილოლოგიისა და პედაგოგიკის მესამე კურსის (minor) სტუდენტი. - ვარ მოტივირებული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ახალგაზრდა. - მაქვს მოსწავლეთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება. საათებთან, გაკვეთილის ხანგრძლივობასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით მომწერეთ პირადად ან დამიკავშირდით ნომერზე.

დაწყებითი კლასის რეპეტიტორი
eyeნანახი
დაწყებითი კლასის რეპეტიტორი

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ნებისმიერ საგანში, გარდა რუსულისა და მათემატიკისა. ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და პედაგოგიკის(minor) მე-3 კურსის სტუდენტი, მოპოვებული მაქვს 50%-იანი სახელმწიფო გრანტი, ამჟამადაც გამოვირჩევი მაღალი აკადემიური მოსწრებით. ამასთანავე, ჩართული ვარ მრავალ აქტივობაში,რაც მეხმარება ეფექტურად ვიურთიერთო მოსწავლეებთან. მაქვს გამოცდილება და გამოვირჩევი პუნქტუალურობითა და პასუხისმგებლონის გრძნობით. სხვა დეტალებთან დაკავშირებით დამირეკეთ ნომერზე

მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს
eyeნანახი
მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს

მოგესალმებით, მე ვარ თამარ ყურშუბაძე, ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვარ მესამე კურსზე. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა. ჩემი მიზანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს გავუმარტივო და შევაყვარო ის საგნები,რომლებიც დიდ სირთულესთან ასოცირდება მათთვის. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია,აქედან გამომდინარე ყოველთვის მზად ვარ მოვერგო მათ ინდივიდუალიზმს და გავითვალისწინო ყოველი მათგანის ხასიათისა თუ ქცევითი თავისებურება. რაც შეეხება სწავლების მეთოდს,ყველაფერი იქნება თანამედროვე სწავლების მეთოდს მორგებული, გვექნება პრეზენტაციები,მუსიკითა თუ თამაშით სწავლება, რაც, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვისთვის სახალისო და საინტერესოა. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით. მადლობა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება
eyeნანახი
დაწყებითი კლასის მოსწავლეების მომზადება

გამარჯობა,ვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, I-V კლასის ჩათვლით 23 სექტემბრიდან. ✅ვამეცადინებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და სხვა, გარდა რუსული ენისა. ✅ვამზადებ ბინაში მოსვლით. ჩემს შესახებ- ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-3 კურსზე ,ქართული ფილოლოგიაზე, მაღალი აკადემიური მოსწრებით,რომელსაც ადასტურებს ჩემი GPA-3.57/4.00 .პარალელურად, ამავე უნივერსიტეტში გავდივარ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას. ✅მაქვს გამოცდილება 1-ელი და მე-2 კლასის მოსწავლესთან. ✅ორიენტირებული ვარ მივაღწიო სათანადო მიზანს სრულყოფილად. ✅კარგად ვუგებ ბავშვებს და მათთან ადვილად ვამყარებ კომუნიკაციას. ფასი არის შეთანხმებით,დღეების,საათების,საგნებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით. ✅დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ჰუმანიტარულ საგნებში
eyeნანახი
მოვამზადებ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ჰუმანიტარულ საგნებში

მოვამზადებ დაწყებითი კლასის (1-4) მოსწავლეებს ჰუმანიტარულ საგნებში ვარ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. ვსწავლობ დაწყებითი კლასის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ პროგრამაზე. ვარ აქტიური სტუდენტი, არ ვუშვებ შანსს რათა გავაფართოვო ჩემი ცოდნა საყვარელ პროფესიაში, ვიღებ მონაწილეობას საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციებში, პარალელურად კი გავდივარ ტრენინგებს სხვადასხვა ორგანიზაციაში პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით. მაქვს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება. ბინაზე ჩემთან მოსვლით. ფასი დამოკიდებულია მეცადინეობის დღეებსა და საათებზე

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
eyeნანახი
დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი

მოგესალმებით, ვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ( I - IV კლასის ჩათვლით) ბინაზე მისვლით შემდეგ 3 საგანში: ქართული, მათემატიკა და ბუნება. ვისწავლე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კერძოდ, დაწყებითი საფეხურის ინტერგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე. მონიჭებული მაქვს განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამჟამად ვმუშაობ მწვანე სკოლაში - დაწყებითი საფეხურის დამრიგებლის პოზიციაზე, მაქვს მოსწავლეებთან მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. გაკვეთილის ხანგრძლივობა - 2 საათი (შეთანხმებით).

certificates icon სერტიფიკატი