მიიღე მომსახურება? შეაფასე თამარ ყურშუბაძე
მოგესალმებით, მე ვარ თამარ ყურშუბაძე, ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვარ მესამე კურსზე. ჩაბარებული მაქვს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა. ჩემი მიზანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს გავუმარტივო და შევაყვარო ის საგნები,რომლებიც დიდ სირთულესთან ასოცირდება მათთვის. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია,აქედან გამომდინარე ყოველთვის მზად ვარ მოვერგო მათ ინდივიდუალიზმს და გავითვალისწინო ყოველი მათგანის ხასიათისა თუ ქცევითი თავისებურება. რაც შეეხება სწავლების მეთოდს,ყველაფერი იქნება თანამედროვე სწავლების მეთოდს მორგებული, გვექნება პრეზენტაციები,მუსიკითა თუ თამაშით სწავლება, რაც, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვისთვის სახალისო და საინტერესოა. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით. მადლობა.
მიიღე მომსახურება? შეაფასე თამარ ყურშუბაძე