მანქანის შეღებვა

მანქანის შეღებვა საპასუხისმგებლო საქმეა, რომელთანაც დაუდევრობა დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში პულივიზატორით ღებვა ვერ დაფარავს ნაკლოვანებებს და ხარვეზები გაცილებით უფრო თვალსაჩინო გახდება. მანქანის სწორად შესაღებად რამოდენიმე პრინციპის დაცვა აუცილებელია:

თავსებადობა
კორპუსის რემონტისას უნდა გახსოვდეთ, რომ გამოყენებული მასალები ფუნდამენტურ საფარს უნდა შეესაბამებოდეს. მუშაობისას რეკომენდებულია ერთი მწარმოებლის მასალების გამოყენება. ეს განსაკუთრებით ეხება საღებავებს და ლაქებს. ასეთი მასალების შესაღებად მწარმოებელი იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას, რათა საიზოლაციო თავსებადობა არ დაირღვეს. 


მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი
შეღებვისას მანქანის კორპუსი უნდა გათავისუფლდეს ყველაფრისგან, რის შეღებვაც საჭირო არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ელემენტების შეღებვა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. ასეთ ელემენტებში მოიაზრება სახელურები, რეზინის ლუქები და ყველა დამატებითი ნაწილი. თუ მანქანის ღებვის დროს მათი დემონტაჟი შეუძლებელია, ან არაპრაქტიკულია, ასეთი დეტალები იფარება წებოვანი ლენტით. მინისთვის სპეციალური დამცავი ლენტები არსებობს. ისინი შედგება რბილი და მყარი ელემენტების კომბინაციისგან, რაც მრავალდონიანი დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია. 

არსებულთან მსგავსება
პრაიმინგისთვის ისეთი მასალა უნდა შეარჩიოთ, რომელიც ფუნდამენტური საღებავის ფერს შეესაბამება. აპარატით ღებვა ასე დროს კარგად დაფარავს სრულ ზედაპირს, არ წარმოიქმნება ხარვეზები და განსხვავება შეუმჩნეველი ხდება. სწორი პრაიმერის არჩევა საღებავს ზოგავს კიდეც, ამიტომ მანქანის კარგი მალიარი სწორი პრინციპის შერჩევისას შეუცვლელი კადრია.

​მანქანის გადაღებვა

მანქანის გადაღებვა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპისგან შედგება. თავდაპირველი მოსამზადებელი პროცესების შემდეგ მანქანის მღებავი აპრიალებს ავტომობილის კორპუსს. ამ პროცესში კარგი მალიარი არ იყენებს ძალიან წვრილ ქვიშას. უმჯობესია გამოიყენოთ P500 მშრალი და P800 სველი. სწორი მასალის გამოყენება დატოვებს საკმარის ღიობებს შეღებვის მასალის და ზედაპირის გადაბმის უზრუნველსაყოფად. სწორი შეღებვით თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ მანქანა მაშინაც კი თუ ის წვიმის ქვეშ აღმოჩნდება.

მალიარი ავტო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კადრია, რადგან საავარიო სიტუაციების ან მეორადი მანქანის გასაახლებლად კორპუსის შეღებვა ერთადერთი გამოსავალია. სანამ მანქანის შეღებვას დაიწყებდეთ აუცილებლად გადაწურეთ წყალი კომპრესორის მიმღებიდან და გამაფხვიერებლიდან. თუ ეს არ გაკეთებულა მაშინ ძალიან მალე ტენიანობა და ზეთი მოხვდება საღებავის ფენაში და მასში საფარის დეფექტს გამოიწვევს. 
სანამ შეღებვას დაიწყებდეთ მაქსიმალურად უნდა მოაცილოთ მტვერი. ის უნდა გაქრეს არა მხოლოდ მანქანის ზედაპირიდან, არამედ თქვენი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სპრეიერისა და შლაგებიდან. ამისთვის გამოიყენება შეკუმშული ჰაერი, რაც ძალიან ფრთხილად ასუფთავებს ყველაფერს. მანქანის გათეთრება არ გულისხმობს კორპუსის მთელი ზედაპირის დაფარვას ერთდროულად. საღებავი რამდენიმე ფენაში უნდა გამოიყენოთ. საღებავის ძალიან სქელი ფენა საზიანოა, რადგან მან შემდგომში შეიძლება დაბინძურება გამოიწვიოს. სწორი საღებავის გამოყენებით კი ავტომობილი შეგიძლიათ ხელოვნების ნიმუშად აქციოთ. 

მანქანის შეღებვა მატოვი საღებავით გულისხმობს კიდეებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას. ძალიან ხშირად ასეთ ადგილებში საღებავი ძალიან თხელია და გაპრიალების შემდგომ სწრაფად ირეცხება. 
სხვადასხვა სერვისის მისაღებად ჩვენს ვებგვერდზე წარმოდგენილ სპეციალისტებს დაუკავშირდით და ე.წ. მანქანის შეღება კობრა მეთოდით ხელმისაწვდომ ფასად მიიღეთ. 

მომხმარებლის შეფასებები

მანქანის შეღებვა მოკლე დროში სურათი
მანქანის შეღებვა მოკლე დროში
გიორგი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-10-27 00:00:28

მადლობა ლაშას გაწეული სამუშაოსთვის… პასუხისმგებლობა და შეღავათიანი ფასები

მანქანის შეღებვა მოკლე დროში სურათი
მანქანის შეღებვა მოკლე დროში
Misho
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-10-26 13:36:29

დათქმულ ვადაში ჩამაბარა და შეღავათიანი ფასებია… ეს ორი რამ ძალიან მნიშვნელოვანია.. წარმატებები ლაშას

მანქანის შეღებვა მოკლე დროში სურათი
მანქანის შეღებვა მოკლე დროში
ზაზა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-05-21 11:45:44

კარგი სერვისი, პასუხისგებლიანი, დროული და ხარისხიანი. შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი დარჩებით. მადლობა ლაშას

მანქანის შეღებვა მოკლე დროში სურათი
მანქანის შეღებვა მოკლე დროში
ლაშა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-04-26 23:04:12

პროფესიონალური სერვისი, ხარისხიანად გაკეთებული საქმე და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები

მანქანის შეღებვა მოკლე დროში სურათი
მანქანის შეღებვა მოკლე დროში
სანდრო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-03-02 13:21:39

უმოკლეს დროში უმაღლესი ხარისხით იყო შესრულებული მანქანის შეღებვა. ძაააალიან დიდი მადლობა ლაშა თქვენ და თქვენს გუნდს.

მანქანის შეღებვა მოკლე დროში სურათი
მანქანის შეღებვა მოკლე დროში
ელენა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-01-24 23:37:05

მოკლე დროში, ძალიან ხარისხიანად ასრულებთ სამუშაოს, მადლობა თქვენ ასეთი მომსახურებისთვის.

ყველაფერი, რაც მანქანის შეღებვის შესახებ უნდა იცოდეთ.

მანქანის შეღებვა მრავალდონიანი პროცესია, რომელიც მოიცავს თავდაპირველ შემოწმებას, გაპრიალებას, დამცავის ფენით დაფარვას და ა.შ. ამ დროს მნიშვნელოვანია მკაცრად დაიცვათ პროცედურის თითოეული ეტაპი, რაც გრძელვადიან პერიოდში ნამუშევრის გამძლეობის გარანტიას მოგცემთ. 
მანქანის შეღებვის მიზეზები ავტომფლობელთათვის საკმაოდ მრავალფეროვანია: ნებისმიერ შემთხვევაში ავტომობილის შეღებვა ძვირადღირებული და ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ კვალიფიციური ოსტატის ჩართულობა სამუშაოს ხარისხიანად შესასრულებლად აუცილებელია. 
მანქანის შეღებვის სახეები
დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე ავტომობილის შეღებვის შემდეგ ტიპებს განასხვავებენ: ჩვეულებრივ მანქანის გარკვეული ნაწილები შეღებვას ექვემდებარება, მაგალითად ასეთი ნაწილებია: ბამპერი, ფარი, კარი, ზღურბლები. ამ ტიპის შეღებვა აქტუალურია, მაშინ, როცა კორპუსის რომელიმე კონკრეტული ნაწილი ზიანდება. ერთადერთი სირთულე არის შეღებილი ელემენტების ფერის შენარჩუნება სხეულის დანარჩენ ნაწილთან მიმართებით. ამ პროცესის უზარმაზარი პლიუსი არის დაზოგილი ფინანსები, რადგან ცალკეული ნაწილების შეღებვა და არა სრულიად კორპუსის ღებვა ბევრად მომგებიანია. მთავარია ამ დროს სპეციალისტმა დაიცვას ტექნიკური პროცესის ყველა მოთხოვნა და ეტაპი. კვალიფიციური ოსტატის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ვერავინ შეამჩნევს რომ მანქანის რომელიმე ნაწილი შეკეთებულია და ერთიანობა დარღვეული.  ეს მეთოდი აქტუალურია მაშინ როდესაც ავარიის ან კოროზიის შედეგად ავტომობილი ძალიან არის დაზიანებული. ის ასევე გამოიყენება ძველი/მეორადი მანქანის შეკეთებისას. ფასთა დიაპაზონი ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია მანქანის მდგომარეობასა და შეღებვის სირთულეზე. 
 
ავტომობილის შეღებვის ეტაპები

მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის შეღებვას იწყებს ოსტატი. ნებისმიერ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს პროცესის ყველა ეტაპი. 
პირველ რიგში ტარდება ავტომობილის ინსპექტირება, რომლის დროსაც ვლინდება ძარაზე არსებული სხვადასხვა მიზეზი და დეფექტი. ეს დეფექტები შეღებვამდე უნდა აღმოიფხვრას. სამუშაოს ფარგლები დეტალურად უნდა განისაზღვროს, რათა სწორად დაისახოს ამოცანები და ოსტატი შესრულებაზე გადავიდეს. სამომავლოდ ეს დაგეხმარებათ შეაფასოთ ოსტატის მუშაობა და არაადეკვატური ხარისხის შემთხვევაში გამოთქვათ შესაბამისი პრეტენზია.

მეორე ფაზა- ეს არის ყველაზე შრომატევადი როცესი, რადგან ის მოიცავს მანქანის მომზადებას შეღებვისთვის და პროცესის დაწყებამდე დეფექტების აღმოფხვრას გულისხმობს. მთელი ეტაპი შეიძლება დაიყოს რამოდენიმე ნაწილად, რომელთა თანმიმდევრობა არ შეიძლება დაირღვეს: ეს ნაბიჯები აუცილებელია როდესაც ელემენტის ზედაპირი არათანაბარია შეღებვამდე. 
პრაიმინგის პროცესი -ამის გამოტოვება რეკომენდებული არ არის. მთავარი წესია ის ფაქტი, რომ მანქანის თავდაპირველი და საბოლოო ფერი ერთმანეთის იდენტური იყოს. 
საღებავის შერჩევა- ფერის არჩევის მარტივი გზაა ის შემთხვევა, როცა მფლობელს სხეულის ფერის მთლიანად შეცვლა სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმდინარეობს საღებავის ფერის შერწყმის კომპლექსური პროცესი მანქანის თავდაპირველ ფერთან, რათა მანქანის ახალი ნაწილები ფუნდამენტურისგან არ გამოირჩეოდეს.
მესამე ეტაპზე ხდება მანქანის ელემენტების შეღებვა. სრული პროცესი მიმდინარეობს სპეციალურ კაბინაში სადაც დაცულია შემდეგი პირობები: დასკვნით ეტაპზე ხდება კორპუსის აწყობა და გაპრიალება. შეღებილი ელემენტები ყურადღებით მოწმდება დეფექტებზე. 

ავტომობილის შეღებვა დელიკატური და საპასუხისმგებლო საქმეა. არაკვალიფიციურმა მიდგომამ შესაძლოა არსებული ხარვეზები ბევრად უფრო შესამჩნევი გახადოს და თქვენი ავტომობილის იმიჯი სრულიად დააზიანოს. აქედან გამომდინარე, ხარისხიანი სერვისი კვალიფიციური სპეციალისტისგან უნდა მიიღოთ, რომელიც შესაბამისი გარანტიით მოგემსახურებათ.
 
სად მოვიძიო სანდო სპეციალისტი მანქანის შესაღებად ონლაინ?

ავტომობილების ინდუსტრიაში ყველაზე მოთხოვნადი სერვისების მისაღებად ნაცნობების რეკომენდაციების გათვალისწინება საჭირო აღარ არის. Servisebi.ge ეფექტური პლატფორმაა მათთვის, ვინც მანქანების შეღებვის სერვისის მიღებას აპირებს. ქვეყნის საუკეთესო სპეციალისტები ერთიან ბაზაშია თავმოყრილი და მათთან დასაკავშირებლად რამოდენიმე წუთია საჭირო.
უფასო სატელეფონო კონსულტაციის დროს მომსახურების დეტალების და ინდივიდუალური პირობების შეთანხმებას შეძლებთ, ასევე გაეცნობით მომსახურების სპეციფიკას და სერვისის ღირებულებას სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე დაითვლით.
ვებგვერდზე მომხმარებელთა შეფასებები არ იფილტრება. არ იშლება ნეგატიური კომენტარები, ამიტომ თითოეული სპეციალისტის დადებითი და უარყოფითი შეფასებების გაცნობა გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებთ. 
თქვენ არ შეიზღუდებით ლოკაციით და კონკრეტული დღეებით. მომსახურების მიღებას კვირის სასურველ დღეს ნებისმიერ ქალაქში შეძლებთ. მომსახურების მიღება ავტომობილების ინდუსტრიაში ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. პლატფორმა თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობასაა მორგებული და სერვისის მიღებას განსაკუთრებულად ამარტივებს. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს მანქანის შეღებვა?

მანქანის შეღებვის ფასი დამოკიდებულია საღებავის ტიპზე, მანქანის ბრენდსა და სამუშაოს სრულ მოცულობაზე. უმჯობესია ამ დეტალების დასადგენად სპეციალისტთან კონსულტაცია გაიაროთ.

როგორ შევღებოთ მანქანა?

მანქანის შეღებვა დამოუკიდებლად არ არის მიზანშეწონილი. ეს კომპლექსური პროცესია რომელიც მოიცავს არასაჭირო ნაწილების დემონსტრირებას, რამოდენიმე ფენიან ღებვას და სპეციალური სისტემით გაშრობას. კვალიფიციური მიდგომის გარეშე მანქანის ფერი თავდაპირველ ვიზუალს არ დაემთხვევა და ხარვეზებს ვერ დაფარავს.