სხვადასხვა დღესასწაულისა და კორპორატიული ღონისძიების მოწყობა, ან მისი სტუმრობა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მოგზაურობებში, ექვსკურსიებსა, თუ სხვა დაუგეგმავი შეხვედრების ორგანიზებისთვის დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება აუცილებელია, რათა ნაკლები დანახარჯებით ბევრი ადამიანის კომფორტული გადაადგილება უზრუნველყოთ.
სანამ
ავტობუსის დაქირავებას გადაწყვეტთ, ყურადღება გაამახვილეთ მგზავრთა რაოდენობაზე. ერთი მხრივ თქვენ მათთვის კომფორტული პირობების შექმნა მოგიწევთ, ხოლო მეორე მხრივ ტრანსპორტის ტექნიკური მახასიათებლები საგზაო მომსახურების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
რა მიზნით შეიძლება დაგჭირდეთ ავტობუსის დაქირავება?
ავტობუსი მოთხოვნადი ტრანსპორტია, რომელიც როგორც ერთჯერადად, ასევე ყოველდღიურ რეჟიმში შეიძლება დაგჭირდეთ. ერთჯერადი შემთხვევები მოიცავს საოჯახო მოგზაურობებს, ქორწილებს, დაბადების დღის წვეულებას, კორპორატიულ ღონისძიებებს, ბიზნეს პარტნიორების, დელეგაციების ტრანსფერს აეროპორტში და სხვა. ავტობუსებს ქირაობენ კომპანიები თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე გადასაყვანად, სკოლის მოსწავლეების გადაადგილების მიზნით, ტურისტული კომპანიების ვიზიტორთა ექვსკურსიებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის ავტობუსი ქირავდება, რომლებიც როგორც აღჭურვილობით, ასევე მოცულობითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
როგორი ტიპის ავტობუსები არსებობს?
ტრანსპორტის სახეობიდან გამომდინარე გამოყოფენ ქალაქისთვის განკუთვნილ ავტობუსებს, რომლებიც ქალაქის გზებზე სამოძრაოდაა შექმნილი. ძირითადი მოთხოვნები მსგავსი მოდელების მიმართ არის დიდი ტევადობა და გაჩერებებზე მგზავრთა სწრაფი მოძრაობის შესაძლებლობა. საქალაქო ავტობუსებს აქვს დაბალი სართული, დიდი სათავსო, ფართო გასასვლელი და რამოდენიმე დიდი ზომის კარი. კარგი ბუნებრივი და ხელოვნური განათება, ვენტილაცია და გათბობის სისტემა ასეთი მოდელით მგზავრობის დროს კომფორტულ პირობებს ქმნის.
საქალაქთაშორისო ავტობუსი გათვლილია დასახლებებს შორის მოგზაურობისთვის. ურბანული ვარიანტებისგან განსხვავებით, მსგავს მოდელებში ნაკლები ადგილია ფეხზე მდგომი მგზავრებისთვის და მანქანა უფრო მაღალ სიჩქარეს ავითარებს. ავტობუსის კლასიფიკაცია ხდება სიმძლავრის მიხედვით, სპეცდანიშნულების, ზომისა და სართულების მიხედვით.
ავტობუსის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები
შორ მანძილზე სამოგზაუროდ ოპტიმალური გამოსავალია ავტობუსის დაქირავება, რომელიც საკმარისი დასასხდომი ადგილებითაა აღჭურვილი და მისი შესაძლებლობები მსგავს ვოიაჟზეა გათვლილი. ავტობუსის შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ ძირითად კრიტერიუმებზე:
სატრანსპორტო სიმძლავრე - მგზავრთა განსხვავებული ოდენობისთვის სხვადასხვა ტიპის ავტობუსის დაქირავებაა რეკომენდებული. ყველაზე პატარა ავტობუსის მოდელია მინივენი, ხოლო
ყველაზე დიდი 49, ან მეტ მგზავრზე გათვლილი სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც საერთაშორისო მგზავრობისთვისაც აქტიურად გამოიყენება.
კომფორტის კლასი - თანამედროვე მეიჯარეები ავტობუსის მოდელებს სხვადასხვა დონის კომფორტით გთავაზობენ. ერგონომიული ავტობუსები აღჭურვილია რეგულირებადი სავარძლებით, დასაკეცი მაგიდებით, ფეხის საყრდენებით, კლიმატკონტროლის სისტემებით, ინდივიდუალური კონდიცირებით და განათებით. პრესტიჟული VIP კლასის მოდელებში შედის პერსონალური აუდიო სისტემები, პლაზმური მონიტორები, პანორამული ფანჯრები, მაცივარი, მინი-ტუალეტი და უფასო Wi-Fi. თანამედროვე ავტობუსები აღჭურვილია უკაბელო ინტერნეტით, რაც მგზავრობის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს, ხოლო მანძილს შეუმჩნეველს ხდის.
საბარგულის ტევადობა და ხელმისაწვდომობა - თუ ავტობუსის დაქირავების მიზანია შორ მანძილზე გამგზავრება, ფართო საბარგულის მქონე მანქანა უნდა შეარჩიოთ, რათა ამ მხრივ შეზღუდვებმა მგზავრთა უკმაყოფილება და სალონში ზედმეტი გადატვირთულობა არ გამოიწვიოს.
უსაფრთხოება - ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების გადასაყვანად. სავარძლები ღვედით აღჭურვილი, თავად ავტომობილი კი ტექნიკურად გამართული უნდა იყოს.
სისუფთავე - მნიშვნელოვანია, რომ დაქირავებული მანქანის ინტერიერი იყოს სუფთა და მოწესრიგებული, სავარძლები გამართული მექანიზმით, რათა მგზავრობისას დისკომფორტი გამორიცხოთ.
საკუთრების ფორმა - ორგანიზაციასთან თანამშრომლობისას ის იღებს სრულ პასუხისმგებლობას ტრანსპორტის გამართულობაზე და საჭიროების შემთხვევაში მის ჩანაცვლებაზეც ზრუნავს. თანამედროვე კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება ონლაინ რეჟიმში ხდება და პროცედურულ დონეზე ეს ყველაფერი გამარტივებულია.
ავტობუსის დაქირავებისას, შერჩეული ტრანსპორტი, დანიშნულ დღეს, ლოდინის გარეშე მოგემსახურებათ. ბაზარზე ქირავნობის ფასები ხელმისაწვდომია და ის ძირითადად დამოკიდებულია ავტობუსის ზომაზე, ბრენდზე და მოხმარებული საწვავის რაოდენობაზე. მომსახურების მოხერხებულობა, საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების სიმარტივე და მოქნილი გადახდის პირობები ავტობუსის დაქირავებისას გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.
ქირავნობის ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს კომპანიის პასუხისმგებლობა. ავარიის შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია იმავე კლასის ტრანსპორტი მოგაწოდოთ. ტრანსპორტის შერჩევისას მოერიდეთ ნაჩქარევ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. კონსულტაცია რამოდენიმე მომწოდებელთან გაიარეთ და საბოლოო არჩევანი ამის შემდგომ გააკეთეთ.
სად დავიქირავოთ ავტობუსი საქართველოში?
გაქირავების სერვისის მომწოდებელთა არჩევისას დაათვალიერეთ შემოთავაზებული ავტობუსების ფოტოები და ყურადღებით გაეცანით აღწერილობას. ასევე შეგიძლიათ კომპანიის კონსულტაციის სერვისითაც ისარგებლოთ, რომლის დროსაც მას მიაწვდით ინფორმაციას მოგზაურობის მიზნის, ბიუჯეტის და მგზავრთა ოდენობის შესახებ. ამ მონაცემებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებთ ინდივიდუალური პირობებით და გამოთვლით მომსახურების საფასურს. ავტობუსის დაქირავებისას საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიასთან/კერძო პირთან თანამშრომლობა არ ღირს, ამიტომ ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილი მიმოხილვები სერიოზული პარტნიორის პოვნაში დაგეხმარებათ. დარწმუნდით, რომ სერვისის მომწოდებელი ფლობს საჭირო ნებართვებსა და ლიცენზიას. ეს საკითხი გადამწყვეტია, რადგან მასზე მგზავრთა უსაფრთხოებაა დამოკიდებული.
Servisebi.ge -ზე შეარჩიეთ ისეთი განმცხადებელი, რომელიც ფლობს გამართულ სატრანსპორტო საშუალებას (გავლილი აქვს ტექდათვალიერება). ასევე მნიშვნელოვანია მძღოლის კვალიფიკაცია, გამოცდილება და პროფესიონალიზმი. ჩვენს ვებგვერდზე არსებულ განცხადებებში ისეთი მოდელი შეარჩიეთ, რომელიც დაგეგმილი მგზავრობისას ოპტიმალურად მოერგება თქვენს მოთხოვნებს, ხოლო სერვისის მომწოდებელი თანამშრომლობის პროცესს გაგიმარტივებთ.