მიკროავტობუსის დაქირავება პოპულარული სერვისია, რომელსაც კერძო პირები და ორგანიზაციები აქტიურად იყენებენ. ინდივიდუალური დამქირავებლის შემთხვევაში ამის მიზეზია გარკვეული ღონისძიებების სატრანსპორტო მხარდაჭერა, ხოლო კომპანიების შემთხვევაში მუდმივი სარგებლობისთვის ხელშეკრულების გაფორმება.
მიკროავტობუსების მძღოლთან ერთად დაქირავება ღონისძიებების ორგანიზებისას, კომერციული ამოცანების შესრულებისას და თანამშრომლების გადაყვანისას მოხერხებული სერვისია. რაც შეეხება ერთჯერად შეკვეთებს, როგორც წესი ეს ეხება საქორწილო, კორპორატიულ და დაბადების დღის წვეულებებს, რომელზეც ასეულობით სტუმრის დასწრებაა მოსალოდნელი. გამოცდილ მძღოლთან ერთად თქვენ აღარ შეგექმნებათ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი სტუმრების გადაყვანის პრობლემა და წვეულება ორგანიზებულად და უსაფრთხოდ წარიმართება.
რა ტიპის მიკროავტობუსები არსებობს?
მიკროავტობუსი 5.5 მეტრამდე სიგრძის, მცირე კლასის, ავტობუსებს მიეკუთვნება, რომელიც მგზავრთა გადასაყვანად და საქონლის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. კომპაქტური ზომებისა და მოქნილი მანევრირების საშუალებით, მიკროავტობუსები წარმატებით მოძრაობენ ვიწრო ქუჩებსა და დატვირთულ გზებზე. ასევე, მსგავსი მოდელები განსაკუთრებით მოთხოვნადია მცირე და საშუალო ბიზნესში. ასეთი ტიპის მანქანები სპეციალიზებული ამოცანების გადასაჭრელად გამოიყენება, ამიტომ მათი გარდაქმნა შესაძლებელია სასწრაფო დახმარების მანქანებად, მობილურ ლაბორატორიებად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ ავტომობილებად და ა.შ. საავტომობილო ბაზარზე არსებული მიკროავტობუსები კლასიფიცირდება სამგზავრო მიკროავტობუსებად, რომლებიც შექმნილია საქალაქო და საგარეუბნო მარშრუტებზე მგზავრთა გადასაყვანად. ის აღჭურვილია 8+ სავარძლით, აქვს მაღალი ჭერი (გათვალისწინებულია ფეხზე მდგომ მგზავრთა გადაადგილება). ამ ტიპის მიკროავტობუსის მძღოლებს მოეთხოვებათ D კატეგორიის მართვის მოწმობა და ასეთი ტიპის მანქანებს ქირაობენ საოჯახო მოგზაურობებისთვისაც.
მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებლები - რომელი მიკროავტობუსი ავირჩიოთ?
არსებობს რამოდენიმე ზოგადი ფაქტორი, რაც მიკროავტობუსის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში ესაა საწვავის სისტემა- ბენზინზე მომუშავე ძრავა საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ მაღალ სიჩქარეს, განსხვავებით დიზელის ძრავისგან, რომელიც მეტად ეკონომიურია და მანქანის მაღალი დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. დაზიანებულ გზებზე, ან დასახლებებს შორის მოგზაურობისთვის რეკომენდებულია ისეთი მოდელების შერჩევა, რომლებსაც კონტროლირებადი მანევრირება ახასიათებთ. ასევე, გასათვალისწინებელია გადასატანი ტვირთის მახასიათებლები. შესაძლო ვარიანტები, რომელიც ამ დროს შეიძლება დაგჭირდეთ არის ფურგონი, საბორტო პლატფორმა, ფურგონი იზოთერმული მაცივრით და სხვა. სამგზავრო მოდელების შემთხვევაში მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის გათბობის და კონდიცირების სისტემით აღჭურვილი მოდელების დაქირავება.
მიკროავტობუსის დაქირავების დადებითი მხარეები
ფუნქციონალურობა და საიმედოობა
მიკროავტობუსის მთავარი უპირატესობა ფუნქციონალურობა და საიმედობაა. თანამედროვე მოდელები ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფლებს, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული ნებისმიერი ამოცანა წარმატებით შეასრულოთ. ამ გზით ქალაქგარეთ დაგეგმილი მოგზაურობისას, ან აეროპორტში ტრანსპორტირებისას მგზავრებს ბარგის განთავსებასთან დაკავშირებული პრობლემებიც არ ექმნებათ.
პრაქტიკულობა და მრავალფეროვნება
ასეთი ტიპის მანქანები გამოიყენება ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად და საგანმანათლებლო მოგზაურობისთვის, ღონისძიებებზე, ან დასასვენებლად გასამგზავრებლად. მცირე ზომის მიკროავტობუსები მოსახერხებელია სამშენებლო ბრიგადების და საწყობის მუშაკების გადასაყვანადაც.
მგზავრთა დიდი ოდენობით გადაყვანის შესაძლებლობა
მიკროავტობუსი შესანიშნავი სატრანსპორტო საშუალებაა დიდი რაოდენობით მგზავრთა გადასაყვანად როგორც ქალაქში, ასევე საქალაქთაშორისო მარშრუტებზე. მგზავრთა ოპტიმალური რაოდენობაა 10-20 ადამიანი. მიკროავტობუსის დაჯავშნა მოსახერხებელია სასკოლო ექვსკურსიების ორგანიზებისთვისაც.
მოხერხებული ტრანსფერის ორგანიზების შესაძლებლობა
აეროპორტიდან, ან რკინიგზის სადგურიდან ტრანსფერის ორგანიზება გადატვირთული მოძრაობის პირობებში საკმაოდ პრობლემურია. მიკროავტობუსის დაქირავება დაგიზოგავთ დროს და კოლეგების მივლინება, ან ბიზნეს პარტნიორებთან შეხვედრა ხანგრძლივი ფრენის შემდგომ სასიამოვნო პროცესი გახდება. ორგანიზაციები ხშირად ქირაობენ მიკროავტობუსებს პერსონალის ყოველდღიური ტრანსპორტირებისთვის, ან კორპორატიული არდადეგებისთვის. სამარშრუტო ტრანსპორტის დაქირავების ძირითადი უპირატესობებია:
- უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვა;
- ტექნიკური მომსახურების საჭიროების არქონა;
- ეკონომიურად მომგებიანი მგზავრობა;
- მრავალფეროვანი, უნივერსალური ავტომობილების შერჩევის შესაძლებლობა;
- კომფორტული ინტერიერი (მოხერხებული სავარძლები);
- კონდიცირების და გათბობის თანამედროვე სისტემები;
- ქირავნობის ხელმისაწვდომი ფასები;
დღესდღეობით, გაქირავების ბაზარზე, თანამედროვე და უცხოური მიკროავტობუსების მრავალფროვანი არჩევანია, რომლის მოვლაც მეიჯარეს არ უწევს. თუ მიკროავტობუსის რემონტი გარდაუვალია მომხმარებლებს სხვა იმავე მოდელის გამართულ ავტომობილს სთავაზობენ. შესაბამისად, მიკროავტობუსის დაქირავება კონკრეტული მიზნით მის შეძენასთან შედარებით მეტად ეკონომიური არჩევანია.
დაიქირავთ მიკროავტობუსი servisebi.ge-ის საშუალებით
ავტომობილის დაქირავებისას სანდო და გამოცდილ კომპანიასთან, ან კერძო გამქირავებელთან თანამშრომლობა გადამწყვეტია, რადგან თქვენ ამ გზით ადამიანთა ჯგუფის უსაფრთხო მგზავრობაზე იქნებით პასუხისმგებელი. მნიშვნელოვანია ტექნიკურად გამართული მოდელის შერჩევა, რომელსაც კვალიფიციური მძღოლი მართავს, შესაბამისად, მიკროავტობუსის დაქირავებისას ეს დეტალები უნდა გადაამოწმოთ. მომსახურების მიღების გამარტივების მიზნით
servisebi.ge-ზე შეიქმნა ერთიანი ბაზა, სადაც ქვეყნის მასშტაბით სერვისის მიმწოდებელთა მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. თანამედროვე მიკროავტობუსის დაქირავება შესაძლებელია, როგორც დღიურად ასევე ხანგრძლივი ვადით, მომსახურების ღირებულება კი ინდივიდუალური შეთანხმების შედეგად დაანგარიშდება. პლატფორმა შეფასების მოხერხებულ სისტემას მოიცავს, სადაც უარყოფითი კომენტარები არ იფილტრება, ამიტომ სანდო პარტნიორის პოვნას რეალურ მომხმარებელთა გამოცდილების გაცნობის შემდგომ შეძლებთ. პასუხისმგებლობის აღება და მგზავრობის დაგეგმვა არცერთი მიზეზით არ არის მარტივი, ამიტომ
servisebi.ge ამ პროცესს თქვენთვის სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.