--
სადაზღვეო სფეროში გამოყენებული გარკვეული ტერმინები, შესაძლოა, დამაბნეველი იყოს მათთვის, ვისაც არასოდეს უსარგებლია დაზღვევით და ეს სერვისი სრულიად უცნობია, ამიტომ სასარგებლო იქნება, გაგაცნოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი და ხშირად გამოყენებული ტერმინი: მოდით, პირველ რიგში მარტივად ავხსნათ რა არის დაზღვევა? დაზღვევა არის რისკების მართვის კარგი ფინანსური სერვისი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოულოდნელად დამდგარი შემთხვევების დროს თავიდან ავირიდოთ ფინანსური ხარჯები და ავინაზღაუროთ ზარალი.