ავტომობილის ძრავის რემონტი საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელიც გამოცდილი
მექანიკოსის ჩართულობას მოითხოვს. როგორც დიზელზე, ისე ბენზინზე მომუშავე ძრავების გაუმართაობები ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია შიდა წვის ძრავის სხვადასხვა კომპონენტის აღდგენასთან, ან შეცვლასთან. ძრავის დიზაინის და ტიპის გათვალისწინებით, სარემონტო პროცესი შეიძლება იყოს ხანგრძლივი, ნაკლებად შრომატევადი და შეღავათიანი. რაც მთავარია, ძრავის გაუმართაობებს ხშირად იწვევს არასათანადო მოვლა და ავტომობილის მუშაობის წესების დარღვევა, რასაც მძღოლების უმრავლესობა ყურადღებას ნაკლებად აქცევს. შედეგად, იტვირთება ძრავა, არ კონტროლდება ანტიფრიზის დონე, გამოიყენება უხარისხო საწვავი და ა.შ. ამასთან, ნებისმიერი ტიპის უყურადღებობამ შესაძლოა ძრავის აღდგენა შეუძლებელი გახადოს.
რატომ ცვდება ძრავა?
ძრავა ნებისმიერი ავტომობილის ყველაზე ნაკლებად გამძლე ელემენტია. შიდა წვის ძრავის მარტივად ცვეთადობა დამოკიდებულია მის მაღალ დატვირთვებზე, ტემპერატურაზე, ქიმიურ და მექანიკურ ეფექტებზე. ძრავის მომსახურების ვადა დამოკიდებულია ისეთ ნაწილებზე, როგორიცაა ლილვი, სარქველები, ცილინდრები, დგუშები და ა.შ. მათი ცვეთის შემთხვევაში ავტომობილი საჭიროებს დიაგნოსტიკას და შემდგომში შეკეთებას. სხვა ტიპის გაუმართაობის შემთხვევაში მხოლოდ დაზიანებული ნაწილების განახლება დასაშვებია.
შიდა წვის ძრავის მუშაობა დამოკიდებულია სტრუქტურული მასალების ხარისხზეც, ამიტომ მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილების გამოყენება, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი საავარიო შემთხვევები.
რა სახის რემონტი არსებობს?
ძრავის შემთხვევაში სამი ძირითადი სახის რემონტი არსებობს: რეგლამენტით გათვალისწინებული, არაგეგმიური და კაპიტალური. პირველი ტიპი გულისხმობს გამოყენებული ნაწილების ახლით შეცვლას ავტომწარმოებლის მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად. დაუგეგმავი შეკეთება გაუთვალისწინებელი დაზიანების შემთხვევაში ხდება (მაგ. გაუმართაობა გამონაბოლქვის სისტემაში, მართვის, ან ელექტრომომარაგების სისტემაში). ამ დროს მნიშვნელოვანია პროფესიონალი მექანიკოსების ჩართულობა, რომლებიც ფუნქციონირებად კომპონენტებს, მაღალი სტანდარტების დაცვით, ჩაგინაცვლებენ. რაც შეეხება კაპიტალურ რემონტს, პირველ ეტაპზე, ხდება ძრავის დაშლა და გაწმენდა. შემდგომში ცილინდრის, ბლოკის და გარკვეული ნაწილების დეფექტების შემოწმება და ნაწილების შედარება ქარხნულ მონაცემებთან. ბოლო ეტაპზე შიდა წვის ძრავას აწყობენ და ამოწმებენ საბოლოო ინსტალაციამდე. ტარდება სატესტო გაშვება, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ შეაფასოთ ძრავის მუშაობა, დააკორექტიროთ პარამეტრები სხვადასხვა მექანიზმისთვის და ა.შ.
როდის არის საჭირო ძრავის კაპიტალური რემონტი?
თანამედროვე ძრავების რესურსი საშუალოდ 150-250 ათას კილომეტრამდეა. რესურსის ამოწურვის შემდგომ მცირდება ძრავის სიმძლავრე და საჭირო ხდება ძირითადი ელემენტების განახლება. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ იმ ნიშნებს, რომლებიც გატყობინებთ, რომ თქვენი ავტომობილის ძრავი შესაკეთებელია:
- სიმძლავრის შემცირება;
- არასასიამოვნო ხმაური;
- შიდა წვის ძრავის არასტაბილური მუშაობა;
- საწვავის და ზეთის გაზრდილი მოხმარება;
- ძრავის მექანიკური დაზიანება;
- ხშირი გადახურება;
მსგავსი პრობლემების დაფიქსირებისას ავტომობილი უნდა შემოწმდეს და დადგინდეს შესაძლებელია თუა არა ხარვეზების აღმოფხვრა სათადარიგო ნაწილების გამოყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი ძრავის შეძენა გარდაუვალია.
რა შემთხვევაშია უმჯობესი ახალი ძრავის შეძენა?
ავტომობილის მფლობელების ნაწილს ძრავის შეკეთებას, მისი სრულად ჩანაცვლება ურჩევნია. ამას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, როცა სარემონტო სამუშაოების ღირებულება შიდა წვის ძრავის ღირებულებას აჭარბებს. თუმცა გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ მეორადი ძრავის შეძენისას უნდა შეისწავლოთ მისი დარჩენილი რესურსი და ზოგადი მდგომარეობის შესაბამისობა გარბენთან. თუ ძრავა მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილებით აღდგება, მას შეუძლია იმუშაოს ეფექტურად და დადგენილ მაჩვენებლებსაც გადააჭარბოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ხარისხის ძრავის ზეთი და საწვავია გამოყენებული.
ზოგადი რეკომენდაციები ავტომობილის მფლობელთათვის
ძრავის შეკეთება ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ, რადგან მისი რესურსი შეუზღუდავი არ არის. ფინანსური დანახარჯების შესამცირებლად უნდა აკონტროლოთ საწვავის და ზეთის ხარისხი, დროულად შეცვალოთ ფილტრები და თავიდან აიცილოთ შიდა წვის ძრავის გადატვირთვა. რაც მთავარია არ გადადოთ ნებისმიერი გაუმართაობის აღმოფხვრა და დროულად ისარგებლეთ პროფესიონალი მექანიკოსების მომსახურებით.
ძრავის დიაგნოსტიკა მექანიკური და ელექტრონული პროცედურებით ხდება. დიაგნოსტიკის ხარისხი ოსტატის გამოცდილებაზეა დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთ სპეციალისტს მიმართოთ, რომელიც სანდო რეპუტაციით სარგებლობს როგორც მომხმარებლებში, ასევე ხელოსნებში.
შეაკეთეთ ნებისმიერი მოდელის ავტომობილის ძრავი servisebi.ge-ის საშუალებით
ავტომობილის ძრავის ნებისმიერი გაუმართაობის შემთხვევაში კვალიფიციური სპეციალისტის მოძიება პრობლემას აღარ წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა ეწვიოთ ჩვენს პლატფორმას და პროფესიონალი სპეციალისტების ბაზიდან, თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი ინდივიდუალური პრიორიტეტების მიხედვით შეარჩიოთ. ამ პროცესში აღარ დაგჭირდებათ მექანიკოსის სანდოობის გადამოწმება ნაცნობ-მეგობრებთან, რადგან servisebi.ge-ზე შეფასების გამჭვირვალე სისტემაა და თითოეული სპეციალისტის შესახებ რეალური მომხმარებლების გამოცდილებას ეცნობით.
თუ ხარისხიანი მომსახურების მიღება შეღავათიან ფასად გსურთ, მაშინ სწორ სივრცეში იმყოფებით, სადაც მომსახურების ღირებულება სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე დაანგარიშდება. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ სერვისის მიღებამდე სატელეფონო კონსულტაციაც გაიაროთ, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს კიდევ უფრო მარტივ და სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.