დღესდღეობით, მატორისტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტია, რადგან ქვეყნის მასშტაბით ავტომობილების რაოდენობა კოლოსალურ ციფრებს აღწევს. ავტომობილების ძრავების უმრავლესობა ერთი მილიონი კილომეტრის გარბენის შესასრულებლადაა შექმნილი და მისი სასიცოცხლო ციკლი შემდეგნაირად გამოიყურება: მანქანის გეგმიური მოვლა წელიწადში 1-2-ჯერ არის რეკომენდებული, კაპიტალური რემონტი კი ყოველ 300-400 ათას კილომეტრზე. კაპიტალური რემონტის შემდგომ (300-400 ათას კილომეტრის გავლის ეტაპზე) ძრავის მდგომარეობა აღდგენის საშუალებას აღარ იძლევა და ეკონომიური თუ გარემოსდაცვითი მიზეზების გამო მისი შეკეთება არაპრაქტიკულია. პროფესიონალი ოსტატის ჩართულობა ნებისმიერ ეტაპზე აუცილებელია, რათა სწორი დიაგნოსტირების საშუალებით პრობლემები დროულად აღმოიფხვრას. თუ მატორისტი თბილისში გესაჭიროებათ, ყურადღებით გაეცანით ჩვენს ვებგვერდს და სასურველ სპეციალისტს რამოდენიმე წუთში დაუკავშირდით.
მატორისტის სერვისი მექანიკური დატვირთვისგან ცვეთადი ნაწილების შეკეთებას, აღდგენას, ან ჩანაცვლებას მოიცავს. შიდა წვის ძრავის რემონტის დროს პირველ ეტაპზე აუცილებელია ვიზუალური და ელექტრონული დიაგნოსტიკა. ამის შემდგომ, გამოყენებული ნაწილების ჩანაცვლება, რის დროსაც ძრავის ტექნიკური მახასიათებლების (ქარხნულთან მიმართებით) გაუმჯობესებაა შესაძლებელი. ყველა ავტომწარმოებელი არ მიუთითებს ინსტრუქციაში შიდა წვის ძრავების შეკეთების სიხშირეს, ამიტომ კაპიტალური რემონტის აუცილებლობა განისაზღვრება ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: შავი გამონაბოლქვი, საწვავის და ზეთის გაზრდილი მოხმარება, სიმძლავრის დაქვეითება და სხვა. ამ გაუმართაობის გათვალისწინებით მატორისტი თბილისში ჩვენი პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ გამოიძახოთ. Servisebi.ge მერსედესის მატორისტის და ნებისმიერი ტიპის მანქანის ძრავის სპეციალისტის პოვნას გაგიმარტივებთ.