ავტომობილის პოლირება მისი საფარის გარე ფენის გაპრიალებას ნიშნავს. პოლირების საშუალებით ის ხდება გლუვი და მეტი ბზინვარება ენიჭება. პროფესიონალური დამუშავების შემდეგ მანქანაზე არ შეინიშნება ნაკაწრები, ბზარები და საღებავიც უნაკლოდ ბზინვარეა. გარდა ამისა მანქანის პოლირება თხელ, მაგრამ დამცავ გარსს ქმნის. ის ხელს უშლის ლითონის კოროზიას, აჩერებს ტენიანობას, იცავს კორპუსს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან.
დამცავი პოლირება - ინარჩუნებს მანქანის საღებავის მთლიანობას, ხელს უშლის მცირე დაზიანებას (ასხლეტილ ქვიშას, ხრეშს და ა.შ.). ის კორპუსის ხელახალი შეღებვის ბოლო ეტაპს წარმოადგენს, თუმცა შესაძლოა განხორციელდეს ცალკეც ავტომობილის ზედაპირის დამცავი თვისებების გასაზრდელად.
აღდგენითი პოლირება- მცირე დეფექტებს ნიღბავს და ავტომობილის საღებავი ახალივით გამოიყურება. სპეციალური ლაქი წყალგაუმტარი, ანტიკოროზიული და მუშაობის დროს დაკარგული სხვა თვისებების დაბრუნებას უწყობს ხელს. მანქანის კორპუსი თანაბარი და სუფთა ხდება, ხოლო ნაკაწრები მხედველობის არედან ქრება.
ავტომობილის პოლირება მანქანის დაზიანებული კორპუსის აღდგენის მსუბუქი გზაა. იმ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ რა ღირს მანქანის პოლირება - გეტყვით, რომ ეს მანქანის მთელი კორპუსის განახლებაზე ბევრად იაფია. პოლირების შემდგომ მანქანა ბევრად უფრო კაშკაშა და მდიდარ ტონებს იძენს. მანქანის პოლირება შესაძლებელია არა მხოლოდ ძარაზე, არამედ მისი ცალკეული დეტალებისთვისაც.
პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ გასაპრიალებელი ფენა არის შეღებილი ლითონი (ძირითადი დამცავი ჭუჭყისგან, ტენიანობისგან და ტოქსიკური საღებავისგან). მანქანა საწარმოო ხაზს პოლირებაგავლილი ტოვებს. ბუნებრივია დროდადრო ქარხნული საღებავის ფენას ხელის შევლება სჭირდება. ავტომობილის ახალი საფარი 3 ან მეტი წლის განმავლობაში ნარჩუნდება პირვანდელი ვიზუალით. ამ პერიოდში არ არის სანერვიულო ბზარებზე, ნაკაწრებზე. მდიდრული ბზინვარება ხაზს უსვამს მანქანის ნათელ ფერს და ელეგანტურობას. კორპუსთან ერთად მანქანის სხვა ნაწილები ფარები, მინა და სხვა ელემენტებიც პრიალდება, შესაბამისად, პოლირების შემდგომ ყველაფერი ერთნაირად ანათებს.
თუ ავტომობილს გასაყიდად ამზადებთ პოლირება მის მოსაწესრიგებლად შესანიშნავი გზაა. ასევე მისი ზედაპირის დასაცავად ეს პროცესი იდეალურია რათა ავტომობილი ქიმიური საშუალებებისგან და უმცირესი დაზიანებისგანაც დაიცვათ.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით განსხვავება აღდგენითსა და აბრაზიულ პოლირებას შორის მანქანა ამ პროცესით მხოლოდ დაზარალდება. პოლირება მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს უნდა ანდოთ. ავტომობილისთვის პოლირება სრულიად უვნებელია თუ მას გამოცდილი ხელოსნები ატარებენ.
თუ საღებავი გაცვეთილია, გასაპრიალებელი ფენა მანს აღადგენს და ქარხნულ სიკაშკაშეს დაუბრუნებს. ეს ეფექტური ღონისძიებაა კორპუსის ლითონის ნაწილების განადგურების თავიდან ასაცილებლად.
პოლირება იმ შემთხვევაშიც საჭიროა, როცა ცალკეული ნაწილები ცოტა ხნის წინ შეკეთდა. ეს პროცესი დაგეხმარებათ, რომ ყველაფერი ჰარმონიულად გამოიყურებოდეს. პოლირების შემდეგ გარემონტებული ტერიტორია არაფრით განსხვავდება შეურემონტებელი ნაწილებისგან. სერვისი მიზანშეწონილია მიიღოთ ზამთრამდე ან ხანგრძლივ მოგზაურობამდე. თუ საღებავზე მოდის დიდი აბრაზიული დატვირთვა უმჯობესია გარე ფენას წინასწარ გაუფრთხილდეთ.
პოლირების ნულოვან ეტაპზე ხდება ორფაზიანი რეცხვა. შემდგომ ეტაპზე ღრმა დეფექტების აღმოჩენა მიმდინარეობს. ოსტატი განსაზღვრავს ნაწიბურებს სპეციალური საშუალებებით. დასკვნით ეტაპზე კი მანქანას პოლირება უტარდება, ის პრიალდება და შესანიშნავ დაცვასთან ერთად ბზინვარებასაც იღებს. გამძლეობა პოლირების ჩატარების ტექნიკაზეა დამოკიდებული. ეპოქსიდური ფისით გაპრიალება საღებავის ძირითადი დაცვაა. მისი განახლება რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ, ხოლო ზამთრის სეზონის შემდეგ, უმჯობესია, სპეციალისტს დრულად მიაკითხოთ.