დღესდღეობით, ავტომობილი ყველაზე კომფორტული ტრანსპორტია, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ყოველდღიურად იყენებს. აქედან გამომდინარე, მუდმივად გამოიყენება მანქანის გასაღებიც, რომელიც კარის, საბარგულის გასაღებად და ძრავის დასაქოქად არის საჭირო. შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა ეს აქსესუარი უბრალოდ გაცვდება და მისი ასლის დამზადება დაგჭირდებათ. გარდა ამისა, შესაძლოა გასაღები დაკარგოთ, ან ის გატყდეს - ნებისმიერ შემთხვევაში გამოცდილ სპეციალისტს უნდა მიმართოთ.
ტექნოლოგიური წინსვლის ეპოქაში მანქანის გასაღების ფორმა და ფუნქციებიც შეცვლილია. აქედან გამომდინარე, არსებული ხარვეზების დამოუკიდებლად აღმოფხვრა შეუძლებელია.
რა ტიპის გასაღებები არსებობს?
ავტომობილის მარკისა და მოდელის შესაბამისად გასაღების ტიპებიც იცვლება. განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი:
- ჩვეულებრივი გასაღები - ლითონის გასაღები პლასტმასის თავით, რომელიც მანქანას ქურდობისგან მხოლოდ მექანიკური საკეტით იცავს. ხშირად ხდება ისიც, რომ რამოდენმე სხვადასხვა ბრენდის გასაღებს ერთნაირი პირი აქვს.
- ჩიპიანი გასაღები - 90-იანი წლების ბოლოდან მანქანებზე რეგულარულად დამონტაჟდა იმობილიზატორები. ეს არის მოწყობილობა, რომელიც სპეციალურ ელექტრონულ ჩიპს კითხულობს და ამოწმებს აქვს თუ არა მას წვდომა ძრავის გასაშვებად. თუ წვდომა ნებადართულია იმობილაიზერი გადასცემს სიგნალს, რომელიც ძრავის დაქოქვის საშუალებას იძლევა. თუ გასაღები უცხოა, ძრავა ვერ იმუშავებს.
1990 იანი წლებიდან ჩიპების რამოდენიმე თაობა შეიცვალა. პირველ მოდელებს ჰქონდათ მხოლოდ ფიქსირებული კოდი, რომელიც არასოდეს შეცვლილა. თანამედროვე ჩიპებს დინამიური კოდი აქვთ და კარგად იცავენ ავტომობილს ქურდობისგან.
გასაღები ცენტრალური საკეტის ღილაკებით
ავტომობილების ზოგიერთმა ბრენდმა მოხერხებულობაზეც იფიქრა, ამიტომ გასაღებს დაემატა ღილაკები, რომლითაც მანქანის კარების გაღება ან დახურვა ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ. მსგავს მოდელებში ჩასმულია რადიოსიხშირული მოდულის დაფა, რომელიც გადასცემს სიგნალს შესაბამისი კოდით. ავტომობილი თავის მხრივ ამოწმებს კოდს და ასრულებს ბრძანებას. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საკეტის მართვის პანელები თავდაპირველად ფიქსირებული კოდით მუშაობდა, რომელიც დროთა განმავლობაში დინამიურით შეიცვალა.
გასაღები ჩიპით და ცენტრალური საკეტით
ცენტრალური საკეტის სამართავად (კარის გაღება/დახურვა) ასეთი ტიპის გასაღები აერთიანებს იმობილაიზერის ჩიპს და რადიოსიხშირის დაფას. შესაძლოა ასეთი ტიპის გასაღებს ჰქონდეს ცალკე ჩიპი და ცალკე დაფა, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობენ. ასევე შესაძლებელია ჩიპი ცენტრალური საკეტის მართვის დაფაშივე იყოს ჩაშენებული.
ჭკვიანი გასაღები/ბარათი
ახალი თაობის გასაღები მფლობელს გაცილებით მეტ კომფორტს უქმნის. ასეთი მოდელების მინუსი არის საიმედოობის ნაკლებობა და მაღალი ღირებულება. ასეთი გასაღების გაუმართაობის შემთხვევაში მანქანის მფლობელს ეძლევა შესაძლებლობა, რომ გახსნას და დაძრას მანქანა სმარტ გასაღების დამალული სარეზერვო საშუალებით, ჩვეულებრივი მექანიკური გასაღებით და მასში ჩაშენებული ჩიპით.
რა შემთხვევაში დაგჭირდებათ გასაღების დამზადება?
გასაღების დამზადება რამოდენიმე შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ:
- ძველი გასაღები დაიკარგა, ან გატეხილია
გასაღები მუდმივი გამოყენების გამო გარკვეული პერიოდის შემდეგ ცვდება. ეს გავლენას ახდენს როგორც ვიზუალურ მხარეზე (დაბზარული ღილაკები, გახეხილი ქეისი), ასევე მის ფუნქციურობაზე (გასაღების დანა შეიძლება უბრალოდ ამოვარდეს, ან გატყდეს). ბევრი ადამიანი გაუცნობიერებლად აგრძელებს ასეთი გასაღების გამოყენებას, სანამ მისი საშუალებით მანქანა ჯერ კიდევ იქოქება. მსგავს შემთხვევებში კარგი გამოსავალია გასაღების გაუმართავი ნაწილების ახლით შეცვლა, მაგალითაც შეგიძლიათ შეცვალოთ კორპუსი, დანა ან ღილაკები.
- თუ მხოლოდ ერთი გასაღები გაქვთ
ამ შემთხვევაში უმჯობესია დაამზადოთ მარტივი გასაღები ჩიპით. ასლის ღირებულება არაფერია იმ ხარჯებთან და ნერვიულობასთან, რაც შეიძლება ერთადერთი ეგზემპლარის გატეხვას, ან დაკარგვას მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია მომავალზე თავიდანვე იფიქროთ.
თუ ოჯახში თითო ავტომობილი გყავთ
დააფასეთ კომფორტი. ყველასთვის ვინც ერთი და იგივე ავტომობილით სარგებლობს, საკუთარი გასაღები ძალიან მოხერხებულია. ეს ეფექტური ნაბიჯია არა მხოლოდ ოჯახში, არამედ კომპანიაშიც, სადაც პერსონალიდან რამოდენიმე ადამიანი ერთსა და იმავე მანქანას იყენებს.
თუ გასაღები დაიკარგა და ვერ პოულობთ მოგიწევთ ავტოდილერთან დაკავშირება, ან მანქანის მექანიკური დაზიანება კარის გასაღებად. ეს ნებისმიერი ბრენდისთვის ძვირი და ხანგრძლივი პროცესია. კიდევ ერთი ვარიანტია იმობილიზატორის სპეციალისტის პოვნა, რომელსაც შეუძლია სწრაფად აღადგინოს კოდი და დაგიმზადოთ ახალი გასაღები.
სად ვიპოვოთ სანდო სპეციალისტი ავტომობილის გასაღების დასამზადებლად?
ავტომობილის გასაღების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოცდილი სპეციალისტის პოვნა პრობლემას აღარ წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა ეწვიოთ
servisebi.ge-ს და სასურველი ოსტატი დამოუკიდებლად შეარჩიოთ. პლატფორმაზე ქვეყნის წამყვანი მექანიკოსების სრული ბაზაა წარმოდგენილი. 24 საათის განმავლობაში სპეციალისტის გამოძახებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში შეძლებთ.
დღესდღეობით, მექანიკოსის დასაქირავებლად ახლობლების რეკომენდაციები არ გჭირდებათ. პლატფორმაზე ნეგატიური შეფასებები არ იფილტრება, ამიტომ სპეციალისტის შერჩევას რეალურ მომხმარებელთა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლებთ.
ვებგვერდზე ფიქსირებული ფასები არ მოქმედებს. უფასო სატელეფონო კონსულტაციის დროს შეგიძლიათ პირობებზე სპეციალისტს ინდივიდუალურად შეუთანხმდეთ.
Servisebi.ge დაგიზოგავთ დროს და ხარისხიანი მომსახურების მიღებას თქვენი პრიორიტეტების მიხედვით შეძლებთ.